საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81813

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 23 ივნისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ალექსანდრე ცაგარელი პეტერბურგში მოღვაწე ერთ-ერთი ქართველი პროფესორი იყო.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 23 ივნისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ივანე თარხნიშვილი პეტერბურგის საექიმო აკადემიაში ფიზიოლოგიის პროფესორად დანიშნეს.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 23 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით სოფელ წყნეთში ივანე გვარამაძემ ეკლესიის გვერდით სასწავლებელი გახსნა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 16 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნათიევის ვრცელი წერილი თუ როგორ ზედმიწევნით და კარგად ასწავლიდნენ ახალგზარდებს ქართულ ენას სკოლებში.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 16 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია „კავთობა სოფელ კურდღელაურში“. სტატიიდან შეგვიძლია გავეცნოთ ერთ-ერთი ადგილობრივი გლეხის მიერ მონათხრობ ისტორიას „კავთობის“ შესახებ.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 16 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით გენერალ ოკლობჟიოს რაზმი ციხისძირთან თავს დაესხა ოსმალებს. ბრძოლის დროს გარდაიცვალა 11 ქართველი ოფიცერი.

1877

ტიპი: გარდაცვალება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 9 ივნისს რუსთა რაზმს თავს დაესხა ოსმალთა ჯარი, ბრძოლა რუსების სასარგებლოდ დასრულდა. ბრძოლის დროს დაიჭრა 363 ჯარისკაცი, გარდაიცვალა 3 ქართველი ოფიცერი: ვასენკოვი, პოლიაკოვი და თ. ბებუთოვი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით ივრის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის კასაში 1877 წლის 1-ლი იანვრიდან 29 მაისამდე 369 მანეთი და 30 კაპიკი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: გრიგოლ ბილანოვი, ნახუცრიშვილი, სოლომონ გოდერძიშვილი, ავეტიქ არუთინოვი, ა. ცხვედაძე, თევდორე გულისოვი და აზარია დიაროვი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით ივრის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობამ 1877 წლის 1-ლი იანვრიდან 29 მაისამდე 4481 მანეთი გაასესხა. ანგარიშს ხელს აწერენ: გრიგოლ ბილანოვი, ნახუცრიშვილი, სოლომონ გოდერძიშვილი, ავეტიქ არუთინოვი, ა. ცხვედაძე, თევდორე გულისოვი და აზარია დიაროვი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით ივრის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის ჯარიმა 1877 წლის 1-ლი იანვრიდან 29 მაისამდე 3 მანეთი და 57 კაპიკი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: გრიგოლ ბილანოვი, ნახუცრიშვილი, სოლომონ გოდერძიშვილი, ავეტიქ არუთინოვი, ა. ცხვედაძე, თევდორე გულისოვი და აზარია დიაროვი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით ივრის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის სათადარიგო თანხა 1877 წლის 1-ლი იანვრიდან 29 მაისამდე 2 მანეთი და 87 კაპიკი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: გრიგოლ ბილანოვი, ნახუცრიშვილი, სოლომონ გოდერძიშვილი, ავეტიქ არუთინოვი, ა. ცხვედაძე, თევდორე გულისოვი და აზარია დიაროვი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით ივრის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის სარგებელი 1877 წლის 1-ლი იანვრიდან 29 მაისამდე 206 მანეთი და 73 კაპიკი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: გრიგოლ ბილანოვი, ნახუცრიშვილი, სოლომონ გოდერძიშვილი, ავეტიქ არუთინოვი, ა. ცხვედაძე, თევდორე გულისოვი და აზარია დიაროვი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით ივრის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის სარგებელი ახლად გაცემული სესხისა 1877 წლის 1-ლი იანვრიდან 29 მაისამდე 1 მანეთი და 25 კაპიკი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: გრიგოლ ბილანოვი, ნახუცრიშვილი, სოლომონ გოდერძიშვილი, ავეტიქ არუთინოვი, ა. ცხვედაძე, თევდორე გულისოვი და აზარია დიაროვი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით ივრის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას 1877 წლის 1-ლი იანვრიდან 29 მაისამდე დაუბრუნეს სესხად აღებული თანხა, 1466 მანეთი და 10 კაპიკი. ანგარიშს ხელს აწერენ: გრიგოლ ბილანოვი, ნახუცრიშვილი, სოლომონ გოდერძიშვილი, ავეტიქ არუთინოვი, ა. ცხვედაძე, თევდორე გულისოვი და აზარია დიაროვი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით ივრის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობამ 1877 წლის 1-ლი იანვრიდან 29 მაისამდე თბილისის საურთიერთო ნდობის ბანკიდან პირველ ჯერზე სესხად აიღო 500 მანეთი. ანგარიშს ხელს აწერენ: გრიგოლ ბილანოვი, ნახუცრიშვილი, სოლომონ გოდერძიშვილი, ავეტიქ არუთინოვი, ა. ცხვედაძე, თევდორე გულისოვი და აზარია დიაროვი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით ივრის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობამ 1877 წლის 1-ლი იანვრიდან 29 მაისამდე თბილისის საურთიერთო ნდობის ბანკიდან მეორე ჯერზე სესხად აიღო 500 მანეთი. ანგარიშს ხელს აწერენ: გრიგოლ ბილანოვი, ნახუცრიშვილი, სოლომონ გოდერძიშვილი, ავეტიქ არუთინოვი, ა. ცხვედაძე, თევდორე გულისოვი და აზარია დიაროვი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით ივრის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის ანგარიშზე 1877 წლის 1-ლი იანვრიდან 29 მაისამდე შემოიტანეს 30 მანეთი. ანგარიშს ხელს აწერენ: გრიგოლ ბილანოვი, ნახუცრიშვილი, სოლომონ გოდერძიშვილი, ავეტიქ არუთინოვი, ა. ცხვედაძე, თევდორე გულისოვი და აზარია დიაროვი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით ივრის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის ანგარიშზე წევრთა მიერ 1877 წლის 1-ლი იანვრიდან 29 მაისამდე შეტანილი თანხა შეადგენდა 1888 მანეთსა და 10 კაპიკს. ანგარიშს ხელს აწერენ: გრიგოლ ბილანოვი, ნახუცრიშვილი, სოლომონ გოდერძიშვილი, ავეტიქ არუთინოვი, ა. ცხვედაძე, თევდორე გულისოვი და აზარია დიაროვი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 23 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ივრის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის 5 თვის ანგარიში, რომელსაც ხელს აწერენ: გრიგოლ ბილანოვი, ნახუცრიშვილი, სოლომონ გოდერძიშვილი, ავეტიქ არუთინოვი, ა. ცხვედაძე, თევდორე გულისოვი და აზარია დიაროვი.

1877

ტიპი: ორგანიზაცია

1877 წლის 23 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით მღვდელი ნახუცრიშვილი ივრის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის წევრი იყო.

1877

ტიპი: ორგანიზაცია

1877 წლის 23 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით გრიგოლ ბილანოვი ივრის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის წევრი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 16 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დავით ჩუბინაშვილის მიერ შედგენილი ჩანაწერის „ეთნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაბადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა“, მესამე ნაწილი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 9 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დავით ჩუბინაშვილის მიერ შედგენილი ჩანაწერის „ეთნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაბადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა“, მეორე ნაწილი.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 9 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ლეკთა მიერ მოტაცებული ცხვარი რუსიშვილმა ადგილობრივების დახმარებით უკან შილდაში დააბრუნა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 9 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ აბაშიძემ დაწერა კომედია „ცოლი თუ გინდა ეს არის“.