საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82005

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია ლაბაურს 49 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ანაიდა გრიქუროვს წიგნების ანგარიშში 622.40 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც პირველიდან 27 თებერვლამდე საზოგადოებამ დახარჯა 1293.98, დარჩენილი ჰქონდა - 862.73 მანეთი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 თებერვალს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას 20815.31 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ რაფიელ ერისთავის დასაფლავებაზე ფულის შემკრები კომიტეტის ხაზინადარ ვასილ სულხანიშვილს 25 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ედილაშვილს 32 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 თებერვალს ალექსანდრე მიქაბერიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მიმართა, რომ წიგნების ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლის წილი მისთვის გადაეცათ.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 27 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზპგადოების სხდომის ოქმის თანახმად, ივანე ფიცხელაური ვლადიკავკაზის სკოლის სამზრუნველოს წევრი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 თებერვალს კავკავის სკოლის დირექტორმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, სკოლის სამზრუნველოს წევრებად ივანე ჩითავიშვილი და ივანე ფიცხელაური დაემტკიცებინათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 თებერვალს ივანე ფიცხელაური ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა კავკავის სკოლის სამზრუნველოს წევრად დაამტკიცეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა კავკავის სკოლის სამზრუნველოს წევრად ივანე მიხეილის ძე ჩითავიშვილი დაამტკიცეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელებელი საზოგადოების წევრებმა რაფიელ ერისთავის დასაფლავებაზე გაგზავნილ დეპეშაში 1.5 მანეთი გადაიხადეს, ცნობაში კი — 1.80 მანეთი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 თებერვალს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-10 სხდომის თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ ცხვედაძე. 

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-9 სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-9 სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, ალექსანდრე ჭყონია და სხვები.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-9 სხდომას დაესწრნენ: ივანე რატიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და გრიგოლ ყიფშიძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 თებერვალს ნიკო ნიკოლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებს სთხოვა, რომ მისთვის საცავიდან 102-ე და 405-ე წიგნები ეთხოვებინათ. მისი თხოვნა დაკმაყოფილდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 თებერვალს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას. საზოგადოებას ნაღდი ფულით — 2539.59 მანეთი, ქაღალდებით კი 11531.11 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის მარტში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა პეტრე სურგულაძეს ვალის ნაწილი აპატიეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის მარტში ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ალექსანდრე კვერკველაძეს წიგნის დაბეჭდვაზე უარი უთხრა. მიზეზად უსახსრობა დასახელდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს მიხეილ გაჩეჩილაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წიგნის მაღაზიაში კრედიტის გახსნის თხოვნით მიმართა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის პირველიდან 20 მარტამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შემოსავალი 3442.95 მანეთი იყო, ხარჯი კი — 2482.90 მანეთი. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ალექსანდრე ბურდილაძე (არნო ონელი) დაიბადა 1901 წლის 1-ელ მარტს ონის რაიონის სოფელ მოედანში.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 2 აპრილიდან თბილისის სახაზინო თეატრში ბ. ლუდვიგოვის ხელმძღვანელობით რუსული დრამატული დასის წარმოდგენები დაიწყო. დასში შედიოდნენ მსახიობები: მარტინოვი, ბ. ბ. ბეჟინი, დოლინი, სტეპანოვი, ჩერნოვი და ბ. ბ. პასხალოვი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს (3 მარტს) ნოე რამიშვილი მემარცხენე სტუდენტთა გამოსვლებში მონაწილეობის გამო ტარტუს უნივერსიტეტიდან გარიცხეს.