საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92332

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 21 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მღვდელი თომა კარანაძე სოფელ სამიქაოს სამრევლო სკოლის დამფუძნებელი იყო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 21 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დიმიტრი მელაძის კორესპონდენცია „მადლობა მასპინძლობისთვის“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 21 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, საინგილოს ინტელიგენციის წარმომადგენელი ალ. ბაჩალიაშვილი ოთხი თვის მანძილზე ქვემო მაჩხაანში იმყოფებოდა, რათა ქიზიყის დეპოს აღებ-მიცემობის გამოცდილება შეესწავლა და მშობლიურ კახის რაიონში დაენერგა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 21 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ქიზიყელი სოკრატის ფსევდონიმით დიმიტრი ნადირაძე-მაჩხანელის კორესპონდენცია „სასოფლო-საზოგადო დეპო-ბანკის შესახებ“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 21 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქუთაისის მაზრის სათადარიგო ქვეითი ჯარის პორუჩიკი ლუკა სვიმონის ძე ჩარკვიანი ყვარლის ბოქაულის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 21 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თვის ბოლოს ამიერ-კავკასიის რკინიგზის უფროსი ე. ლ. ვედენევი საზღვარგარეთიდან თბილისში დაბრუნდებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 21 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კონსტანტინე (კოწია) დადიანმა ახალი პოემა „გიორგი, მთავრის ძის ძე“ დაწერა, რომელიც მალე გამოიცემოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 21 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის გამგეობის გადაწყვეტილებით ქალაქის ცენტრში დიმიტრი ყიფიანის ძეგლი დაიდგმებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 1-ლი აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, უახლოეს ხანებში საგარეჯოში მსახიობები დ. აბდუშელი და ალ. თამაზაშვილი გაბრიელ სუნდუკიანცის „ხათაბალას“ წარმოადგენდნენ და ამოგებულ თანხას ადგილობრივ სამკითხველოს შესწირავდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 22 ივლისს დილიჟანში გამართულ ქართულ-რუსულ თეატრალურ საღამოზე ვალერიან გუნიას ვოდევილი „არც აქეთ, არც იქით“ წარმოადგინეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 22 ივლისს ლაგოდეხში მწყემსი კოსტა ბაგაშვილი დანით დაჭრა ვინმე ბეგიევმა, რომელიც საქვეითო ჯარის ოფიცრებმა მალევე დააკავეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 26 ივლისს ქუთაისში ლადო ალექსი-მესხიშვილის, თამარ ივანიძის, დავით ჩარკვიანისა და ნუცა ჩხეიძის მონაწილეობით საქველმოქმედო თეატრალური წარმოდგენა გაიმართა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 23 ივლისს თელავში მელიტონ ბალანჩივაძის საავტორო კონცერტი გაიმართა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 24 ივლისს იაკიმოვი და ქუთაისის გუბერნატორი ფიოდორ გერშელმანი იმპერატორს პეტერბურგში შეხვდნენ.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 24 ივლისს თბილისის ოლქის სასამართლოში სამსონ მაღალაშვილის საქმის განხილვა იყო დაგეგმილი, რომელსაც ერთ-ერთ დუქანზე შეიარაღებული თავდასხმა და ვახმისტრის ცოლის, ფედოსია ოზეროვას მკვლელობა ედებოდა ბრალად.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 24 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ყუბანის ყაზახთა სამხედრო შტაბის უფროსი გენერალ-ლეინტენანტი ფიოდორ გერშელმანი ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის თანამდებობაზე ინიშნებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 24 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მართალაძის ფსევდონიმით გრიგოლ წინამძღვრიშვილის წერილი „ალავერდის მომავალი ეპისკოპოსი კირიონი“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 24 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ სერაპიონ ლაშისპირელის კორესპონდენცია „გზების უვარგისობა“ გამოქვეყნდა, რომლეშიც დაბა ჯუმათისაკენ მიმავალი გზების სავალალო მდგომარეობაზე იყო საუბარი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 25 ივლისს ალექსი ედილაშვილმა ბესო მახარაშვილისთვის ნასროლი ტყვიით ლექსო ლომსაძე მოკლა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 25 ივლისს ალექსი ედილაშვილმა მამა-შვილ ბესო და გიორგი მახარაშვილებს მათივე საქონლის სანაცვლოდ 8 მანეთი მოსთხოვა, რის გამოც მათ იჩხუბეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 25 ივლისს დაბა ნაგომარში წიგნსაცავის დასახმარებლად დადგეს სპექტაკლი „და-ძმა“. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ: გრ. გუგუნავა, დ. ჩხაიძე, პოლიევქტოს კალანდაძე და ატატო ბებურიშვილი.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის 25 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ სადაზღვევო საზოგადოება „იაკორის“ სარეკლამო განცხადება გამოქვეყნდა, რომელსაც ალექსანდრე გრიგოლის ძე სერგეევი აწერდა ხელს.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის 25 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა სადაზღვევო საზოგადოება „ურბენის“ სარეკლამო განცხადება, რომელსაც საზოგადოების დირექტორები, ბაგრატ და ნიკოლოზ ტერ-მათეუზოვები აწერდნენ ხელს.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 25 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გორის ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე სოფელ ხაშმის სამრევლო სკოლის გამგე, ხოლო ნიკოლოზ სვიმონის ძე კურდღელაშვილი საღვთო სჯულის მასწავლებელი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 25 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქუთაისის სამსჯავროში სამსონ ყიფიანსა და პროკოფი გელეიშვილს შორის არსებული დავის განხილვა იყო დაგეგმილი.