რეგისტრირებული ფაქტები81860
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების კრება წყვეტდა წესდების შეცვლასა და შევსებას. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების კრება წყვეტდა არჩეულ პირთა თანამდებობიდან გადაყენებასა და ბოროტმოქმედებისთვის სამართადამცავებისთვის გადაცემის საკითხს. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების კრება განიხილავდა და ამტკიცებდა გამგეობის, სარევიზიო კომისიისა და სხვა კომისიების მოხსენებებს საზოგადოების საქმეების შესახებ. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების კრება განიხილავდა და წყვეტდა უძრავის ქონების შეძენისა და გაყიდვის საკითხებს. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების კრება განიხილავდა და წყვეტდა ყველანაირი ვალისა და მოვალეობის აღების საკითხებს. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების კრება განიხილავდა და ამტკიცებდა გამგეობის საქმიანობის წლიურ ანგარიშს. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების კრება განიხილავდა და ამტკიცებდა შემოსავალ–გასავლის ხარჯთაღრიცხვას. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების კრება განიხილავდა და ამტკიცებდა გამგეობის მიერ წარდგენილ სამოქმედო გეგმას. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების კრება განიხილავდა და ამტკიცებდა გამგეობისა და სარევიზიო კომისიის საქმიანობის ინსტრუქციებს. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების კრება ირჩევდა ცალკე კომისიებს გარკვეული მინდობილობის შესასრულებლად. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 24 აპრილს თბილისის გუბერნიის სასამართლოში 500 მანეთად იყიდებოდა ორსართულიანი, ეზოიანი, ყველაფრით უზრუნველყოფილი მამული, რომელიც ეკუთვნოდათ იოსებ და გაბრიელ ამილახვრიშვილებს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 10 იანვარს თელავის უეზდის სამთავრომ დანიშნა აუქციონი, რომელზეც იყიდებოდა ერთ ოთახიანი, ეზოიანი, ქვიტკირის სახლი თელავში. გაყიდვამდე სახლი ეკუთვნოდათ თელავის მაცხოვრებლებს – მათე, მიხეილ და მოსე ვართანოვებს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 24 აპრილს ამიერკავკასიის საადგილმამულო საკრედიტო დაწესებულებაში აუქციონზე იყიდებოდა ტფილისის უეზდის მებატონის ივანე ჯამბაკურიან-ორბელიანის მამული, რომელიც მდებარეობდა სოფელ ვაშლოვანში. ივანემ თავის დროზე არ შეიტანა საკრედიტო დაწესებულებიდან გამოტანილი სესხი (15000 მანეთი), შესაბამისად, ვერ შეძლო ქონების შენარჩუნება.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 24 აპრილს ამიერკავკასიის საადგილმამულო საკრედიტო დაწესებულებაში აუქციონზე იყიდებოდა მართა ოზიაშვილის ბაღი, წილები და ხის დუქნები იმის გამო, რომ მან თავის დროზე არ შეიტანა საკრედიტო დაწესებულებიდან გამოტანილი სესხი (1000 მანეთი).
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 24 აპრილს ამიერკავკასიის საადგილმამულო საკრედიტო დაწესებულებაში აუქციონზე იყიდებოდა თბილისის მაზრის მებატონის, მიხეილ სუმბათაშვილის მამული იმის გამო, რომ მან თავის დროზე არ შეიტანა საკრედიტო დაწესებულებიდან გამოტანილი სესხი (800 მანეთი). მამული მდებარეობდა ნავთლუღში.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 24 აპრილს ამიერკავკასიის საადგილმამულო საკრედიტო დაწესებულებაში აუქციონზე იყიდებოდა თბილისის მაზრის მებატონის, მიხეილ სუმბათიშვილის ბაღი იმის გამო, რომ მან თავის დროზე არ შეიტანა საკრედიტო დაწესებულებიდან გამოტანილი სესხი (1570 მანეთი). ბაღი მდებარეობდა ნავთლუღში.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 24 აპრილს ამიერკავკასიის საადგილმამულო საკრედიტო დაწესებულებაში აუქციონზე იყიდებოდა ავაქ მაილოვის სახლ-კარი. მან დროზე არ დაფარა საკრედიტო დაწესებულებიდან გამოტანილი სესხი (1600 მანეთი), შესაბამისად, ვერ შეძლო ქონების შენარჩუნება.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 24 აპრილს ამიერკავკასიის საადგილმამულო საკრედიტო დაწესებულებაში აუქციონზე იყიდებოდა არტემ ბაღინოვის სახლ-კარი. მან ვერ დაფარა საკრედიტო დაწესებულებიდან გამოტანილი სესხი (1500 მანეთი), შესაბამისად, ვერ შეძლო ქონების შენარჩუნება.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 15 აპრილს ოზურგეთიდან მიიღეს შეტყობინება, რომ ივანე ოკლობჟიომ დაიპყრო ოსმალთა ჯარის სადგომი მუხაესტატე, მაგრამ ოსმალები ცეცხლს მაინც არ წყვეტდნენ, ქართველი ჯარისკაცები კი თავდაუზოგავად იბრძოდნენ.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ რიონის ლაშქრის ერთი ნაწილი გენერალ ალექსანდრე დანიბეგაშვილის (დენიბეკოვის) ხელმძღვანელობით დაუპირისპირდა ოსმალებს. ამ დაპირისპირების შემდეგ, 13 აპრილს გურიის მილიციამ დაიპყო ოსმალთა ბანაკები, რომლის დროსაც დაჭრილა პოდპოლკოვნიკი დიმიტრი მუსხელიშვილი (მუსხელოვი).
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ საგარეჯოდან მიიღეს წერილი, რომ სოფელი უხვ მოსავალს ელოდებოდა, რაც მათთვის ძალიან სასიხარულო ფაქტი იყო, მაგრამ არეული ამინდების გამო მოსახლეობა დასნეულებულა და დღეში ორი ადამიანი აკლდებოდა სოფელს. მათივე ცნობით, სოფელში ექიმი არ ჰყავდათ და საჭირო წამლის შოვნაც შეუძლებელი იყო.