რეგისტრირებული ფაქტები92310
სორტირება თარიღი მზარდობით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს ქუთაისის გუბერნატორმა ფიოდორ გერშელმანმა სოხუმის ქალაქისთავად ბერენსი დანიშნა.
1899
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ოზურგეთის რაიონის სოფ. თხინვალის მცხოვრები იაკინთე სილიბისტროს ძე ურუშაძე, ბათუმის ბრძოლის მონაწილე, 1899 წელს დაიბადა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს თედო სახოკია პეტერბურგისა და თბილისის გაზეთებში წერილებს აქვეყნებდა შევიწროებისა და დევნის წინაამღდეგ, რომელსაც აფხაზეთში გადმოსახლებული მეგრელები განიცდიდნენ რუსი ეროვნების მოხელეებისაგან.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს თედო სახოკიამ განსაკუთრებით დიდი მასალა შეაგროვა სოხუმში საქალაქო თვითმართველობის შემოღების შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
თედო სახოკიას ავტობიოგრაფიის თანახმად, კავკასიის უმაღლესმა მთავრობამ სოხუმისთვის თვითმართველობის შემოღება მხოლოდ 1899 წელს გადაწყვიტა.
1899
ტიპი: ღონისძიება
თედო სახოკიას ავტობიოგრაფიის თანახმად, 1899 წელს სოხუმში ხმოსნების ამომრჩეველთა სია შეადგინეს.
1899
ტიპი: ღონისძიება
თედო სახოკიას ავტობიოგრაფიის თანახმად, 1899 წელს სოხუმში შედგენილი ხმოსნების ამომრჩეველთა სია დიდი ხნის შემდეგ დაამტკიცეს.
1899
ტიპი: ღონისძიება
თედო სახოკიას ავტობიოგრაფიის თანახმად, ხმოსანთა არჩევნები ქალაქ სოხუმში 1899 წელს ჩატარდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
თედო სახოკიას ავტობიოგრაფიის თანახმად, 1899 წელს სოხუმში ჩატარებულ ხმოსანთა არჩევნებში 33 ხმოსნიდან 20-ზე მეტი ქართველი იყო, დანარჩენები კი − რუსები და ბერძნები.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს სოხუმში ქალაქისთავის თანამდებობაზე გამართულ არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ალექსანდრე სარაჯიშვილმა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს ქალაქ სოხუმში არჩეულ ხმოსანთა სია ქუთაისის გუბერნატორმა გერშელმანმა დაამტკიცა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს სოხუმის ქართველმა ამომრჩევლებმა ქალაქისთავის თანამდებობაზე ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის, ალექსანდრე სარაჯიშვილის კანდიდატურა წამოაყენეს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს სოხუმის რუსმა ამომრჩევლებმა ქალაქისთავის თანამდებობაზე ბერენსის კანდიდატურა წამოაყენეს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს სოხუმის ქალაქისთავის თანამდებობაზე რუსების მიერ წარდგენილი ბერენსი ერობის უფროსად მსახურობისას თანხების გაფლანგვის შემდეგ სოხუმში გაიქცა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს ქუთაისის გუბერნატორმა გერშელმანმა არ დაამტკიცა სოხუმის ქალაქისთავის არჩევნების შედეგები და ქართველთა მიერ არჩეულ ალექსანდრე სარაჯიშვილს გამარჯვება წაართვა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს გაუქმდა შედეგები სოხუმის ქალაქისთავის პირველი არჩევნებისა, რომელშიც ქართველთა კანდიდატმა ალექსანდრე სარაჯიშვილმა გაიმარჯვ, ამიტომ ქართველებმა განჯის საოლქო სასამართლოს წევრის, ვასილ აბულაძის კანდიდატურა წამოაყენეს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს სოხუმის ქალაქისთავის პირველი არჩევნების შედეგების გაუქმების შემდეგ ხელახალ არჩევნებზე ქართველებმა ვასილ აბულაძე აირჩიეს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს ქუთაისის გუბერნატორმა გერშელმანმა სოხუმის ქალაქისთავის თანამდებობაზე ალექსანდრე სარაჯიშვილის კანდიდატურა უარყო, ხოლო შემდეგ − ხელახალ არჩევნებზე არჩეული ვასილ აბულაძისა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს ქუთაისის გუბერნატორმა გერშელმანმა არ სცნო ორჯერ გამართული სოხუმის ქალაქისთავის არჩევნების შედეგები და საქალაქო დებულების მიხედვით, მესამე ჯერზე თავისი მოსაწონი კანდიდატურა დანიშნა თანამდებობაზე.

