საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81763

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, 65 წლის ლ. ბერიშვილი ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან უნდა გაეთავისუფლებინათ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 20 აგვისტოს სენაკის სკოლის ინსპექტორმა, სამსონ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ყურადღება არ გაემახვილებინათ თავის თანამშრომელთა საჩივარზე, რომლებიც მას შეთქმულებას უწყობდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს გაზეთ „კავალის“ რედაქციამ მიიღო ილია ჭავჭავაძის იუბილესათვის მიძღვნილი ბიოგრაფიულ-კრიტიკული ეტიუდი „ილია ჭავჭავაძე“.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს მეტეხის სკოლის პედაგოგი გ. წულუკიძე თავისი თხოვნით თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელში გადაიყვანეს.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს პოლიკარპე ლორთქიფანიძე საწირის სკოლის პედაგოგი იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს თბილისში ჩამოსული ინჟინრები რომანოვის მეთაურობით კახეთის რკინიგზის ლიანდაგის გამოსაკვლევად წავიდნენ. მთავრობას ამ საქმისთვის 30 000 მანეთი ჰქონდა გამოყოფილი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს თბილისელმა დალაქმა, კონსტანტინე ქრისტესიას ძე ცქიფურიშვილმა, საწირის სკოლას მდიდრულ ჩარჩოში ჩასმული სურათი „საქართველოს დიდება“ შესწირა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილება ა. ამაშუკელის რეჟისორობით სპექტაკლს მართავდა. უნდა წარმოედგინათ პიესები – „ალიაქოთი კეთილშობილურ ოჯახში“ და „უბედური ნაბიჯი“.

1897

ტიპი: ნასამართლეობა

1897 წელს კაცის დახრჩობაში ბრალდებული 11 პირიდან 9 გააციმბირეს და 2-ს სასჯელი შეუმსუბუქეს – ტყეშელაშვილი ერთი წლით დააპატიმრეს, ვიქტორ ერისთავს კი ბრალდება მოუხსნეს.

1865

ტიპი: ღონისძიება

1865 წელს თბილისში დაარსდა სამმართველო, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა იმ ადამიანების არჩევა, რომლებიც სოფლებში სხვადასხვა თანამდებობას დაიკავებდნენ. სამმართველოში უნდა აერჩიათ: სოფლის მამასახლისები, მათი თანაშემწეები და სოფლის მსაჯულები. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა „სტატსკი სოვეტნიკი“ ანდრონიკაშვილი.

1865

ტიპი: ღონისძიება

1865 წლის 11 აპრილს მიხეილ რომანოვის ბრძანებით დამტკიცდა წესდება თბილისის გუბერნიაში სოფლის სამმართველოს დაწესების შესახებ.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წელს დიდი მთავრის, მიხეილ რომანოვის ბრძანების თანახმად, ვისაც სოფლებში ღვინის გაყიდვა სურდა, ჯერ უნდა მოეპოვებინა ნებართვა იმ სოფლის მცხოვრებთაგან, რომელშიც აპირებდნენ დუქნის გახსნას, შემდეგ უნდა წარედგინათ ნებართვის დოკუმენტი, საბოლოოდ მიიღებდნენ საბუთს, რომლითაც მოიპოვებდნენ ვაჭრობის უფლებას.

1866

ტიპი: მფლობელობა

1866 წლის 3 ივნისს ამიერკავკასიის საადგილმამულო საკრედიტო დაწესებულებაში აუქციონზე იყიდებოდა „ნადვორნი სოვეტნიკის“ გრიგოლ იზმიროვის სახლი. გრიგოლმა თავის დროზე არ გადაიხადა საკრედიტო დაწესებულებიდან გამოტანილი სესხი, შესაბამისად, ვერ შეძლო ქონების შენარჩუნება.

1866

ტიპი: ავტორობა

1866 წლის 20 მაისის „დროებაში“ გამოქვეყნდა მარგარიტა წულუკიძის ლექსი „ჩემს კრიალოსანს“, დაწერილი 1865 წელს.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წელს თბილისში დაიდგა ფრანგული კომედიური ჟანრის სპეკტაკლი „ცოლის შერთვეინება“. ამ წარმოდგენაში თავი განსაკუთრებულად გამოუჩენია სამ მსახობს: გარსოევს, მამულოვსა და კალოუბანსკის.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წელს მიხეილ რომანოვმა გადაწყვიტა, რომ თბილისში საჭირო იყო სახელმწიფო ბანკის განყოფილების დაარსება. ამ საკითხთან დაკავშირებით მიხეილ რომანოვმა მისწერა ფინანსთა მინისტრს, რომელმაც გასცა ბრძანება თბილისში სახელმწიფო ბანკის განყოფილების დაარსების თაობაზე.

1866

ტიპი: ავტორობა

1866 წელს თბილისში დაიდგა კომედიური ჟანრის სპექტაკლი „ცოლის შერთვეინება“, რომელიც ქართულად დიმიტრი ყიფიანმა თარგმნა.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 20 მაისს ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის, დიმიტრი სვიატოპოლკ-მირსკის განკარგულებით, ქუთაისის გუბერნიის სამმართველოში დაინიშნა ტენდერი მდინარეებს, ხოფსა და ცივს შორის მოხრეშილი გზის გასაყვანად.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის მაისში დიდი მთავარი, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი თბილისიდან ერევანში გაემგზავრა.

1866

ტიპი: ღონისძიება

1856 წელს გარდაცვლილ გაგარინს სურდა ქვითკირის სალოცავის აშენება, თუმცა სიცოცხლეში ვერ მოახერხა ამ იდეის ბოლომდე განხორციელება. 1866 წლისთვის სალოცავი კვლავ სანახევროდ იყო აშენებული. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მართლმადიდებელმა მრევლმა მორწმუნეებს ფინანსური დახმარების თხოვნით მიმართა. აგროვებული თანხა მთლიანად უნდა მოხმარებოდა სალოცავის აშენებასა და რესტავრაციას.

1856

ტიპი: გარდაცვალება

1856 წელს ქუთაისში გარდაიცვალა გაგარინი.

1866

ტიპი: სტატუსი

1866 წლის 4 აპრილს ოსიფ კომისაროვმა ადამიანები სიკვდილისგან იხსნა (გარემოებები დაუზუსტებელია). მადლიერების ნიშნად კომისაროვს მიენიჭა აზნაურის წოდება.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ელი ივლისისათვის ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას სალაროში ნაღდი ფულის სახით 315 მანეთი ჰქონდა. ანგარიშს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრები – დავით ნანუკოვი და მინა გიორგობიანი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი ივლისისათვის ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას სესხად გაცემული ჰქონდა 3273 მანეთი. ანგარიშს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრნი: დავით ნანუკოვი და მინა გიორგობიანი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი ივლისისათვის ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის მოგება 274 მანეთი და 60 კაპიკი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრნი: დავით ნანუკოვი და მინა გიორგობიანი.