საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81551

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ იმ წლის 3 იანვარს გამართულ ამიერკავკასიის სავაჭრო კომპანიის აქციონერობის მსურველთა კრებაზე კომპანიის მეურვეებად აურჩევიათ სამოქლაქო მრჩეველი პეტრე დემიანის ძე ზავილეისკი და პოლკოვნიკი კოშკარევი.

1831

ტიპი: მფლობელობა

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ამიერკავკასიის ახლადგახსნილი სავაჭრო კომპანიის აქციონერები იყვნენ: გენერალ-ფელდმარშალი ივანე თედორეს ძე პასკევიჩ-ერევანსკი, თბილისის სამხედრო გუბერნატორი სტეფანე სტეფანეს ძე სტრეკალოვი, სამოქალაქო მრჩეველი პეტრე დემიანის ძე ზავილეისკი, გენერალ-მაიორი იასონ ივანეს ძე ჭავჭავაძე.

1831

ტიპი: მფლობელობა

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ამიერკავკასიის ახლადგახსნილი სავაჭრო კომპანიის აქციონერები იყვნენ: გვარდიის პორუჩიკი მამუკა თომას ძე ორბელიანი, პოლკოვნიკი შანშე იესეს ძე ერისთავი, სამოქალაქო მრჩეველი ფალავანდიშვილი, ფლიგელ-ადიუტანტი დავით ლევანის ძე დადიანი.

1831

ტიპი: მფლობელობა

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ამიერკავკასიის ახლადგახსნილი სავაჭრო კომპანიის აქციონერები იყვნენ: კოლეგიის მრჩეველი გრუბერი, კაპიტანი სნაკსარიოვი, გენერალ-მაიორი ივანე ოსიპის ძე სიმონიჩი.

1831

ტიპი: მფლობელობა

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ამიერკავკასიის ახლადგახსნილი სავაჭრო კომპანიის აქციონერები იყვნენ: გენერალ-მაიორი აფხაზოვი, მაიორი რეიშერი, პოლკოვნიკი ტრიშილევიჩი.

1831

ტიპი: მფლობელობა

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ამიერკავკასიის ახლადგახსნილი სავაჭრო კომპანიის აქციონერები იყვნენ: მაიორი ყორღანოვი, პოლკოვნიკი ლიშოვი, გენერალ-მაიორი პეტრე ანდრიას ძე ფრედერიკსი.

1831

ტიპი: მფლობელობა

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ამიერკავკასიის ახლადგახსნილი სავაჭრო კომპანიის აქციონერები იყვნენ: გენერალ-მაიორი კარლ კარლის ძე კრაბე, სამოქალაქო მრჩეველი ალექსანდრე სერგის ძე გრიბოედოვი, კოლეგიის ასესორი მენზენკამპფი.

1831

ტიპი: მფლობელობა

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ამიერკავკასიის ახლადგახსნილი სავაჭრო კომპანიის აქციონერები იყვნენ: კარის მრჩეველი მოსე ზაქარიას ძე არგუტინსკი-დოლგორუკოვი, გენერალ-მაიორი თედორე ალექსანდრეს ძე ბეკოვიჩ-ჩერკასკი, პოლკოვნიკი კოშკარევი.

1831

ტიპი: მფლობელობა

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ამიერკავკასიის ახლად გახსნილი სავაჭრო კომპანიის აქციონერები იყვნენ: პოლკოვნიკი სენჩევსკი, მრჩეველი დეპიერი, გენერალ-მაიორი სტეფანე სტეფანეს ძე ჟუკოვსკი.

1831

ტიპი: მფლობელობა

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ამიერკავკასიის ახლად გახსნილი სავაჭრო კომპანიის აქციონერები იყვნენ: კოლეგიის მრჩეველი სერგი გაბრიელის ძე ჩილაევი, პოდპოლკოვნიკი ბერილევი, გენერალ-მაიორი იაკობ იაკობის ძე გილენშმიტი.

