რეგისტრირებული ფაქტები91155
სორტირება თარიღი მზარდობით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899-1903 წლებში საანთროპოლოგო სკოლაში სწავლის პერიოდში თედო სახოკია თვეში ოთხჯერ უგზავნიდა ქართულ გაზეთებს „ცნობის ფურცელი“ და „მოამბე“ თითო ფელეტონს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899-1903 წლებში საანთროპოლოგო სკოლაში სწავლის პერიოდში თედო სახოკია მასალას აწვდიდა ქართულ პერიოდიკას და ამით ქართველ მკითხველს აცნობდა საფრანგეთის ცხოვრების ამა თუ იმ ღირშესანიშნავ ამბავს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899-1903 წლებში საანთროპოლოგო სკოლაში სწავლის პერიოდში თედო სახოკიას წმინდა მოვალეობად მიაჩნდა, გაეზიარებინა ქართველი მკითველისთვის საქართველოს შესახებ ევროპაში გაჟღერებული ნებისმიერი ინფორმაცია.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899-1903 წლებში თედო სახოკიას პარიზში სწავლის პერიოდში იქ შეხვედრილი არჩილ ჯორჯაძე მას თავისი რუსულად დაწერილი წერილების თარგმნას სთხოვდა, რადგან თვითონ ქართული დავიწყებული ქონია.
1899
ტიპი: ავტორობა
1899-1903 წლებში თედო სახოკიას პარიზში სწავლის პერიოდში მასთან მისული არჩილ ჯორჯაძე „ცნობის ფურცლისთვის“ რუსულად დაწერილი თავისი წერილის ქართულად თარგმნას სთხოვდა. თედოს თქმით, ჯორჯაძეს მთელი რიგი წერილების დაწერა ჰქონდა განზრახული და მათ გადმოქართულებაში თედოს სთხოვდა დახმარებას.
1899
ტიპი: ღონისძიება
არჩილ ჯორჯაძე თედო სახოკიას გიმნაზიის დასრულების შემდეგ აღარ ჰყავდა ნანახი, სანამ 1899 წელს პარიზში არ შეხვდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს სიმონ ქვარიანმა ქალაქ მონპელიეში ჩააბარა უმაღლესი აგრონომიული სასწავლებლის გამოცდები.
1899
ტიპი: ღონისძიება
ალექსი გოგოხია ცხენოსან ლუკა ჩხარტიშვილთან ერთად 1899 წლის ბოლომდე მუშაობდა და მონაწილეობდა „ველური დასავლეთის“ შოუებში.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს თედო კიკვაძემ ბათუმში ოლქის მზრუნველის მიერ ნებადართული კერძო სასწავლებელი გახსნა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899-1901 წლებში ოზურგეთში თევდორე კიკვაძის გახსნილ კერძო სასწავლებელში უნიჭობისა თუ სხვა მიზეზის გამო სხვა სკოლებიდან გარიცხული ბევრი მოსწავლე დადიოდა.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899-1902 წლებში ზაქარია მდივანი კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი ადიუტანტის თანაშემწედ მსახურობდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის აბელ მაყაშვილი 1899 წელს წმინდა სტანისლავის II ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

