საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81940

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ბრძანებით, ციხეების სამზრუნველო საზოგადოების ახალციხის განყოფილების დირექტორად დაინიშნა ნიკოლოზ ბაბიევსკი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ალექსანდრე აზიმოვი იყო მომრიგებელი მოსამართლე.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ბრძანებით, ციხეების სამზრუნველო საზოგადოების ახალციხის განყოფილების დირექტორად დაინიშნა ალექსანდრე აზიმოვი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ ჯიმშეროვი იყო პირველი გილდიის ვაჭარი.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ალექსანდრე მანთაშოვი (მანთაშევი) იყო თბილისის საპატიო მოქალაქე.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ბრძანებით, ციხეების სამზრუნველო საზოგადოების კომიტეტების დირექტორად თბილისში დაინიშნა ალექსანდრე მანთაშოვი (მანთაშევი).

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილის მოთხრობის „გმირისეულის ქალის“ ნაწყვეტი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ 30 მარტს, კვირას, არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ გაიმართებოდა სალიტერატურო საღამო, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ: გაბუნია, მ. მ. საფაროვისა, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, აკაკი როსტომის ძე წერეთელი, პეტრე იოსების ძე უმიკაშვილი, არისტოტელე (არისტო) ვასილის ძე ქუთათელაძე, ნიკოლოზ იაკობის ძე ავალიშვილი (ავალოვი), ქ. აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე (აწყურელი), ვალერიან ლევანის ძე გუნია და ქართული ხორო. ანტრაქტებს მუსიკალურად გააფორმებდა საზანდარი. დასაწყისი იყო 8 საათზე, ბილეთები კი – ამავე თეატრის სალაროში იყიდებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 12 მარტს, დილის 7 საათზე, ივანე აკოფოვი გაძარცვეს, სახლიდან გაიტანეს 700 მანეთის ღირებულების ოქროს, ალმასისა და ფირუზის სამი ბეჭედი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 26 დეკემბერს მათე გაბრიელის ძე რუსიძე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ბათუმის ორგანიზაციის საერთო კრებაზე სარევიზიო კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 26 დეკემბერს იაკობ გიორგის ძე სულაბერიძე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ბათუმის ორგანიზაციის საერთო კრებაზე კომიტეტის წევრად აირჩიეს. 

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 26 დეკემბერს ბაგრატ ბეგლარის ძე ჟურული ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ბათუმის ორგანიზაციის საერთო კრებაზე კომიტეტის წევრობის კანდიდატად დაასახელეს. 

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 26 დეკემბერს ექვთიმე სიმონის ძე ბერძენიშვილი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ბათუმის ორგანიზაციის საერთო კრებაზე კომიტეტის წევრობის კანდიდატად დაასახელეს. 

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 26 დეკემბერს გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ბათუმის ორგანიზაციის საერთო კრებაზე კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 26 დეკემბერს იასონ ბეჟანის ძე საბახტარაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ბათუმის ორგანიზაციის საერთო კრებაზე კომიტეტის წევრად აირჩიეს. 

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 26 დეკემბერს ვლადიმერ დიმიტრის ძე რუხაძე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ბათუმის ორგანიზაციის საერთო კრებაზე კომიტეტის წევრად აირჩიეს. 

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 26 დეკემბერს ივანე სიმონის ძე მესხი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ბათუმის ორგანიზაციის საერთო კრებაზე კომიტეტის წევრად აირჩიეს. 

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 26 დეკემბერს კონდრატე არჩილის ძე მხეიძე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ბათუმის ორგანიზაციის საერთო კრებაზე კომიტეტის წევრად აირჩიეს. 

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 დეკემბერს გაზეთ„სამუსულმანო საქართველოში“ გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, შინაგან საქმეთა მინისტრმა კონსტანტინე საბახტარაშვილმა განსაკუთრებულ საქმეთა რწმუნებულს თხოვნით მიმართა, სტამბულიდან თათრულ-ფრანგული გაზეთები თბილისში გაეგზავნათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 დეკემბერსსახალხო წარმოდგენების მმართველმა წრემ ბათუმში დადგა ვალერიან ლევანის ძე გუნიას „ორი გმირი“.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წელს გაზეთი „სამუსულმანო საქართველო“ ნიკოლოზ იაკობის ძე ხვინგიას სტამბაში იბეჭდებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 29 სექტემბერს გაზეთ „კლდეში“ განდეგილის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დომინიკა ერისთავის წერილი „რამე თუ შენ ხარ კლდე“.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, თბილისში დაატუსაღეს თავადაზნაურთა ყოფილი მარშალი, თავადი გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი, მისი ძმა დავით ბაგრატიონი და კიდევ სამი მემამულე.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის ივლისში ვორონცოვის ხიდზე მოკლეს პორუჩიკი გაჩეჩილაძე.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის ივლისში ნაძალადევში მხეცურად მოკლეს ქართული კლუბის მსახური ჭიჭიკო რუხაძე.