რეგისტრირებული ფაქტები92310
სორტირება თარიღი მზარდობით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ეგზარქოსმა ფლაბიანემ მცხეთის ტაძრის განმაახლებელ კომიტეტს 1000 მანეთი შესწირა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დიდმა თავადმა ალექსანდრე მიხეილის ძე რომანოვმა მცხეთის ტაძრის განმაახლებელ კომიტეტს 2000 მანეთი შესწირა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 20 ოქტომბერს ეპისკოპოს ლეონიდეს თავმჯდომარეობით მცხეთის ტაძრის განმაახლებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალავერდელმა ეპისკოპოსმა კირიონმა კახეთიდან ჩამოტანილი 68 ძველი ხელნაწერი თბილისის საეკლესიო სიძველეთსაცავს შესწირა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ეგზარქოს ფლაბიანეს განკარგულებით თბილისის ქალთა საეპარქიო სასწავლებელთან ერთკლასიანი სამაგალითო სამრევლო სკოლა დაარსდა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დუელში დაჭრილი ილია დავითის ძე ხერხეულიძე, რომელსაც ექიმებმა დაზიანებული ფეხი მოკვეთეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მცხეთის ტაძრის განმაახლებელმა კომიტეტმა დიდუბის ეკლესიის მღვდელს, მ. კ. ცინცაძესა და მ. ხახუტაშვილს შემოწირულობების შეგროვება დაავალა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ზოია ცელიარიცკიმ მცხეთის ტაძრის განმაახლებელ კომიტეტს ძვირფასი ქვებით მოჭედილი ოქროს სამაჯური შესწირა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის ვიცე-გუბერნატორმა სტეფანოვიჩმა ექიმ ტიტე სვიმონის ძე ქიქოძეს ქალაქის სასანიტარო-სამკურნალო განყოფილების რევიზია დაავალა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ტრამვაის საზოგადოების წარმომადგენელი ალფონს რობი თბილისში, ვარდის უბანში, საგზაო სამუშაოების დაწყებას გეგმავდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილმა მცხეთის ტაძარს 1000 მანეთი შესწირა, რომელიც აღდგენითი სამუშაოებისათვის იყო გამიზნული.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ვლადიმერ ყიფიანს შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ახალი, ილუსტრირებული წიგნის გამოცემა ჰქონდა განზრახული, რომელიც 40 კაპიკზე მეტი არ ეღირებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ლორიქ-მელიქოვის ქუჩაზე მდებარე ს. პ. პავლოვის საწყობში შეღავათიან ფასად იყიდებოდა გერმანული, ფრანგული და ინგლისური წარმოების თვითმავალი ველოსიპედები.
1898
ტიპი: განათლება
1898 წლის 29 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფელ წინამძღვრიანთკარის სასულიერო სკოლის დამფუძნებლების: ბართლომე ჩხარტიშვილის, მზრუნველ ბედია კომახიძისა და პედაგოგ აპოლონ წულაძის ერთობლივი სამადლობელი წერილი სოლომონ ქარცივაძისადმი, რომელმაც სკოლას ხუთი რვეული გადასცა.

