საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92310

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ საჭირო იყო წიგნსაცავისთვის შეეკეთებინათ 2 კარადა და მუზეუმის ნივთებისთვის 2 ვიტრინა. ასევე მუზეუმსა და კანცელარიის შუაში უნდა გაეკეთებინათ რკინის მოაჯირი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ქართლ-კახეთის საეპარქიოს რჩევის წერილი, რომლის თანახმადაც მიხეილ კლიმიაშვილი დაამტკიცეს გომარეთის სკოლის მასწავლებლად და გამგეობას სთხოვენ, პედაგოგ კლიმიაშვილს გაუგზავნონ საჭირო დოკუმენტები. გამგეობამ განაცახდა, რომ გაითვალისწინებდნენ მათ თხოვნას.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ ალექსანდრე როინაშვილის ნაანდერძევი 5%-იანი ქაღალდები უნდა გამოესყიდათ ბანკიდან, რომლებიც დაგირავებული ჰქონდა ა. როინაშვილს 1130 მანეთად. გამგეობამ ბანკიდან ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვა დავით კარიჭაშვილს დაავალა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, გრიგოლ ყიფშიძე, ექვთიმე თაყაიშვილი და ივანე ზურაბიშვილი; სხდომაზე გრიგოლ კარაპეტიანცს წიგნების ანგარიშში 3.20 მანეთი გადასცეს, ზაქარია გრიქუროვს – 14.40 და კიდევ ცალკე – 159, თანხა ბიბლიოთეკისთვის საჭირო ნივთებისა და წიგნებისთვისაც გადადეს. სულ ხარჯმა 200.46 მანეთი შეადგინა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 17 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა გაგრძელება მოწინავე წერილისა „ტფილისი, 16 ნოემბერი“ („ჩინეთის საქმე ხომ ყველაზე მეტად...“).

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დაბა დუშეთის დრუჟინის პორუჩიკი კონსტანტინე სიმონის ძე ბეგაევი ადგილობრივ სამოყვარულო დასის არტისტებს სასცენო კოსტუმების შეძენაში დაეხმარა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 17 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ არჩილ დარეჯანაშვილის წერილი „მცენარეთა მეტყველება (ბოტანიკა)“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 17 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მ. ლიხელის ფსევდონიმით მიხეილ მურვანიშვილის კორესპონდენცია „ქ. ტომსკი, ახალი ფაკულტეტი უნივერსიტეტში“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: მფლობელობა

1898 წლის 17 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქალაქ გორში, კათოლიკეთა ქუჩაზე და დახურულ ბაზარში, ორი მამული იყიდებოდა. დაინტერესებული პირები ედუარდ ზაქარიას ძე სააკაშვილს უნდა დაკავშირებოდნენ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 18 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა დასასრული მოწინავე წერილისა „ტფილისი, 17 ნოემბერი“ („წინა წერილებიდამ სჩანს...“).

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 18 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ივ. კავთელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ივანე ჯაჯანაშვილის წერილი „იდუმალი ძალა“.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 18 ნოემბრის “ცნობის ფურცლის” მიხედვით, როტმისტრი ალტუხოვი ქუთაისის გუბერნატორის საგანგებო მინდობილობათა ობერ-ოფიცრად დაინიშნა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 18 ნოემბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, თბილისის სახელოსნო სასწავლებლის დირექტორის, ვ. თ. დანილოვის გადაწყვეტილებით, ავადმყოფ მოწაფეებს სადილს სახლში გაუგზავნიდნენ.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 18 ნოემბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, 19 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართებოდა ო. ი. ფელდმანის ლექცია თემაზე „ჰიპნოტიზმი და ჩაგონება სასამართლოში”.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 19 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა დასაწყისი მოწინავე წერილისა „ტფილისი, 18 ნოემბერი“ („შიდა რუსეთის გაზეთები ერთს იმისთანა ამბავს იწერებიან...“).

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 19 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მესამე ნაწილი არჩილ დარეჯანაშვილის ნარკვევისა „მცენარეთ-მეტყველება“.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა რედაქციის შენიშვნა გედ. ლორთქიფანიძისადმი იმის თაობაზე, რომ გაზეთში გაგზავნილი წერილის კონვერტზე ზედმეტი სიტყვების მიწერა აკრძალული იყო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 19 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მღვდელმა ვასილ კარბელაშვილმა ქართლ-კახურ კილოზე შესრულებული საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადატანილი კრებული გამოსცა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 19 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის საკრედიტო საზოგადოების ზედამხედველი კომიტეტის წევრი ა. ი. ტერ-გრიგორიანი, ხმოსანი პავლე მიხეილის ძე იაკიმოვი და დამფასებელი კომისიის წევრი ვასილ ნიკოლოზის ძე ჩერქეზიშვილი ქალაქის გამგეობის წევრობის კანდიდატებად წარადგინეს.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 19 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მაზრის უფროსი პოდპოლკოვნიკი ა. ი. სლავოჩინსკი ბათუმის ოლქის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 19 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ეკატერინე თამაზიშვილი ახლობლებსა და ნათესავებს ატყობინებდა მისი ვაჟის, ალექსანდრე (სანდრო) თამაზიშვილის გარდაცვალების ამბავს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 19 ნოემბერს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ პეტრე უმიკაშვილის მიერ თარგმნილი ოთხმოქმედებიანი პიესა „ალერსთა ბადე” წარმოადგინა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 19 ნოემბერს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ მამია გურიელის მიერ თარგმნილი მ. ლერმონტოვის პოემა „დემონი” წარმოადგინა. სპექტაკლი ვასო აბაშიძემ და კოტე მესხმა დადგეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 19 ნოემბერს ჭიათურაში გ. ყურულიშვილის სახელოსნო ფარდულში ყაჩაღები შეიჭრნენ და ერთ-ერთი ქარგალი დაჭრეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 19 ნოემბერს ქართულ დრამატული საზოგადოება მამია გურიელის მიერ თარგმნილ „დემონს“ წარმოადგინდა. სპექტაკლში ელისაბედ ჩერქეზიშვილი, გიორგი კანდელაკი, ალექსანდრე იმედაშვილი, ანა მესხი და დ. აბდუშელი მიიღებდნენ მონაწილეობას.