საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81451

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვიგებთ, რომ რობინზონ კრუზოს ა. თუმანიშვილისეული თარგმანი საზოგადოებას დასაბეჭდად მზად ჰქონდა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვიგებთ, რომ მიხეილ ზაალის ძე ყიფიანის მიერ თარგმნილი ფიზიკის სახელმძღვანელო საზოგადოებას დასაბეჭდად მზად ჰქონდა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვიგებთ, რომ მიხეილ ზაალის ძე ყიფიანის მიერ ანტონოვიჩის მიერ თარგმნილი გეოგრაფიის, ქიმიის, ასტრონომიის, ზოოლოგიისა და ბოტანიკის სახელმძღვანელოები საზოგადოებას დასაბეჭდად მზად ჰქონდა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვიგებთ, რომ საზოგადოების შემოსავალი 1883-84 საანგარიშო წელს 3719 მანეთსა და 52 კაპიკს შეადგენდა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვიგებთ, რომ საზოგადოების გასავალი 1883-84 საანგარიშო წელს 3918 მანეთსა და 16 კაპიკს შეადგენდა.

1866

ტიპი: ორგანიზაცია

1866 წლის 28 აგვისტოს მიხეილ რომანოვმა ბრძანა დაეარსებინათ განსაკუთრებული მმართველობა, რომელსაც ბორჯომში მთასა და ბარს შორის მიმოსვლის გამარტივებაზე უნდა ეზრუნა.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 7 ნოემბრისთვის ქუთაისის გუბერნიის სასამართლომ დანიშნა ღონისძიება თბილისის ებრაელი მოქალაქის, ისააკ ელიგულაშვილის კუთვნილი უძრავი ქონების გასაყიდად.

1866

ტიპი: განათლება

1866 წლის 1-ელ სექტემბერს მიხეილ რომანოვის ნებით კავკასიაში ორი საქვეითო იუნკერების სასწავლებელი გაიხსნა. ერთი სასწავლებელი, კავკასიის არმიის საქვეითო ნაწილებისთვის, თბილისში მდებარეობდა.

1866

ტიპი: განათლება

1866 წლის პირველი ივნისიდან თბილისის რეალური გიმნაზია გადაიტანეს ახალ ნაქირავებ სახლში, რომელიც ეკუთვნოდა ივანე კარლოვს.

1866

ტიპი: განათლება

1866 წლის 1-ლი ივნისიდან თბილისის რეალური გიმნაზია გადაიტანეს ახალ ნაქირავებ სახლში, რომელიც ივანე კარლოვს ეკუთვნოდა.

1866

ტიპი: ორგანიზაცია

1866 წლის 23 აპრილს მიხეილ რომანოვის ნებით დაარსდა განსაკუთრებული კომიტეტი, რომელსაც კავკასიაში მდებარე საპყრობილეებზე უნდა ეზრუნა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ი. ო. იოსელიანი საფილოქსერო დასების მთავარი ინსტრუქტორი იყო.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 7 ნოემბრისთვის ქუთაისის გუბერნიის სასამართლომ დანიშნა ღონისძიება უძრავი ქონების გასაყიდად, რომელიც თბილისის ებრაელ მოქალაქეს, ალექსი კალოიანს ეკუთვნოდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის ოქტომბერში ვლადიმერ გიტას ძე ნაცვალაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების მდივანი იყო.

1866

ტიპი: ორგანიზაცია

1866 წელს მიხეილ რომანოვის ბრძანებით თბილისში გაიხსნა გუბერნიის კომიტეტი, რომელსაც კავკასიაში მდებარე საპყრობილეების მდგომარეობაზე უნდა ეზრუნა. კომიტეტში ხუთი ვიცე-პრეზიდენტი და ოცდაათამდე დირექტორი დანიშნეს.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს გიორგი მინას ძე აბაშიძე ფოთის სავაჟო გიმნაზიაში ქართული ენის მასწავლებლად მიიწვიეს.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895 წელს 15 წლის შერმანდი დოლიძე ბათუმში ერთ-ერთ ჩაის პლანტაციაში მუშად მუშაობდა. მისი ანაზღაურება თვეში 15 მანეთი იყო.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895 წელს გერმანე უონდერი ბათუმში გაშენებული ერთ-ერთი ჩაის პლანტაციის გამგე იყო.

1935

ტიპი: ღონისძიება

1935 წელს ექსპლოატატორი დიმიტრი ყიფიანი აბელ ენუქიძის განკარგულებით პენსიას იღებდა.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 9 სექტემბერს უ. კერესელიძის სახლთან იყიდებოდა 240 კვადრატული მ. მიწა და ორი ოთახი. ფასის გაგება შეიძლებოდა უ. სულთანოვიჩისგან.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ფოთის სავაჟო გიმნაზია, რომლის მასწავლებელიც იყო გიორგი მინას ძე აბაშიძე, 20 000 მანეთად ჰქონდათ დაგირავებული.

1866

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1866 წელს კავკასიის ნამესტნიკმა, მიხეილ რომანოვმა კერძო მემამულეებს, მოსე ტერ-სტეფანიანსა და ისაია ტერ-სტეფანიანს, მადლობა გადაუხადა იმის გამო, რომ მათ უფასოდ გასცეს მიწები რკინის გზის ქვესაგებისთვის.

1866

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1866 წელს კავკასიის ნამესტნიკმა, მიხეილ რომანოვმა კერძო მემამულეს, მოსე ტერ-სტეფანიანს გადაუხადა მადლობა, იმის გამო, რომ მან უფასოდ გასცა თავისი მიწები რკინის გზის ქვესაგებისთვის.

1866

ტიპი: სტატუსი

ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ მუხრაბ-ბატონი იყო თავადი.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 28 მაისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა იოსებ გორდელაძის სტატია ჯურუყვეთში მკითხავის დატრიალებული ამბების შესახებ.