საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82201

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილმა ქართული დრამატული საზოგადოების დასისთვის შეკრიბა ახალი ნიჭიერი მსახიობები. მისი სახელი ქართული სცენის ისტორიაში არავის დაავიწყდებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი იყო პირველი, რომელმაც 1878 წელს განაახლა ქართული დრამატული ამხანაგობის მუშაობა სცენაზე და პირველ წლებში დასს დროებითი კომიტეტის დახმარებით ხელმძღვანელობდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 15 იანვარს ქართული დრამატული ამხანაგობის ხაზინადრის მდივნად ვასილ სულხანიშვილი აირჩიეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 15 იანვარს ქართული დრამატული ამხანაგობის ხაზინადრად აირჩიეს იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 15 იანვარს ქართული დრამატული ამხანაგობის ახალი მმართველობის კრებაზე თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს დავით გიორგის ძე ერისთავი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 15 იანვარს ქართული დრამატული ამხანაგობის ახალი მმართველობის კრებაზე თავმჯდომარედ აირჩიეს გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ბაღდასარ ბაღდოევი ფლობდა სავაჭრო სახლს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ბაღდასარ ბაღდოევი იყო ბანკირი.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 12 ოქტომბერს მიხეილ რომანოვმა მადლობა გადაუხადა გორის მმართველს, თ. ერისთავს, იმის გამო, რომ ის სამაგალითოდ მართავდა თავის გამგეობას.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 12 ოქტომბერს მიხეილ რომანოვმა მადლობა გადაუხადა „მთის ოკრუგის“ მმართველ გრიგოროვს იმის გამო, რომ ის სამაგალითოდ მართავდა თავის გამგეობას.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მედიცინის დოქტორი მოსე ანთიმოზის ძე კალანდარიშვილი თბილისის სამხედრო სკოლის უფროსი ექიმი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ხატისოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს მისწერა, რომ სომხეთის მთავრობა გულგრილი ვერ დარჩებოდა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერთა შორის 23 ნოემბრის ხელშეკრულების დარღვევის ფაქტის მიმართ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 30 დეკემბერს საქართველოში მყოფი აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენლის მოადგილე ვექილოვი შეხვდა მოკავშირე ქვეყნების უმაღლეს კომისარს ამიერკავკასიაში, პოლკოვნიკ ჰასკელს და ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შესახებ.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 30 დეკემბერს დამფუძნებელ კრებაზე მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ სამხედრო მინისტრად დაინიშნა გრიგოლ ლორთქიფანიძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სოფ. ლეღვნის მოსახლეობამ დასკალ, ყარამან და ვლადიმერ მაღრაძეები სკოლისთვის მიწის შეწირვის გამო წვრილი სასოფლო ხარჯებისგან გაათავისუფლა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს სოფ. ლეღვანში სკოლის აშენების დროს ი. რ. მაისურაძემ მოსახლეობას ორსართულიანი ქვის შენობის აშენება ურჩია და საჭირო მასალებით დაეხმარებას შეჰპირდა. საზოგადოებამ შემოთავაზებაზე უარი განაცხადა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს გაზეთ „კვალის“ ნომრები ექვთიმე ივანეს ძე ხელაძის სტამბაში იბეჭდებოდა.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 9 ივლისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ბაჩანას მოთხრობა „მოღალატე ძაღლი“. 

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 9 ივლისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ივანე გომართელის „ჯავახეთი და ჯავახელნის“ დასკვნითი ნაწილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნებული ალ. საღარეიშვილის სტატიის მიხედვით, სოფ. თამაკონის პირველდაწყებითი სკოლის მასწავლებლები მოსახლეობას ვენახის მოვლას ასწავლიდნენ.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 9 ივლისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა იროდიონ ევდოშვილის ლექსი „მტერი ამბობს“.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნებული ალ. საღარეიშვილის სტატიის მიხედვით, სოფ. თამაკონის პირველდაწყებითი სკოლის მოსწავლეებს უფასოდ დარიგებული ნერგებითა და თესლებით თავიანთ ბაღებში საუკეთესო ჯიშის ხეხილის მოშენება და ამ საქმეში მეზობლების დახმარება ევალებოდათ.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის ზაფხულში ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორმა, ალექსანდრე გარსევანიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას 20 აგვისტოდან სამსახურიდან გათავისუფლება სთხოვა. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის ზაფხულში ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორმა, ალექსანდრე გარსევანიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას 20 აგვისტოდან სამსახურიდან განთავისუფლება სთხოვა. გამგეობამ დააკმაყოფილა.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წელს კირილე პეტრეს ძე იანოვსკი კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი იყო.