1831

ტიპი: მფლობელობა

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ამიერკავკასიის ახლად გახსნილი სავაჭრო კომპანიის აქციონერები იყვნენ: კოლეგიის ასესორი სილიჩი, ი. ოპერმანი, კოლეგიის ასესორი კარაევი.

1831

ტიპი: მფლობელობა

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ამიერკავკასიის ახლად გახსნილი სავაჭრო კომპანიის აქციონერები იყვნენ: კოლეგიის ასესორი გუსევი, კარის მრჩეველი ივკოვი, კოლეგიის ასესორი ბოროვკოვი.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ იასე ქაიხოსროს ძე სალაგოვის მიერ გირაოდ ჩადებული მამული, კერძოდ, სახნავი, სათიბი, საძოვარი მიწები და ტყე, რომლებიც მდებარეობდა თბილისის მაზრის სოფელ ბორბალოში, გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონემ დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.

1866

ტიპი: მფლობელობა

1866 წლის 8 აგვისტოსთვის ახალციხის სამმართველოში დაინიშნა ღონისძიება, რომელზეც უნდა გაეყიდათ მიხეილ, იობა და გრიგოლ ნაზარევების მამული.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 16 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ლეო შენგელაია-ქიაჩელის თხოვნა მისგან შეეძინათ „ტარიელ გოლუა“ 80 ცალი ყდით და 48 ცალი უყდო, სულ 288 მანეთის ღირებულების. გამგეობის გადაწყვეტილებით ქიაჩელისგან უნდა შეეძინათ წიგნების ნახევარი.

1866

ტიპი: მფლობელობა

1866 წლის ივლისში, ვალების გადაუხდელობის გამო, იყიდებოდა თბილისის მოქალაქის, სოლომონ ხარაზოვის სახლი.

1866

ტიპი: მფლობელობა

1866 წლის ივლისში, გორის სასამართლოში იყიდებოდა უძრავი ქონება, რომელიც ეკუთვნოდათ მართა მაჩაბელსა და ანა მამაცოვას.

1866

ტიპი: მფლობელობა

1866 წლის 6 სექტემბერს თბილისის სასამართლოში გადაწყვიტეს უძრავი ქონების გაყიდვა, რომელიც ნონია აიბეგოვს ეკუთვნოდა.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 1-ლი ივლისიდან, მიხეილ რომანოვის ნებართვით, ერევნის და ქუთაისის სავალ გზებზე საფოსტო ეკიპაჟმა დაიწყო სიარული.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 10 მაისს, მიხეილ რომანოვის ბრძანებით, „ნადვორნი სოვეტნიკი“ ხატისიანი დანიშნეს მესამე მეჟევის კომისიის სამსჯავრო წევრად.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის პირველი ივლისიდან მიხეილ რომანოვის ნებართვით საფოსტო ეკიპაჟებს უნდა ევლოთ თბილისიდან ქუთაისში, ერევანში, ნახიჩევანში და ჯუფში.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 10 მაისს მიხეილ რომანოვის ბრძანებით საგუბერნიო მდივანი წინამძღვრიშვილი დანიშნეს მეშვიდე მეჟევის კომისიის სამსჯავრო წევრად.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 5 ივნისს მიხეილ რომანოვის ბრძანებით წურინოვი დანიშნეს სიღნაღში „კოლლეჟსკი ასესორად“. იქამდე წურინოვი გორში ექიმად მუშაობდა.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 5 ივნისს მიხეილ რომანოვის ბრძანებით სიღნაღელი ექიმი სააკოვი გორში მრჩეველად დანიშნეს.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 5 ივნისს მიხეილ რომანოვის ბრძანებით სამოქალაქო უწყების მედიცინის ნაწილის სამმართველოში აღადგინეს მედიცინის დოქტორი ანტონ კასტელანო.