საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92310

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 3 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გამოსაცემად მზადდებოდა ვასო აბაშიძის მიერ შედგენილი პიესების კრებული „ცხოვრების სარკე“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 3 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქართულ ენაზე გამოიცა დომინიკა ერისთავის (განდეგილის) მიერ თარგმნილი ლევ ტოლსტოის თხზულება „რისთვის ითვრება ხალხი“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 დეკემბერს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ კოტე მესხისა და ვასო აბაშიძის მიერ დადგმული სპექტაკლი „აყალ-მაყალი ცოლ-ქმარს შუა“ წარმოადგინა. პიესა ქართულად ალექსანდრე ჭავჭავაძემ თარგმნა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 დეკემბერს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ წარმოადგინა კოტე მესხის ოთხმოქმედებიანი პიესა „რუსთაველი“, რომელშიც ეფემია მესხი და ვალერიან გუნია მონაწილეობდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ზაქარია ჯანდიერმა არაფხიზელ მდგომარეობაში ხანჯლით დაჭრა სოფელ ველისციხის მკვიდრი, სოლომონ გურგენაშვილი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ხევსურეთის სოფლებში ძებნილი ქისტი ყაჩაღი ოსია ფარეშას ძე ხარსიევი და მისი შეიარაღებული დაჯგუფების წევრები გამოჩნდნენ, რომლებმაც მენახირე თათარა ოჩიაურს ცეცხლი გაუხსნეს და საქონელი მოსტაცეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ხევსურეთში ყაჩაღი ოსია ფარეშას ძე ხარსიევი და მისი შეიარაღებული დაჯგუფების წევრები თავს დაესხნენ გიორგი გიგაურს, რომელსაც ორი ფარდაგი და საქონელი მოსტაცეს.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 3 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის მოურავმა გიორგი გრიგორის ძე ევანგულოვმა ქალთა საავადმყოფოს დირექტორ ისტამანოვს საბებიო ინსტიტუტის კურსდამთავრებულთა დასაქმება შესთავაზა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 3 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის საბჭოს ხმოსნები ალექსანდრე ბებუთოვი, მ. ს. შესტაკოვი და დამფასებელი კომისიის წევრი ვასილ ჩერქეზიშვილი ქალაქის საბჭოს წევრობის კანდიდატებად აირჩიეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 დეკემბერს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ კოტე მესხის ოთხმოქმედებიანი პიესა „რუსთაველი“ წარმოადგინა, რომელშიც ეფემია მესხი და ვალერიან გუნია მონაწილეობდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ოსია ფარეშას ძე ხარსიევი და მისი შეიარაღებული დაჯგუფების წევრები კავკავიდან ხევსურეთში დაბრუნებულ ვაჭარ მარაიძე წიკლაურს თავს დაესხნენ და გაძარცვეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 დეკემბერს თბილისის მოურავმა გიორგი ევანგულოვმა ქალაქის გამგეობის კომისიას სანიაღვრე არხების მშენებლობის პროექტი წარუდგინა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 დეკემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებაში ალექსანდრა კარგარეთელის ბენეფისი იყო დაგეგმილი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 დეკემბერს თბილისის პოლიციამ ექიმ ფონ-ერტელის დაკარგული მცირეწლოვანი ქალიშვილი ქალაქის ერთ-ერთ სარდაფში იპოვა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 დეკემბერს ქართული დრამატული საზოგადოება ვასო აბაშიძისა და კოტე მესხის მიერ დადგმულ კომედიას „აყალ-მაყალი ცოლ-ქმარს შუა“ წარმოადგენდა, რომელიც ქართულად ალექსანდრე ჭიჭინაძემ თარგმნა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 დეკემბერს ქართული დრამატული საზოგადოება კოტე მესხის ოთხმოქმედებიან პიესას „რუსთაველი“ წარმოედგენდა, რომელშიც ანა მესხი მიიღებდა მონაწილეობას.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 4 დეკემბერს ილია ჭავჭავაძეს ყვარლის მოურავმა გიორგი გოგინაშვილმა თავისი ჯამაგირის, წისქვილის შემოსავლისა და ქვევრებში ღვინის რაოდენობის შესახებ მისწერა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 4 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, რუსეთის საიმპერატორო საბაღოსნო საზოგადოებამ ა. ნ. სულტან-კრიმგირეი, ვ. ნ. გეევსკი, გ. ი. გოგოლ-იანოვსკი, ა. ე. კლაუსენი, ნ. ა. შავროვი და გ. ვ. როდულოვიჩი კავკასიის განყოფილების კომისიის წევრებად აირჩია.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 4 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, საგანგებო მინდობილობათა უფროს მოხელე ალ. ბებუთოვს ექიმ ფონ-ერტელის გაძარცვის საქმის გამოძიება დაევალა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 4 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ივ. კავთელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ივანე ჯაჯანაშვილის კორესპონდენცია „სხვა-და-სხვა ამბები“ ინდოეთში გაჩენილი შავი ჭირის ეპიდემიის შესახებ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 4 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მესამე ნაწილი ილია ფერაძის მიერ ქაშუეთის ეკლესიაში წაკითხული მოხსენებისა „ბავშვების აღზრდა ოჯახში“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 4 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მართალაძის ფსევდონიმით გრიგოლ წინამძღვრიშვილის სტატია „ს. წიფნარი, საინტერესო ჩვეულება“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 4 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ივანე როსტომაშვილის რედაქტორობით „რუსულ-ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონის“ მეორე ტომი გამოიცა.

1898

ტიპი: მფლობელობა

1898 წლის 4 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ოზურგეთში მძარცველებმა კ. თავართქილაძის წიგნის მაღაზია გატეხეს და ორი თუმანი გაიტაცეს.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 4 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დუშეთის მაზრის უფროსი ი. ი. ჩეხოვსკი თანამდებობიდან გადადგა.