საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81547

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ ოტია გიორგის ძე ზანდუკელის მიერ გირაოდ ჩადებული მამული, კერძოდ, სახნავი მიწა, რომელიც მდებარეობდა თიანეთში, გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონემ დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ ანდრია მიხეილის ძე ბაბაევის მიერ გირაოდ ჩადებული მამული, კერძოდ, სახნავი და საძოვარი მიწები ტყით, რომლებიც მდებარეობდა თბილისის მაზრის სოფელ ერთისში, საჯაროდ გაიყიდებოდა, რადგან, ბანკის წესდების თანახმად, ქონების მეპატრონემ დაკისრებული თანხა დროულად არ გადაიხადა.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ კონსტანტინე როსტომის ძის, ნიკოლოზ, გიორგი, მიხეილ დიმიტრის ძეების, მართა დიმიტრის ასული და სალომე პანტელეიმონის ასული შალიკოვების მიერ გირაოდ ჩადებული ქონება, რომელიც მდებარეობდა გორის მაზრის სოფელ სკრაში, გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად, ქონების მეპატრონემ დაკისრებული თანხა დროულად არ გადაიხადა.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ დავით ბებუთოვის მიერ გირაოდ ჩადებული მამული, კერძოდ, საძოვარი მიწები ტყით და ხეხილიანი ვენახი, რომელიც მდებარეობდა თბილისის მაზრის სოფელ წყნეთში, გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონემ დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ გიორგი გიორგის ძე ერისთავის მიერ გირაოდ ჩადებული მამული, კერძოდ, სახნავი, სათიბი და საძოვარი მიწები, რომელიც მდებარეობდა თიანეთის მაზრის სოფელ ბოჭორმაში, გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონემ დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ იოსებ და რაფაელ დავითის ძე ერისთავების მიერ გირაოდ ჩადებული მამული, კერძოდ, სახნავი და სათიბი მიწები ტყით, რომლებიც მდებარეობდა თიანეთის მაზრის სოფელ ბოჭორმაში, გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონეებმა დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები – თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი და გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ ირაკლი ალექსანდრეს ძე აფხაზის მიერ გირაოდ ჩადებული მამული, კერძოდ, სახნავი და სათიბი მიწები, ერთსართულიანი ქვითკირის სახლი ეზოთი და ვენახით, რომლებიც მდებარეობდა თბილისის მაზრის სოფელ თხინვალში, გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონემ დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ მიხეილ პაატას ძე საგინაშვილის მიერ გირაოდ ჩადებული მამული, კერძოდ, სახნავი მიწები, საძოვარი ადგილები და ტყე, რომლებიც მდებარეობდა თელავის სოფლებში, გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონემ დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ მაია კოპიევის ასული ტერ-ზახაროვის მიერ გირაოდ ჩადებული მამული, ერთსართულიანი ქვითკირის სახლი მიწით, რომელიც მდებარეობდა თბილისში, გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონემ დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ გლახა ზურაბის ძე თეთრაძის მიერ გირაოდ ჩადებული მამული, სამსართულიანი ქვითკირის სახლი თავისი სამსართულიანი მიშენებული შენობით, ორსართულიანი სახლი ერთსართულიანი სამზარეულოთი და ქვეშ მიწით, რომლებიც მდებარეობდა თბილისში, გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონემ დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ მარიამ ივანეს ასული სულხანოვის მიერ გირაოდ ჩადებული მამული, ერთსართულიანი ქვითკირის დუქანი, 2 სამსართულიანი, 2 ორსართულიანი და 11 ერთსართულიანი ქვითკირის დუქნები, რომლებიც მდებარეობდა თბილისში, გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონემ დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ ალექსანდრე სოლომონის ძე ბურდულოვის მიერ გირაოდ ჩადებული მამული, ერთსართულიანი ქვითკირის დუქანი, ყოველგვარი