რეგისტრირებული ფაქტები92310
სორტირება თარიღი მზარდობით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, გიორგი იოსელიანი, გრიგოლ ყიფშიძე, ალექსანდრე ჭყონია და ივანე ზურაბიშვილი; სხდომაზე იაკობ გოგებაშვილს რვეულების ანგარიშში 100 მანეთი გადასცეს, ნიკოლოზ ბადრიძეს – 16.20, გ. გუიჯიანს სურათების ანგარიშში – 0.80 და ზაქარია გრიქუროვს – 40. სულ გამგეობამ 157 მანეთი გასცა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 13 ოქტომბერს ვაქირელმა გლეხებმა, ქიტელ და გიო თათრიშვილებმა, ცემით მოკლეს 60 წლის კავთისხეველი ქალი, ქალია კოჭნასაშვილი.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ფილიმონ შომახია აბაშის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მღვდელი ლავრენტი წულაძე საეპარქიო საბჭოს ოზურგეთის განყოფილების წევრი იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გურიის მაზრის სოფელ შუა სურებში გახსნილი ერთკლასიანი სამრევლო სკოლა მღვდელმა ლავრენტი წულაძემ აკურთხა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ტიტე ქიქოძე სიღნაღისა და თელავის მაზრების დაწესებულებათა სარევიზიო შემოწმებაზე იმყოფებოდა.
1898
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გორში სტუმრად მყოფ ბარონ დე ბაიზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოუხდენია ივანე ამილახვრის სტუმართმოყვარეობას.
1898
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გორში სტუმრად მყოფმა ბარონ დე ბაიმ თავად ივანე ამილახვარს საფრანგეთის პრეზიდენტის, ფელიქს ფორის მოკითხვა გადასცა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვს ფინანსური შემწეობისთვის სამასამდე მოქალაქემ მიმართა. ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ალექსანდრა კარგარეთელი, ნატო გაბუნია-ცაგარელი და ეფემია მესხი ქართული დრამატული დასის მიწვეული არტისტები იყვნენ.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გედევან გედევანოვი, კონსტანტინე შათირიშვილი და ელისაბედ ჩერქეზიშვილი ქართული დრამატული დასის მიწვეული არტისტები იყვნენ.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ვასო აბაშიძე, კოტე მესხი და სვიმონ გოგოლაშვილი ქართული დრამატული დასის მიწვეული არტისტები იყვნენ.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 15 ოქტომბერს „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ელიზბარ ჯაჯანაშვილის განცხადება, რომლის თანახმად, მისი ხელმძღვანელობით მიმდინარე ფოტოგრაფიის კურსის საფასური 15 მანეთი იქნებოდა, ხელმოკლე მოწაფეებს კი უფასოდ მოემსახურებოდა.

