რეგისტრირებული ფაქტები87883
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს ი. კაკაბაძისა და რამდენიმე ახალგაზრდის ინიციატივით ჭიათურაში საკვირაო სკოლა გაიხსნა.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს ჭიათურაში ი. კაკაბაძის ინიციატივით გახსნილ საკვირაო სკოლაში ანაზღაურების გარეშე ასწავლიდნენ თვითონ კაკაბაძე, ასევე ბესარიონ ვაშაძე და კარპე მოდებაძე.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ც. ამირაჯიბს ერთი წელი ქუთაისის დასში უნდა ემუშავა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვასილ ოქროპირის ძე ურუშაძეს ერთმა შეძლებულმა ქართველმა სპარსეთში წარმოდგენების გასამართად დასის შედგენა შესთავაზა. იგი ჯანელიძეს გარანტიად 2 000 მანეთს, ხოლო ავანსად – 500-ს შეჰპირდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს ი. კაკაბაძემ შავი ქვის ამხანაგობას ჭიათურის საკვირაო სკოლისთვის დახმარება სთხოვა. ამხანაგობამ სკოლას 100 მანეთი გამოუყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნებული ალ. საღარეიშვილის სტატიის მიხედვით,სოფ. თამაკონის პირველდაწყებით სკოლას აგრონომიული განყოფილება ჰქონდა.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 12 ოქტომბერს მიხეილ რომანოვმა მადლობა გადაუხადა თუმანოვს განკარგულების ეფექტურად განხორციელებისთვის, რომლის დამსახურებითაც 1865 წელს რამდენიმე ათასმა ჩეჩენმა გაიარა თბილისის გუბერნია და თერგის მაზრის გავლით მივიდა ოსმალეთამდე.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 3 იანვარს ზესტაფონში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კონფერენციაზე კრებას საჩხერის რაიონის დელეგატებმა მოახსენეს ცნობები დაპატიმრებული ეროვნულ-დემოკრატი გიორგი გუჯეჯიანის საქმეზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 იანვარს, დილის 10 საათზე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კონფერენციის წარმომადგენლებმა დამფუძნებელი კრების წევრების: ნიკო ნიკოლაძის და ალექსანდრე ასათიანის მეთაურობით საპყრობილეში მოინახულეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საჩხერის სარაიონო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გუჯეჯიანი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნებული ალ. საღარეიშვილის სტატიის მიხედვით, სოფ. თამაკონში 900 ოჯახი ცხოვრობდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 30 დეკემბერს დამფუძნებელ კრებაზე მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრად დაინიშნა რაჟდენ არსენიძე.
1866
ტიპი: მფლობელობა
1866 წელს თბილისში იყიდებოდა კონდრატენკოს სახლი და მიწის ნაკვეთი. ფასის გაგება შეიძლებოდა „დროების“ რედაქციაში.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლიდან მიხეილ რომანოვის ბრძანებით ქუთაისის საგუბერნიო გიმნაზიის პანსიონისთვის სახელმწიფოს ხაზინიდან დამატებითი თანხა უნდა გამოყოფილიყო.

