საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82159

1866

ტიპი: სტატუსი

1866 წელს რევაზ იოსების ძე ვაჩნაძე იყო თავადი.

1866

ტიპი: სტატუსი

1866 წელს აკაკი დიმიტრის ძე ანდრონიკაშვილი იყო აზნაური.

1866

ტიპი: სტატუსი

1866 წელს მიხეილ დავითის ძე ციციშვილი იყო თავადი.

1866

ტიპი: სტატუსი

1866 წელს ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი იყო თავადი.

1866

ტიპი: სტატუსი

1866 წელს რ. ნ. ანდრონიკოვი იყო თავადი.

1866

ტიპი: სტატუსი

1866 წელს თუმანოვი იყო თავადი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ ზანდუკელი იყო ექიმი, მოსკოვის კლინიკისა და სანატორიუმის ყოფილი ასისტენტი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთი „საქართველო“ წერდა, რომ პოლონური გაზეთების ცნობით, ყუბანის მიერ პურის მიცემა შეწყდა, რისი მიზეზიც იყო დენიკინსა და ანტანტას შორის უთანხმოება.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 30 დეკემბერს დამფუძნებელ კრებაზე მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ დაარსდა ახალი სამინისტრო, რომელიც წარმოადგენდა მანამდე ცალ-ცალკე არსებულ მომარაგების სამმართველოსა და შრომის სამინისტროს შეერთებულ უწყებას. ამას გარდა დაემატა ორი ახალი, იუსტიციისა და სამხედრო სამინისტროები.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კონსტანტინე ტყეშელაშვილი იყო კანის და ვენერიულ სნეულებათა ექიმი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 იანვარს ზესტაფონში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კონფერენციაზე სპირიდონ კედიამ წაიკითხა მოხსენება „ჩვენი მიმართულება და სოციალისტური პარტიები“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 იანვარს ზესტაფონში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კონფერენციაზე ვასილ წერეთელმა წაიკითხა მოხსენება „საქართველოს კონსტიტუცია“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 იანვარს ზესტაფონში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კონფერენციაზე ალექსანდრე ასათიანმა წაიკითხა მოხსენება „ჩვენი ეკონომიური პოლიტიკა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 იანვარს ზესტაფონში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კონფერენციაზე სპირიდონ კედიამ წაიკითხა მოხსენება „საქართველოს საგარეო და საშინაო მდგომარეობა“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 იანვარს ზესტაფონში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კონფერენციას დაესწრნენ და მონაწილეობა მიიღეს თბილისიდან ჩამოსულმა დამფუძნებელი კრების წევრებმა: ნიკო ნიკოლაძემ, სპირიდონ კედიამ, ალექსადრე ასათიანმა, ქუთაისიდან – ვასილ წერეთელმა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 იანვარს ზესტაფონში, ქალაქის თეატრში გაიხსნა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კონფერენცია, რომლის პრეზიდიუმში აირჩიეს: თავმჯდომარედ – მიხეილ გვალია, მოადგილეებად – ზაქარია იშხნელი და ტრიფონ ნიორაძე, მდივნებად – გიორგი აბაშიძე და კოტე ანთაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი ბათუმიდან დაბრუნდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 იანვარს საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია გაემგზავრა ლანჩხუთში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ბარბარე ერისთავის თარგმანი ფრანგულიდან პროსპერ მერიმეს მოთხრობისა „ბანდიტი“.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, განცხადებების აგენტ მაქსიმე ონისიმეს ძე გაჟონიას არშაკუნოვის ქუჩაზე, სასამართლოს ბოლოში, ჰქონდა ბინა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ი. მ. ლაზარევი თავის კონიაკსა და არაყს უკეთებდა რეკლამას.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ი. მ. ლაზარევი აწარმოებდა კონიაკსა და არაყს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 30 დეკემბერს დამფუძნებელმა კრებამ სხდომაზე სამხედრო მინისტრად აირჩია გრიგოლ ლორთქიფანიძე.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 15 ნოემბრის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი" ირკვევა, რომ საქართველოში რუსეთის სახაზინო ექსპედიციის ხელმძღვანელ კალინოვსკის თავისი ხელქვეითებისთვის დაუვალებია საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს მოყვანა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მაქსიმე გაჟონია იყო განცხადებების შემკრები აგენტი თბილისისა და ამიერკავკასიის გაზეთებისათვის.