რეგისტრირებული ფაქტები81758
სორტირება თარიღი მზარდობით
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წლის 19 მარტის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ მოსკოვის ლაზარევის ინსტიტუტის პრივატ-დოცენტი ალექსანდრე ხახანაშვილი მოსკოვის უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის დოცენტად დაინიშნა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 21 მარტს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადო კრებაში, რომელმაც იმსჯელა რწმუნებულთა არჩევნების ვადებზე, ასევე სათავადაზნაურო ქარვასლისა და თეატრის შენობის შეკეთების შესახებ.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 22 მარტს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადო კრებაში, რომელმაც განიხილა კომისიისგან შემუშავებული წესდება თავად-აზნაურთა მამულებისა და ქონების შესახებ.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 24 მარტს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადო კრებაში, რომელმაც განიხილა სათავადაზნაურო ბანკიდან დასაბრუნებელი ფულის საკითხი. ივანე მაჩაბლისა და სხვების აზრით, ფული თავად-აზნაურებს სარგებლით უნდა დაბრუნებოდათ, ასევე აღძრულიყო შუამდგომლობა, რომ 108 000 მანეთი დეპუტატთა საკრებულოს სახელით საკრედიტო დაწესებულებაში შეეტანათ.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 25 მარტს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადო კრების ბოლო სხდომას, რომელზეც დაამტკიცეს წინა სხდომების ოქმები, შემდეგ გაიმართა თავად-აზნაურთა წინამძღოლების არჩევნები.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 25 მარტს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის სამეურნეო ბანკის კრების საქმიანობაში.
1900
ტიპი: ავტორობა
1900 წლის 19 მარტს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა წერილი „ჟურნალ-გაზეთებიდან“. მიმოხილულია „სევერნი კურიერში“ დაბეჭდილი სტატია „პ. გ-ლის“ წერილზე „სომეხ- ქართველთა განხეთქილება“, რომლის ავტორის აზრითაც, გაზეთი „ივერია“ მუდამ სომხებს ლანძღავს. ასევე საუბარია ივანე მაჩაბლისა და ილია ჭავჭავაძის დაპირისპირებაზე, რომელშიც ილია დამნაშავედ არის მიჩნეული.
1900
ტიპი: პირადი ინფორმაცია
მიშელ აგაბეკის ძე გუკასოვი დაიბადა 1900 წლის 29 მარტს ქ. ყაზახში, ელიზავედპოლის გუბერნიაში.
1900
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1900 წლის 29 მარტს ბორის ესაძემ ილია ჭავჭავაძეს წარწერით უძღვნა მის მიერ გამოცემული წიგნი „კავკასიის ჯარების საბრძოლო გმირობანი. კავკასიის სამხედრო-ისტორიულ მუზეუმში დაცული სურათების ალბომი“.
1900
ტიპი: ავტორობა
1900 წლის აპრილში ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით მადლობა გადაუხადა საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიას „ქართლის ცხოვრების“ თეიმურაზისეული ნუსხის მიწოდებისთვის და აუწყა, რომ ხელნაწერი უკვე ჩააბარეს ბიბლიოთეკას აკადემიაში დასაბრუნებლად.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ილია ჭავჭავაძეს დიდუბის ეკლესიის გალავანში ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავზე ძეგლის დადგმის თაობაზე ანგარიში სთხოვა. ილია ძეგლის აგებისთვის შექმნილი საგანგებო კომისიის თავმჯდომარე იყო.