რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი მზარდობით
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს ივანე ლეჟავა იყო სოფელ დიდი ჯიხაიშის წიგნსაცავ-სამკითხველოს მმართველი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს სოფელ დიდ ჯიხაიშის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს თანხა შესწირეს ექვთიმე ტარიელის ძე მურღულიამ, ლუკა ტარიელის ძე მურღულიამ და ლუკა ვასილის ძე ესებუამ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს თბილისის საპატიმროში გაჩნდა ყვავილი, ამიტომ გუბერნიის ექიმმა თ. ც. ქიქოძემ იქაურობა დაათვალიერა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს დიმიტრი ამაშუკელმა გაზეთ „ცნობის ფურცელში" მადლობა გადაუხადა მათ, ვინც სოფელ ამაშუკეთის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს შემწეობა აღმოუჩინა: რომანოზ სპირიდონის ძე ფანცხავას, ნადია ჭიჭინაძეს, ქეთევან ორჯონიკიძეს, ლიზა კიკნაძეს, მატრონა ბოკერიას.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს სომხურმა, ქართულმა და რუსულმა თეატრებმა გაბრიელ სუნდუკიანცის პიესის „პეპოს“ პრემიერის 30 წლის იუბილე იზეიმეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს საექსპორტო კომისიამ, რომლის თავმჯდომარე იყო გრიგოლ ალიბეგოვი, დაათვალიერა ადელხანოვის ქარხანა და ფაბრიკა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს ცხინვალის ქსენონის გამგე ექიმი ცისკარიშვილი გუბერნატორის განკარგულებით თელავის მაზრის ექიმად დაინიშნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს სოფელ ერკეთის სახალხო სამკითხველოს ფული შესწირეს გ. კალანდაძემ, ამბაკო კეკელიძემ, კ. ზ. კეკელიძემ, მ. ლ. კეკელიძემ, ს. მგალობლიშვილმა, გიორგი ლ. ჯორჯაძემ, ვახტანგ მგალობლიშვილმა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს სოფელ ერკეთის სახალხო სამკითხველოს ფული შესწირეს ქიშვარდი ივანეს ძე თოდრიამ, იგორ ს. თოდრიამ, ნ. კეკელიძემ, ფრიდონ შარაშიძემ, კ. მგალობლიშვილმა, ვლ. შარაშიძემ, ალ. კალანდაძემ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს საუფლისწულო უწყების სარდაფის მმართველი გოგოლ-იანოვსკი უწყების სამმართველოს განკარგულებით საუკეთესო სისტემის სეტყვის ზარბაზნების (მარტირები) სანახავად ლიონში, სეტყვის წინააღმდეგ მებრძოლთა კრებაზე, გაემგზავრა.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წელს ამიერკავკასიის სამრევლო სკოლების ზედამხედველი ივანე ვოსტორგოვი სამსახურებრივი საქმის გამო პეტერბურგში გაემგზავრა.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წელს პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნდნენ ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი კონტროლიორი ნ. ვ. ვლადიმიროვი და ფინანსთა საბჭოს წევრი ა. ს. ტრიროგოვი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ფოსტა-ტელეგრაფის უფროსი ლინდენი საფოსტო განყოფილების მოსაწყობად წავიდა გაგრაში, სადაც სანატორიუმი შენდებოდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 22 დეკემბერს დაიგეგმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ კონცერტი თბილისის საკრებულოს დარბაზში. კონცერტის მოთავე იყო ოლღა ჭავჭავაძისა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901-17 წლებში პოლიევქტო რომანოზის ძე ვარდოსანიძე ობჩის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901-17 წლებში სამსონ პავლეს ძე აფხაიძე რიონის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს თბილისის საბჭოს საფინანსო კომისიამ სტეფანოვსა და ისტამანოვთან ერთად დაათვალიერა ქალთა სიფილისური საავადმყოფო და დაადგინა, რომ საავადმყოფოს შენობის კაპიტალური რემონტი უსარგებლო იყო.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წელს ამიერკავკასიის სამრევლო სკოლების ზედამხედველი ივანე ვოსტორგოვი პეტერბურგში გაემგზავრა.

