საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81558

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში გამგეობის მსახურისთვის ხელფასის – 10 მანეთის მიცემის შესახებ. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში მდივნის თანაშემწე შიო ქუჩუკაშვილისთვის ნოემბრის ხელფასის – 40 მანეთის მიცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, ზაქარია გრიქუროვისთვის დივიდენდის ანგარიშში მიეცათ 15 მან. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაამტკიცა, ზაქარია გრიქუროვისთვის წიგნების ანგარიშში 75 მან მიეცათ. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში, რომ ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლისას მეორე სახალხო ბიბლიოთეკისთვის 15 მან უნდა გადასცემოდა. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში, რომ თონეთის სკოლის მასწავლებელ ლავრენტი აგლაძისთვის მიეცათ ნოემბრის ხელფასი – 40 მან. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში ფოტოსახელოსნოს გამგე ტარას მომცემლიძისთვის საორგანიზაციო ხარჯის, 98. 50 მანეთის, მიცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომლითაც დამტკიცდა საზოგადოების საორგანიზაციო საკითხებზე დახარჯული თანხა, 620 მან. 50 კაპ. ოდენობით.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა – 1-21 დეკემბრის შემოსავალი იყო 695 მან. 6 კაპ., ხარჯი – 587 მან. 11 კაპ. 21 დეკემბრისთვის საზოგადოებას ჰქონდა 18763 მან. 47 კაპ., სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები – 18628 მან. 2 კაპ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში იაკობ გოგებაშვილისთვის „დედა ენის“ თანხის – 60 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 დეკემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი ალექსანდრე მიქაბერიძე, წევრები: იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ზურაბიშვილი და ივანე რატიშვილი. სხდომის თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ტიმოთე, მიხეილ, იაკობ და ალექსანდრე სვიმონის ძე ზედგენიძეების მიერ 100 მანეთის საზოგადოებისათვის შეწირვის საკითხი. თანხა წარმოდგენილი იყო საზოგადოების სალაროში. გადაწყდა, მადლობა გამოეცხადებინათ შემოწირულობისთვის. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ კვლავ შემდეგი სხდომისთვის გადადო ვერა გლაშჩინსკის, ივანე ჯაჯანაშვილის, გრიგოლ ტატიშვილის, სოფიო ედილაშვილის, ელისაბედ მესხიშვილის, ლუბა ნაცვლიშვილის, ბარბარე ცინცაძისა და ილია თუხარელის თხოვნათა განხილვა ფოტოსახელოსნოს ხაზინადრის ახლად გათავისუფლებული ადგილის შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში, რომ ანტონ გოგიაშვილის ქალიშვილს მიეცა ლუკა რაზიკაშვილის წიგნების თანხა – 10 მანეთი. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ იმსჯელა და დაადგინა, თბილისის I სახალხო ბიბლიოთეკისთვის მომავალი წლისთვის გამოეწერათ რუსული ჟურნალ-გაზეთები, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენდა 46 მან. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, დაბა ზესტაფონის წიგნსაცავ-სამკითხველოსთვის მიეწერათ, რომ თუ 25 მან. წარმოადგენდა, გამგეობა აპატიებდა დანარჩენ ფულს. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა იაკობ გოგებაშვილის მოხსენება იმის შესახებ, რომ ყოფილი ხაზინადრის, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილის შეცდომის გამო მის სახელზე ირიცხებოდა ვალი 120 მანეთი, რომელიც მას შეჰქონდა საზოგადოების სალაროში, მიუხედავად იმისა, რომ არ თვლიდა თავის ვალად.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, იაკობ გოგებაშვილის მიერ წარმოდგენილი 120 მან. ჩაეწერათ დავთარში. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ არ დააკმაყოფილა მიხეილ სპირიდონის ძე გაჩეჩილაძის მოთხოვნა წიგნების საყიდლად 200 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის თაობაზე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ წინარეხის სკოლის მასწავლებელ ანტონ თოიძის თხოვნით დაადგინა, ამავე სკოლის ხელსაქმის მასწავლებლისა და მოსწავლე ქალებისთვის საქველმოქმედო ბაზრისთვის ნივთების დასამზადებელი მასალის საყიდლად იანვრისთვის გადაედოთ თანხა. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დააკმაყოფილა კავკავის სკოლის გამგე პართენ გოთუას მოთხოვნა ამავე სკოლის მესამე მასწავლებლისთვის პირველი სექტემბრიდან 16 ნოემბრამდე პერიოდის ხელფასის, 62 მან. 50 კაპ. გაგზავნის თაობაზე. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, ახალქალაქში მცხოვრები გლეხი თევდორე ბერიძისთვის გაეგზავნათ 3 მანეთის ღირებულების ქართული წიგნები. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გიორგი ნიკოლოზის ძე ლეონიძე დაიბადა 1899 წლის 27 დეკემბერს პატარძეულში.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 27 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის გუბერნატორის მიერ მოწვეულ თათბირში. განიხილეს ახალქალაქის მაზრაში მიწისძვრისგან დაზარალებულთა შემწეობის საკითხი. ილია დაზარალებული მოსახლეობის დამხმარე კომიტეტის წევრად აირჩიეს.