შენობებითა და მიწით, რომელიც მდებარეობდა თბილისში, გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონემ დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ ნატალია ივანეს ასულ ზემიანსკის მიერ გირაოდ ჩადებული მამული, ერთსართულიანი ქვითკირის სახლი, ყოველგვარი შენობებითა და მიწით, რომელიც მდებარეობდა თბილისში, გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონემ დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ ქრისტეფორე ნიკიტას ძე ტერ-მიკირტიჩიანის მიერ გირაოდ ჩადებული მამული, სამსართულიანი ქვითკირის სახლი, ყოველგვარი შენობებითა და მიწით, რომელიც მდებარეობდა თბილისში, გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონემ დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ ეფემია გოგიას ასულ წერეთლისგან გირაოდ ჩადებული მამული, სამსართულიანი ქვითკირის სახლი, ყოველგვარი შენობებითა და მიწით, რომელიც მდებარეობდა თბილისში, გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონემ დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ გ. ი-ს სტატია, რომ რადგან საზოგადოებას სიღარიბის გამო თავისი ხარჯით არ შეეძლო საშუალო სასწავლებლების გახსნა მთავრობა ვალდებული იყო დაეარსებინა მოსამზადებელი კლასები, სადაც მოსწავლეებს ყოველგვარი სასწავლებლისთვის მოამზადებდნენ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ გ. ი-ს სტატია, რომ თბილისის სამხედრო გიმნაზიის დაარსების შემდეგ არაერთი მშობელი ამზადებდა თავის შვილს გიმნაზიაში ჩასარიცხად, ჩამოჰყავდა თბილისში გამოცდების დროს, მაგრამ ყოველთვის უკანვე ბრუნდებოდნენ, რადგან მდიდრების შვილები უკეთ იყვნენ მომზადებულები გამოცდისთვის და შესაბამისად უკეთესი შედეგებიც ჰქონდათ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ გ. ი.-ს სტატია, რომ თბილისის სამხედრო გიმნაზიაში ძირითადად მდიდრების შვილები სწავლობდნენ, რადგან ღარიბებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა თავიანთი შვილები სათანადოდ მოემზადებინათ გამოცდების ჩასაბარებლად. აქედან გამომდინარე თბილისის სამხედრო გიმნაზიის დაარსებით ღარიბ მოსახლეობას ხარჯისა და ზიანის მეტი არაფერი მომატებია.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 10 იანვარს თელავის სამღვდელოების ყრილობაზე დეპუტატებმა ხელი მოაწერეს ს. ბოდაევის მიერ შედგენილ განჩინებას, რომლის თანახმად: 1) თელავის სასულიერო სასწავლებლის მმართველი პირები ვალდებულები იყვნენ წინასწარ ეცნობებინათ ბლაღოჩინებისთვის თუ რა საკითხებს განიხილავდნენ ყრილობაზე; 2) კრებაზე დაუსწრებლობის გამო ჯარიმის სახით 5 მანეთის გადახდა დაავალეს ბლაღოჩინებს: უტიაშვილს და ბედიევს.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 25 მაისს თელავის სამღვდელოების ყრილობის თავმჯდომარე სოლომონ ფირანოვმა არცერთი დეპუტატის თხოვნა არ გაითვალისწინა, რომ განეხილათ სასწავლებლის სახლების გადაკეთების საკითხი.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 8 აგვისტოს უმაღლესი ბრძანებულების მიხედვით, უნტერ-ოფიცრები წერეთელი და გარაყანიძე ორმოცდამეოთხე ეგერთა პოლკში მსახურობდნენ.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 20 სექტემბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი რუსეთის საორდენო კაპიტულის უმაღლესი განკარგულებიდან ირკვევა, რომ გურიის ლაშქარში მსახურობდნენ პოდპორუჩიკი ალექსანდრე მამუკას ძე თავდგირიძე და მაიორი ვახტანგ ერისთავი.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 20 სექტემბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი რუსეთის საორდენო კაპიტულის უმაღლესი განკარგულებიდან ირკვევა, რომ სამეგრელოს ლაშქარში მსახურობდნენ სიკო კორზაევი, მაიორი ლევან ჩიჩუა და პრაპორშჩიკი ალექსი დადიანი.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ ორმოცდამეოთხე ეგერთა პოლკში მსახურობდნენ: ლეიბ-გვარდიის იუნკერი დოხტუროვი, უნტერ-ოფიცრები – წერეთელი და გარაყანიძე.