რეგისტრირებული ფაქტები92310
სორტირება თარიღი მზარდობით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ნოემბერს სოფელ ონტოფოში ვაჭარ ოტია კორძახიას შეიარაღებული ყაჩაღები დაესხნენ თავს და 400 მანეთი გამოსძალეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის მთავარმართებლის საბჭოს წევრი ნიკოლოზ ივანეს ძე პრიბილი თბილისის გუბერნატორის კანცელარიის რევიზიას აწარმოებდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ნოემბერს თბილისის ქაშუეთის ტაძარში ეპისკოპოსმა ლეონიდემ ღვთისმშობლის „დაუჯდომელი“ წაიკითხა, რის შემდეგაც ტაძრის წინამძღარმა მ. ტყელამაძემ ქართულ ენაზე იქადაგა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ნოემბერს თბილისის სასულიერო სემინარიის წმინდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიაში ეგზარქოსმა ფლაბიანემ ტაძრის დღეობისადმი მიძღვნილი ღვთისმსახურება აღასრულა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ნოემბერს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ დავით ერისთავის დრამა „სამშობლო“ წარმოადგინა, რომელშიც ელისაბედ ჩერქეზიშვილი, კოტე შათირიშვილი, გიორგი კანდელაკი და ალექსანდრე იმედაშვილი მონაწილეობდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ნოემბერს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ კოტე მესხისა და ვასო აბაშიძის მიერ დადგმული დავით ერისთავის დრამა „სამშობლო“ წარმოადგინა, რომელშიც მთავარ როლს კოტე ყიფიანი ასრულებდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ოზურგეთის თვითმართველობამ ქალაქის ზედამხედველ ერქომაიშვილს დაავალა, რომ ქალაქის დუქნები მხოლოდ საკვირაო წირვის შემდეგ გახსნილიყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოება კოტე მესხისა და ვასო აბაშიძის მიერ დადგმულ დავით ერისთავის ხუთმოქმედებიან დრამა „სამშობლოს“ წარმოადგენდა, რომელშიც ანა მესხი და კოტე ყიფიანი მიიღებდნენ მონაწილეობას.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ნოემბერს სათავადაზნაურო ბანკში იაკობ მანსვეტაშვილის თავმჯდომარეობით საგანგებო კრება გაიმართა, რომლის მდივნად არტემ ახნაზაროვი აირჩიეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ნოემბერს თბილისის სასულიერო სემინარიის ეკლესიაში გორის ეპოსკოპოსმა ლეონიდემ სატაძრო დღესასწაულისადმი მიძღვნილი პარაკლისი აღავლინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ნოემბერს სოფელ პრიუტში ახალი საეკლესიო სკოლის კურთხევას საეკლესიო სკოლების საეპარქიო მეთვალყურე, დეკანოზი ნ. გ. ტატიშვილი და ქართლ-კახეთის საეპარქიო საბჭოს წევრი, დეკანოზი დიმიტრი მახათაძე დაესწრნენ.
1898
ტიპი: მფლობელობა
1898 წლის 30 ნოემბერს როსტოვის მახლობლად გაჩენილი ხანძრის შედეგად ივანე არღუთინსკი-დოლგორუკოვის სახლი დაიწვა.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 30 ნოემბერს თბილისის ოლქის სასამართლომ დამნაშავედ სცნო გიორგი კობიაშვილი, რომელსაც მარიამ ოხრომენკოს მკვლელობის მცდელობაში იყო ეჭვმიტანილი. სასამართლომ ბრალდებულს ქონების კონფისკაცია და ტომსკის გუბერნიაში გადასახლება მიუსაჯა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 30 ნოემბერს ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში თავად ილია დავითის ძე ხერხეულიძის გარდაცვალებიდან ორმოცი დღისადმი მიძღვნილი წირვა აღესრულა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 30 ნოემბერს კავკასიის მთავარმართებლის საბჭოს ყოფილი წევრი კ. ვ. იაკიმოვი თბილისიდან პეტერბურგში დაბრუნდა და მუშაობა რუსეთის იმპერიის საშინაო საქმეთა სამინისტროში განაგრძო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ნოემბერს თბილისის სასულიერო სემინარიის ეკლესიაში ეგზარქოსმა ფლაბიანემ და ეპისკოპოსმა კირიონმა სატაძრო დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვა აღავლინეს.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 30 ნოემბერს თბილისის გუბერნატორი თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვი დასასვენებლად აბასთუმანში გაემგზავრა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის პირველ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეჩვიდმეტე სხდომაზე მოხსენება გააკეთა ნიკოლოზ ცხვედაძემ, რომ ალექსანდრე როინაშვილის ფოტოგრაფიის გამგედ დაენიშნათ გარდაცვლილის ბიძაშვილი ვასილ როინაშვილი, რომელსაც ჯამაგირად დაუნიშნავდნენ 5 თუმანს და ასევე გადასცემდნენ მოგების 25%-ს. გამგეობამ თანხმობა განაცხადა.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის პირველ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეჩვიდმეტე სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სოხუმის ოლქის მღვდელმა ავქსენტი სახოკიამ, რომ გაეგზავნათ საჭირო სახელმძღვანელოები მისდამი რწმუნებული სამრევლო სკოლის მოსწავლეებისთვის ქართული ენის შესასწავლად. გამგეობამ ავქსენტი სახოკიას თხოვნა დააკმაყოფილა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის პირველ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეჩვიდმეტე სხდომას ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი და ივანე ზურაბიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი დეკემბრისთვის საზოგადოების ანგარიშზე არსებული ბალანსი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 1-ელ დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეჩვიდმეტე სხდომა ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, ნიკოლოზ ცხვედაძე, ივანე ზურაბიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი და ივანე რატიშვილი.

