საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91154

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 12 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ ალექსანდრე მიქაბერიძე, ალექსანდრე ჭყონია, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, ვლადიმერ ლორთქიფანიძე და ივანე ზურაბიშვილი.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ხარჯთაღრიცხვა 91. 43 მანეთის ოდენობით. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ აბრამ გერასიმეს ძე აკოფოვისთვის „ბუნების კარისა“ და „დედა ენის“ ყდაში ჩასმისთვის კუთვნილი თანხის მიცემა გადაწყვიტა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე ფოტოსახელოსნოს განყოფილების გამგემ, ტარას მომცელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ მან მოძებნა დახელოვნებული რეტუშორი, რომელიც ყოველთვიურად ითხოვდა ხელფასს, 40 მანეთს. გამგეობის თანხმობის შემთხვევაში რეტუშორი მაშინვე შეუდგებოდა თანამდებობის აღსრულებას.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 12 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მოისმინა გამგეობის წევრ ივანე ზურაბიშვილის მოხსენება საზოგადოების წიგნსაცავთა და სამკითხველოთათვის საანგარიშო ფორმის შემოღების შესახებ. სხდომაზე წარმოდგენილი იყო სანიმუშო ფორმა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 12 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ივანე დავითის ძე მელიქაძის თხოვნაზე – მის მიერ შედგენილი თათრულ-რუსული ლექსიკონის საზოგადოების ხარჯით დაბეჭდვის შესახებ – გადაწყდა, ავტორისთვის ეცნობებინათ, რომ საზოგადოება ვერ დაბეჭდავდა მის წიგნს. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე გამგეობამ დავით კარიჭაშვილს, ივანე ზურაბიშვილსა და ალექსანდრე მიქაბერიძეს ივანე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილი სამკითხველოთა ანგარიშის ფორმის განხილვა დაავალა. ოქმს ხელი მოაწერეს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ და წევრებმა: ივანე ზურაბიშვილმა, დავით კარიჭაშვილმა, ალექსანდრე ჭყონიამ, გრიგოლ ყიფშიძემ, ვლადიმერ ლორთქიფანიძემ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 12 ოქტომბერს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გახსნეს ელენე ადამის ასული მირზაშვილის წარდგენილი ყულაბა N 92, რომელშიც 7. 74 მანეთი იყო.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 12 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარმოადგინეს ელენე ადამის ასული მირზაშვილის მიერ საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბა N92.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ფოტოსახელოსნოს განყოფილების გამგე ტარას მომცემლიძის სიტყვიერი მოხსენება მის მიერ მოძებნილი ახალი რეტუშორის დანიშნვნის შესახებ და გადაწყვეტილების გამოტანა შემდეგი სხდომისთვის გადადო. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, რომ მცხეთის ტაძრის აღმდგენელი კომიტეტის წევრს, ანტონ ივანეს ძე ნატროშვილს ქართველიშვილის შემოწირულ კლიშეებს იმ შემთხვევაში ათხოვებდა, თუ წერილობით თხოვნას გამოგზავნიდა თავად ამ კომიტეტის თავმჯდომარე და კლიშეებს ძალიან გაუფრთხილდებოდნენ.

1899

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე გამგეობამ დავით კარიჭაშვილს, ივანე ზურაბიშვილსა და ალექსანდრე მიქაბერიძეს ივანე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილ სამკითხველოთა ანგარიშის ფორმის განხილვა დაავალა. ოქმს ხელი მოაწერეს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ და წევრებმა: ივანე ზურაბიშვილმა, დავით კარიჭაშვილმა, ალექსანდრე ჭყონიამ, გრიგოლ ყიფშიძემ, ვლადიმერ ლორთქიფანიძემ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 19 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომლითაც დამტკიცდა საზოგადოების საორგანიზაციო საკითხებზე დასახარჯი თანხა, სულ 725 მან.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 19 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომ გაიცა I სახალხო ბიბლიოთეკისთვის თანხა – 32 მან. 50 კაპ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 19 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომ გაიცა მუზეუმისა და წინსაცავისთვის თანხა – 65 მანეთი.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 19 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს კანცელარიისთვის 16. 25 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 19 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს წიგნის მაღაზიისა და საწყობისთვის 26. 25 მანეთის მიცემის შესახებ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 19 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს ფოტოსახელოსნოსთვის სექტემბრის ქირის – 83. 34 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 19 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს წინარეხის სკოლის შესაღებად მხატვრისთვის 114. 60 მანეთის გადახდის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში იაკობ გოგებაშვილისთვის რვეულების თანხის, 152. 7 მანეთის მიცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 19 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაამტკიცეს ანგარიში ფოტოსახელოსნოს გამგე ტარას მომცემლიძისთვის საორგანიზაციო ხარჯების დასაფარად 136 მანეთის მიცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 19 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომლითაც დამტკიცდა საზოგადოების საორგანიზაციო საკითხებზე დახარჯული თანხა, სულ 728 მან. 25 კაპ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა. პირველიდან 19 ოქტომბრამდე შემოსავალი იყო 2805 მან. 17 კაპ., ხარჯი – 640 მან. 15 კაპ.; 19 ოქტომბრისთვის საზოგადოებას ჰქონდა 20 981 მან. 29 კაპ. და სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები – 18268 მან. 47 კაპ. ამ დროისთვის საზოგადოებას ვალი არ ჰქონდა. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 19 ოქტომბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომელსაც დაესწრნენ – თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი ალექსანდრე მიქაბერიძე, წევრები: გიორგი იოსელიანი, ივანე ზურაბიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, ექვთიმე თაყაიშვილი და ეკატერინე გაბაშვილისა. სხდომას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა აბრამ გერასიმეს ძე აკოფოვის თხოვნა 300 მანეთის მიცემის შესახებ „ბუნების კარისა“ და „დედა ენის“ ყდაში ჩასასმელად და დაადგინა, მიეცათ 100 მან. ოქმს ხელი მოაწერეს:  თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ და წევრებმა: გიორგი იოსელიანმა, ალექსანდრე ჭყონიამ, ივანე ზურაბიშვილმა, ექვთიმე თაყაიშვილმა, დავით კარიჭაშვილმა, ეკატერინე გაბაშვილისამ, ვლადიმერ ლორთქიფანიძემ, გრიგოლ ყიფშიძემ და იაკობ გოგებაშვილმა.