საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92310

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 25 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მართალაძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გრიგოლ წინამძღვრიშვილის წერილი გორის მაზრის სოფელ გერში გამართული საეკლესიო დღესასწაულის შესახებ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 25 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ეგზარქოსი ფლაბიანე წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში, კუკიის სასაფლაოზე განსვენებულთა სულის მოსახსენიებელ წირვასა და პარაკლისს გადაიხდიდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 25 ოქტომბერს სამტრედიაში მექუდე ბეს. ბექიას ფარდული გაძარცვეს, საიდანაც 400 მანეთის ღირებულების ქუდის ტყავი წაიღეს.

1898

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის 25 ოქტომბერს თბილისის პოლიციის დარაჯმა ფ. გაბელიამ ციმბირიდან გამოქცეული პატიმარი, მცხეთის მკვიდრი ლუკა გარსევანიშვილი შეიპყრო, რომელიც მეტეხის ციხეში გადაიყვანეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 25 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის განცხადება ალმანახ „კრებულის“ აღდგენისა და მისი რედაქციის ახალ მისამართზე გადასვლის შესახებ.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 25 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ვენაში სამკურნალოდ მყოფი მსახიობი, მაკო საფაროვა-აბაშიძე, თავს უკეთ გრძნობდა და მკურნალობის გაგრძელებას პარიზში აპირებდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 25 ოქტომბერს ქუთაისის დრამატულ თეატრში შილერის ხუთ-მოქმედებიანი ტრაგედია „ყაჩაღები“ დაიდგა, რომელშიც ლადო ალექსი-მესხიშვილი და ნუცა ჩხეიძე მონაწილეობდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 25 ოქტომბერს ბრაღოჩინი მღვდელი სილიბისტრო ჩხაიძე მრევლთან შესახვედრად გურიის სოფელ მამათში ჩავიდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 25 ოქტომბერს სოხუმში გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძის მოურავის, მიხეილ თოფურიძის სახლში ათამდე მძარცველი შეიჭრა, რომლებმაც მასპინძელს სცემეს და 800 თუმანი გაიტაცეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი და გრიგოლ ყიფშიძე. სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების 1-ლი ოქტმბრიდან 26 ოქტომბრამდე მიღებული შემოსავალ-გასავლის ანგარიში.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომაზე საზოგადოებას საობლო სასამართლომ წერილით აცნობა, რომ როინაშვილის ქონების ოპეკუნს დავალებული ჰქონდა საზოგადოებისთვის გადაეცა ნაანდერძევი ქონება. გამგეობამ გრიგოლ ყიფშიძეს დაავალა ქონება ჩაებარებინა და შემოწმების შემდეგ გადაეცა დავით კარიჭაშვილისთვის.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომაზე საზოგადოებას თხოვნით მიმართა თონეთის სკოლის პედაგოგმა ლავრენტი აგლაძემ სკოლისთვის გაეგზავნათ სასწავლო წიგნები, სურათები და ნივთები. გამგეობამ თონეთის სკოლას სურათების გარდა ყველა საჭირო ნივთი გაუგზავნა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, გრიგოლ ყიფშიძე და ექვთიმე თაყაიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს კავკავის სკოლის სამზრუნველოს წერილი, რომ პირველ ნოემბერს გაიმართებოდა კავკავის სკოლის ეკლესიის კურთხევა, რომელსაც სასურველი იქნებოდა დასწრებოდა საზოგადოების ერთ-ერთი წევრი. გამგეობამ კავკავის სკოლის სამზრუნველოს მისწერა, რომ სამწუხაროდ, საზოგადოების ვერცერთი წევრი ვერ შეძლებდა ღონისძიებაზე დასწრებას.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით ჩუბინაშვილის მიერ შედგენილ რუსულ-ქართული ლექსიკონის შესახებ, რომელიც უნდა დაბეჭდილიყო მაქსიმე შარაძის სტამბაში, მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა. გამგეობამ საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 ოქტომბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი და გრიგოლ ყიფშიძე.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომაზე გამგეობამ ივანე რატიშვილს გადასცა 7 მან. წინარეხში წასასვლელად გრიგოლ ტატიშვილს – 7,04 მან., ზაქარია გრიქუროვს – 156 მან., ასევე წინარეხის სკოლისთვის იყიდეს საათი 5 მანეთად.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი და გრიგოლ ყიფშიძე. სხდომაზე მოხსენება გააკეთა წიგნების არჩევისა და ბეჭდვის კომისიამ, რომ დასაბეჭდად წარმოდგენილი წიგნი, რომელიც ნათარგმნი იყო სიმონ გრიაზნოვის მიერ, არ იყო სრულფასოვნად და გასაგებად თარგმნილი, ამიტომ მათი აზრით, ასეთი წიგნის დაბეჭდვა მიუღებელი იყო. გამგეობამ კომისიის მოსაზრება გაითვალისწინა და თარგმანი არ დაბეჭდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 ოქტომბერს თბილისის გამგეობამ ეგზარქოს ფლაბიანეს წმინდა ნიკოლოზის ტაძართან, ვერის სასაფლაოს მახლობლად, საზოგადო ბაღის გაშენების ნებართვა სთხოვა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 27 ოქტომბერს ლუარსაბ ყრუაშვილი ფოთის გამგეობის წევრად აირჩიეს.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 27 ოქტომბერს ნიკო ნიკოლაძე ფოთის მოურავის თანამდებობაზე აირჩიეს.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ივანე კავთელის წერილი „გრძელ ჟამიერი ცხოვრება“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ნიკოლოზ მკურნალის სტატია „ქიმიური ცვლილება ფქვილიან და ზეთიან თესლების ამოსვლის დროს“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ჩოხატაურის მაზრაში აფთიაქების არარსებობის გამო ექიმ ქუთათელაძეს სოფელ-სოფელ სიარული და ავადმყოფების საჭირო წამლებით მომარაგება პირადად უწევდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ეპისკოპოსმა ალექსანდრე ოქროპირიძემ მცხეთის ტაძრის განმაახლებელ კომიტეტს 1500 მანეთი შესწირა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის მთავარმართებელმა გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა მცხეთის ტაძრის განმაახლებელ კომიტეტს 3000 მანეთი შესწირა.