რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი მზარდობით
1900
ტიპი: ნასამართლეობა
1900-იან წლებში ადმინისტრაციული წესით რუსეთის შიდა გუბერნიებში გადასასახლებელ პირებს, მათ შორის თედო სახოკიას, ანთიმოზ ჯუღელს, სპირიდონ ნორაკიძეს, ივანე გეგიას, ფარნა დავითაიას და ივანე ბურჭულაძეს ბრალად ედებოდათ სოხუმის ოლქის მცხოვრებთა გარუსების საქმისათვის ხელის შეშლა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში, იმ პერიოდში, როცა თედო სახოკიას არალეგალური პერიოდიკა შემოჰქონდა საქართველოში, მასზე იერიში მიიტანეს სოხუმის შავრაზმელმა რუსებმა და საოლქო ადმისტრაციის წარმომადგენლებმა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში პარიზიდან საქართველოში დაბრუნებული არჩილ ჯორჯაძე აქტიურად ჩაება საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ორგანიზაციის საქმეში.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში თედო სახოკია არჩილ ჯორჯაძეს ქართველთათვის ზურგშექცეულ ადამიანად თვლიდა, ამიტომ მისი სამშობლოში დაბრუნების განზრახვა მას ძალიან გაუხარდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში არჩილ ჯორჯაძე საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას არ ემხრობოდა, რადგან ეეჭვებოდა ქართველ ხალხს დამოუკიდებლად პოლიტიკური ცხოვრება შესძლებოდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში პარიზში ჩასული არჩილ ჯორჯაძე განზე იდგა ეროვნული იდეისგან და ჩამორჩენილობად მიაჩნდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში პარიზში ჩასული არჩილ ჯორჯაძე იმ დროს გაურბოდა ეროვნულ მსოფლმხედველობას.
1900
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1900-იან წლებში არჩილ ჯორჯაძეს ურთიერთობა ჰქონდა რუსეთიდან გამოქცეულ ტოლსტოის მოძღვრების მიმდევართან, ჩერტკოვთან.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებამდე თბილისის პირველი გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, არჩილ ჯორჯაძე ჯერ პეტერბურგში წავიდა, შემდეგ კი − ვარშავასა და პარიზში.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში მას შემდეგ, რაც დუტუ მეგრელისა და ანასტასია ერისთავის შვილები წამოიზარდნენ, ანასტასია ერევნიდან თბილისში დაბრუნდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს საფრანგეთში განათლების მიღების შემდეგ სიმონ ქვარიანი სამშობლოში დაბრუნდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს სიმონ ქვარიანმა საკუთარი ეზო დაუთმო ამერიკული ვაზებისა და ნამყენთა სანერგის გაშენებას.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს სიმონ ქვარიანმა ამერიკულ ვაზთა დამყნობა უფასოდ შეასწავლა იმერელ გლეხებსა და საშუალო სკოლების მოსწავლეებს.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს სიმონ ქვარიანი ერთ-ერთმა მსხვილმა მრეწველმა ჭიათურის შავი ქვის სამრეწველოში სამუშაოდ მიიწვია.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს ჭიათურის შავი ქვის სამრეწველოში მუშაობის დაწყებიდან ხამოკლე პერიოდში სიმონ ქვარიანი გაეცნო მარგანეცის მოპოვების ყველა ნიუანსს.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს სიმონ ქვარიანმა ჭიათურაში შექმნა წვრილ მრეწველთა ინტერესების დამცველი ძლიერი ოპოზიცია, რომელიც მსხვილ მრეწველთა მხრიდან ძარცვას დაუპირისპირდა.

