რეგისტრირებული ფაქტები81928
სორტირება თარიღი მზარდობით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 26 ივლისს ივანე ალექსის ძე ჩითახოვის ჩითეულის ფაბრიკა დაიხურა, რადგან კონკურენციას ვერ გაუძლო.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის განკარგულებით ქუთაისის სახაზინო პალატის ბუღალტერიის თანაშემწე, ტიტულოვანი მრჩეველი ბესარიონ ჩიჩუა ქუთაისის ხაზინის უმცროს ბუღალტრად დაინიშნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ტექნიკური სასწავლებლის ინსპექტორმა ა. ს. ბაბოვმა უფროსკლასელი შეგირდები ავჭალაში წყლის გაყვანილობის სამუშაოების დასათვალიერებლად წაიყვანა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მთავრობის განკარგულებით ალექსანდროპოლის 161-ე ქვეითთა ჯარის პოდპოლკოვნიკი მიხეილ წინამძღვრიშვილი წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს ი. პიტელინსკი ივანე ალექსის ძე ჩითახოვის ჩითეულის ფაბრიკის დირექტორი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს თბილისში ჩამოვიდა ასტრახანის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორი კ. ამოსოვი.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წელს ქ. თბილისის ლაბორატორიის გამგე გიორგი ალიბეგოვი ერთი თვით სამსახურიდან დაეთხოვა და მის მოვალეობას თანაშემწე ახუმოვი ასრულებდა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს ს. ო. გულიშამბაროვი კავკასიის სამეურნეო-სამრეწველო გამოფენის მომწყობ მთავარ კომიტეტში ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლად დაინიშნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს იარალოვის ქარხნის ხელოსნები იარალოვს უჩიოდნენ იმის გამო, რომ მუშებს წინასწარ უკავებდა ხელფასის ნაწილს იმ შემთხვევისთვის, თუ ქარხნის იარაღ-მანქანებს გააფუჭებდნენ. მან ხელოსნები სამსახურიდან გაათავისუფლა, ამიტომ დაკავებული ფულის დაბრუნებას ითხოვდნენ.