რეგისტრირებული ფაქტები81451
სორტირება თარიღი მზარდობით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამგეობამ გახსნა ნინო მაჭავარიანის მიერ წარმოდგენილი ყულაბა N153, რომელშიც იყო 25 მან. 60 კაპ. ოქმს ხელს აწერენ – გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, წევრები: გიორგი იოსელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, ივანე ზურაბიშვილი, დავით კარიჭაშვილი.
1899
ტიპი: გარდაცვალება
1899 წლის 19 იანვარს ციხიის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი ბესარიონ მეთოდეს ძე მხეიძე გარდაიცვალა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 24 იანვრის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ თბილისის სასულიერო სემინარიის მასწავლებელმა ილია ფერაძემ ქაშვეთის ეკლესიაში წაიკითხა მოხსენება „საქართველოს ეკლესიის წმინდა მოწამე არჩილ“.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 30 იანვრის გაზეთ „ცნობის ფურცლიდან“ ირკვევა, რომ თბილისის გამგეობამ ვარლამ ჩერქეზიშვილს დაავალა შეემუშავებინა პროექტი ქალაქში წყლის მილების გამრავლებასთან დაკავშირებით.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს ფოტოატელიეს გამგემ, ვასილ როინაშვილმა თანაშემწედ მოიწვია ფოტოგრაფი ტარას სვიმონის ძე მომცელიძე, რომელიც 1-ელი თებერვლიდან შეუდგა თანამდებობის შესრულებას.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის თებერვალში კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამგეობისადმი პედაგოგიური საბჭოს დადგენილების შესახებ მიწერილ წერილს თან ერთვოდა მასწავლებელ ლუარსაბ ბოცვაძის კერძო აზრი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მოსწავლეთა და მასწავლებელთა გაცდენების ცალკე ბლანკებისა და დავთრების წარმოებას, რადგან ეს შრომას მოუმატებდა მასწავლებლებს. მისი თქმით, გაცდენილი გაკვეთილების აღნიშვნა შეიძლებოდა თვით საკლასო ჟურნალებში, ხოლო მასწავლებლებისა – სკოლის გამგის, ან თვით მასწავლებლის მიერ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვალს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები: ექვთიმე თაყაიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და ივანე რატიშვილი. სხდომას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს უდეს სახალხო ბიბლიოთეკის 1898 წლის ანგარიში და მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვა. გამგეობამ დაამტკიცა 1899 წლის ბიუჯეტი 957 მანეთის ოდენობით. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კარდენახის სახალხო ბიბლიოთეკის დამაარსებელ ელენე აფხაზის თხოვნა, რომ გამგეობა ბიბლიოთეკას საზოგადოების გამოცემული წიგნებით დახმარებოდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, რომ კნეინა ელენე აფხაზისას კარდენახის სახალხო ბიბლიოთეკისათვის უსასყიდლოდ გადასცემოდა საზოგადოების ყველა გამოცემა. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნების ბეჭდვის კომისიის მოხსენება იმის შესახებ, რომ გამგეობას დაებეჭდა ვაჟა-ფშაველას თხზულებანი წიგნად „პოემები, მოთხრობები და ლექსები ვაჟა-ფშაველასი“. კომისიამ წარადგინა დასაბეჭდი ნაწარმოებების სია. გამგეობამ დაადგინა, ვაჟას თხზულებანი დაბეჭდილიყო ერთ წიგნად. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კავკავის საკვირაო სკოლის გამგის თხოვნა, რომ გამგეობა დახმარებოდა 40 დედაენითა და 200 ქართულის რვეულით, რომელთა ღირებულება იყო 20 მან. 80 კაპ. გამგეობამ დაადგინა, სკოლას გაგზავნოდა მოთხოვილი საგნები. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გომარეთის სკოლის მასწავლებელ მიხეილ კლიმიაშვილის თხოვნა, რომ გამგეობას გაეგზავნა ჟურნალი ან გაზეთი, ასევე ცარცი და მელანი, მისი თებერვლის ხელფასიდან 10 მანეთი მისი დისთვის გადაეცათ. გამგეობამ დაადგინა, მასწავლებელს გაგზავნოდა „მოამბე“. სხდომის ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნსაცავის კომისიის მოხსენება წარწერების გადასაღებად რადლოვის იარაღის 37 მანეთად შესყიდვის შესახებ, ასევე კავკასიის არქეოგრაფიური კომისიის აქტების ორი ტომისა – 50 მანეთად და გაგარინის საქართველოს ეკლესიის სურათებისა – 10 მანეთად. გამგეობამ დაამტკიცა ხარჯი. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ხარჯთაღრიცხვა: 1-ლიდან 25 იანვრამდე საზოგადოების შემოსავალი იყო 1 332 მან. 92 კაპ., გასავალი – 754 მან. 80 კაპ., 1-ელი თებერვლის მდგომარეობით საზოგადოებას ჰქონდა ნაღდი 4 028 მან. 27 კაპ. ქაღალდებით – 11 816 მან. 11 კაპ., სულ – 15 844 მან. 31 კაპ., ასევე სხვა სათადარიგო და საგანგებო თანხები. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პეტრე უმიკაშვილის თხოვნა, სახლში საკითხავად მიეცათ ქართული ჟურნალ-გაზეთები.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს ბარბარე გიორგის ასული ბარათაშვილის მიერ საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბები NN100, 110, 103, 107, 105, 117, 109, 104, 114, 119, 101, 106, 113, 102.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვლის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, პეტრე უმიკაშვილისთვის ჟურნალ-გაზეთები მიეცათ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს დიმიტრი ნადირაძის მიერ საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბა N185.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს ალექსანდრე ნადირაძის მიერ საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბა N186, რომელსაც იარლიყი და ბეჭედი მომძვრალი ჰქონდა.