რეგისტრირებული ფაქტები81990
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ეკატერინე თადეოზის ასული გურამიშვილი-სტაროსელკისა იყო ქვრივი გენერალ-ლეიტენანტისა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ ზაალის ძე ჩოლოყაშვილს ჰქონდა გვარდიის როტმისტრის წოდება.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სვიმონ მეღვინეთუხუცესი იყო ხაზინადარი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 11 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N5) დაიბეჭდა ელისაბედ ღოღობერიძის წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას კულაშსა და სხვა სოფლებში შეგროვებული ფული (104 მანეთი და 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: ვანო სტურუა და სოფელ კულაშის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის მოწაფეები.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 11 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N5 დაიბეჭდა ელისაბედ ღოღობერიძისას წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას კულაშსა და სხვა სოფლებში შეგროვებული ფული (104 მანეთი 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: ანეტა, მელქისედეკ და ნესტორ მიქელაძეები, რაფიელ ბოთურაშვილი და სხვები.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 27 ნოემბერს სოფელ გიორგიწმინდაში ვახტანგ იერემიას ძე გულისაშვილი გარდაიცვალა.
1912
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1912 წელს მოსკოვში გაქცეული კონსტანტინე ანდრონიკაშვილი 9 თვის შემდეგ იძულებული გახდა, საზღვარგარეთ წასულიყო. თავდაპირველად ის ჟენევაში ცხოვრობდა.
1914
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1914 წელს კონსტანტინე ანდრონიკაშვილი პარიზიდან შვეიცარიაში დაბრუნდა და 1917 წლამდე ლოზანაში ცხოვრობდა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 2 სექტემბერს ალექსანდრე ხახანაშვილმა გიორგი წერეთელს სთხოვა, სტუდენტთა მიერ შედგენილი ეთნოგრაფიული პროგრამა „კვალში“ დაებეჭდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 16 იანვარს ბათუმში გამართულ ილიკო ქურხულის მხატვრულ-მუსიკალური დილის მეორე განყოფილებაში გიორგი ქუჩიშვილმა მიიღო მონაწილეობა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 16 იანვარს ბათუმში ილიკო ქურხულის მხატვრულ-მუსიკალური დილა გაიმართა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 16 იანვარს გაზეთ „სამუსულმანო საქართველოში“ გამოქვეყნებული ინფორმაციით, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, კირილე ნინიძეს, დამფუძნებელი კრების სოციალ-დემოკრატიულმა ფრაქციამ გზათა მინისტრობა შესთავაზა.