რეგისტრირებული ფაქტები92310
სორტირება თარიღი მზარდობით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთეს წიგნების არჩევისა და ბეჭდვის კომისიის წევრებმა ეკატერინე გაბაშვილის საყმაწვილო მოთხრობათა გამოცემის შესახებ, რომლის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ გ. კორინთელს ფოტოგრაფიის სახელოსნო ოთახის გარემონტებისთვის გადასცა 18.10 მან., ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში – 27 მან., ნიკოლოზ ავალიშვილს – 12 მან., ზაქარია ჭიჭინაძეს – 10 მანეთი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ სანამ ფოტოგრაფიის თანამშრომლებს შეცვლიდნენ, მანამდე მათთვის უნდა გადაეხადათ კუთვნილი ხელფასები. გამგეობამ თანხმობის დასტურად აბრამ ნორდშტეინს გადასცა – 75 მან., ზაქარია ლაბაურს – 25 მან., მბეჭდავ ხუნდაძეს – 30.50 მან., ეკატერინე გძელიშვილს – 20 მან., ნიკა ფიცხელაურს – 10 მან., ბეგოიძეს – 5 მან., ხოლო ვასილ როინაშვილმა უარი განაცხადა ჯამაგირზე, რადგან პასუხს ელოდებოდა ფოტოგრაფიის შესყიდვის თაობაზე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 ნოემბერს ეგზარქოსმა ფლაბიანემ ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძართან დაარსებული სამრევლო სკოლა აკურთხა, რომელსაც სკოლის დამფუძნებელი, ალექსანდრე მიხეილის ძე მუხრან-ბატონი ესწრებოდა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 10 ნოემბერს ახალი სენაკის მახლობლად, სოფელ ნოსორის მცხოვრებ გიორგი სოლომონიას სატვირთო მატარებელი დაეჯახა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 ნოემბერს ეგზარქოსმა ფლაბიანემ ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძარში დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვა აღავლინა, რის შემდეგაც ტანძრის წინამძღარმა, მარკოზ ტყემალაძემ, მისალოცი სიტყვა წარმოთქვა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის დასუფთავების კომისიის თავმჯდომარე ტიტე ქიქოძე ქალაქის სანიტარული მდგომარეობის შესწავლას შეუდგა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 ნოემბერს ეგზარქოსმა ფლაბიანემ წმინდა გიორგის ეკლესიაში ქვაშვეთობისადმი მიძღვნილი წირვა გადაიხადა და ახალაშენებული სამრევლო სკოლა აკურთხა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 10 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მსახიობმა ბარბარე ავალიშვილმა ქართულ დრამატულ საზოგადოებას რამდენიმე სასცენო კოსტუმი უსახსოვრა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 10 ნოემბერს თიანეთის მაზრაში არსენა ბეცეცაშვილმა მეზობელ ქალს, მარიამ თოფჩიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა. ქალს მამამთილი, ზაქარია თოფჩიშვილი, გამოესარჩლა. შეხლა-შემოხლის შედეგად მძიმედ დაჭრილი ბეცეცაშვილი მესამე დღეს გარდაიცვალა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 11 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნატალია ივანეს ასულ მაჩაბლის მიერ ყორღანოვის ქუჩაზე დაკარგული ჩემოდანი, რომელშიც 30000 მანეთი იდო, გამვლელმა იპოვა და პოლიცმეისტერის გამგეობას გადასცა, რის შემდეგაც დაკარგული ნივთი და თანხა მეპატრონეს დაუბრუნდა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 11 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი ბაქოდან ყუბანის მაზრაში, შემდეგ კი ქალაქ დარუბანდში გაემგზავრებოდა და თბილისში 14 ნოემბერს დაბრუნდებოდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 11 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ხელოსანთა ამხანაგობა „შრომამ“ მეჩუქურთმე ა. აფ. ბატანოვი დაიქირავა.

