რეგისტრირებული ფაქტები81446
სორტირება თარიღი მზარდობით
1899
ტიპი: ორგანიზაცია
1899 წელს პლატონ ვახტანგის ძე კალოიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს მღვდელი ბესარიონ ფირცხალავა სოფელ კეთილარის სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.
1899
ტიპი: ორგანიზაცია
1899 წელს ივანე დავითის ძე კაკაბაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ კარდენახის სახალხო ბიბლიოთეკას შესწირა 9 მან. 50 კაპ. ღირებულების წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკის გამგემ, ელენე აფხაზმა უკან დააბრუნა, რადგან უკვე ჰქონდათ და სანაცვლოდ სხვები მოითხოვა.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს ელენე ილიას ასული აფხაზისა მის მიერვე დაარსებული კარდენახის სახალხო ბიბლიოთეკის გამგედ მუშაობდა.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს კირილე ივანეს ძე არველაძე მუშაობდა უფროს მასწავლებლად სოფელ ბანძის ორკლასიან სამრევლოს სასწავლებელში.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს თედო სახოკია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისადმი გაგზავნილ წერილში ითხოვდა ორ ყულაბას, ერთს – ელენე გაბუნიასთვის, მეორეს – აღათი შარვაშიძისთვის.
1899
ტიპი: ორგანიზაცია
1899 წელს სეფე ივანეს ძე მხეიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1899
ტიპი: ორგანიზაცია
1899 წელს მათე ივანეს ძე ნიკოლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების ნამდვილი წევრი გახდა.
1899
ტიპი: ორგანიზაცია
1899 წელს ბლასი (გლასიო) ზაქარიას ძე ფირალიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების ნამდვილი წევრი გახდა.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს თეოფანე ლუკას ძე კალანდარიშვილი მსახურობდა მღვდლად სოფელ ოჩხომურში.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე კავკავის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს პლატონ გიორგის ძე წულუკიძე მასწავლებლად მუშაობდა სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის მარტში ლუკა რაზიკაშვილმა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა თავის ნაწარმოებებში დამატებითი ჰონორარი, 50 მანეთი.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს ივანე მიხეილის ძე გომელაური მასწავლებლად მუშაობდა სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს გრიგოლ მიხეილის ძე წულუკიძე მუშაობდა მასწავლებლად სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს მღვდელი თეოფანე ლუკას ძე კალანდარიშვილი ასწავლიდა სოფელ ოჩხომურის სამრევლო სკოლაში.
1899
ტიპი: ორგანიზაცია
1899 წელს მათე მიხეილის ძე მენაბდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი გახდა.
1899
ტიპი: ორგანიზაცია
1899 წელს ლევან ლუკიანეს ძე მჭედლიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს მწერალი თედო სახოკია წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამგეობას აუწყებს, რომ თედო ჟორდანია საზოგადოების წიგნსაცავს სწირავს იმერეთის მეფის, სოლომონ მეორის 1810 წლის წერილს, რომელსაც უგზავნის გამგეობას. ეს წერილი 1899 წლის „მოამბის“ N1-ში დაიბეჭდა.