რეგისტრირებული ფაქტები87879
სორტირება თარიღი მზარდობით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს გამგეობის წევრ ევგრაფ ხოსროევს დაევალა, შეემუშავებინა სავალდებულო დადგენილება ქალაქის საყასბო მოსამსახურეების კვირადღეს დასვენების შესახებ და საბჭოსთვის წარედგინა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს სამთო ინჟინერმა მ. ა. შოსტაკოვმა დუშეთის მაზრაში ოქროს მოპოვებაზე დაიწყო მუშაობა. იმ ადგილებში, სადაც მადანს ვარაუდობდნენ, ოქროს მიწის სარეცხი ორი აპარატი დადგეს და ორი მუშა დაიქირავეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს სამთო ინჟინერმა მარგოლიუსმა სამთო მმართველობის მინდობილობით გლდანის ხეობაში გეოლოგიური კვლევა აწარმოვა ოქროს მადნის აღმოსაჩენად.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს თბილისის საკრედიტო საზოგადოების დირექტორის, ვ. ი. ყორღანოვის გარდაცვალების გამო მის თანამდებობაზე მიიწვიეს ალ. ს. ყორღანოვი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი ნ. რ. ზავადსკი და ოლქის ინსპექტორი ალექსანდრე სლოვინსკი სარევიზიოდ ჩავიდნენ ქუთაისის სასწავლებლებში.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ამიერკავკასიის რკინიგზებზე ცირკულარით გამოცხადდა, რომ ნ. პ. ნესტოროვს ნება მიეცა საგზაო ბალიშებით ვაჭრობისა ბაქოს, თბილისისა და ბათუმის სადგურებზე მხოლოდ რკინიგზის მმართველობის მიერ განსაზღვრული პირობების დაცვით.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს, გაზეთ „კავკაზის" ცნობით, თბილისის გუბერნატორმა ინჟინერი ტიგრან ენფიანჯიანცი ქალაქის გამგეობის მეოთხე წევრის თანამდებობაზე დაამტკიცა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის ნოემბერში ალექსანდრე ივანეს ძე ფიფინაშვილს ქუთაისის საოლქო სასამართლოს წევრობის 25 წელი შეუსრულდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს თბილისში ჩამოსულმა სამხედრო სასწავლებლის პედაგოგიური მუზეუმის დირექტორმა გ. მ. მაკაროვმა კადეტთა კორპუსი დაათვალიერა.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წლის 2 დეკემბერს საქართველოს ყოფილი ეგზარქოსი ფლაბიანე ხარკოვში გაემგზავრა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ამიერკავკასიის სამთო სამმართველოს უფროსი შოსტაკი სოფელ გლდანში წავიდა იქ აღმოჩენილი ოქროს მადნის გამოსაკვლევად.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს თბილისის გუბერნატორის განკარგულებით, 1100-ე სისხლის სამართლის წესდების თანახმად, თბილისის მოქალაქეთა მოურავის თანამდებობის აღმასრულებელი ე. ედიგაროვი სამსახურიდან დაითხოვეს,რადგან პასუხისგებაში იყო მიცემული. ახალ არჩევნებამდე თანამდებობის აღსრულება ობოლთა სასამართლოს წევრსა და მოქალაქეთა დეპუტატ თ. ი. ასატოვს დაევალა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901-03 წლებში ტარასი იოანეს ძე მორჩაძე სოფ. კუშუბაურის მაცხოვრის ჯვარცმის ეკლესიის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წლის 17 ნოემბერს იაპონიის ქვეშევრდომი გეოლოგი ს. ოტცუკი, კავკასიაში ნავთის წარმოების საქმის შესასწავლად გამოგზავნილი, თბილისიდან ბათუმში წავიდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს კავკასიის წყლების ინსპექტორი პეტროვი მუღანის მინდვრებში გაემგზავრა წყლის გამოსაყვანი სამუშაოს დასათვალიერებლად.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს სახელმწიფო საგლეხო ბანკის მმართველის თანაშემწე სასნოვსკი თბილისში ჩამოვიდა ცხოვრების პირობების შესასწავლად. მან საჭიროდ ცნო, აქ გაეხსნათ ბანკის განყოფილება.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს ლუკა მათეს ძე ბახტაძე სოფ. მათხოჯის წმ. ვასილის ეკლესიის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს, უმაღლესი მთავრობის განკარგულებით, კავკასიის მთავარმართლებლის თანაშემწე, გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ფრეზე 28 დღით სამსახურიდან გათავისუფლდა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს უმაღლესი მთავრობის განკარგულებით მილიციის პრაპორშიკი ბიჭია გიორგობიანი ოჯახის საქმეების გამო სამსახურიდან დაითხოვეს.

