რეგისტრირებული ფაქტები92302
სორტირება თარიღი მზარდობით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს აბაშის 120-მა მცხოვრებმა სამარხი სალარო დააარსა, რომლის გამგეებადაც ფ. დგებუაძე და ბ. ხუსკივაძე აირჩიეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ილია ჭავჭავაძე ილია წინამძღვრიშვილთან ერთად თავადაზნაურობის მიერ დიდუბეში მოწყობილ გამოფენაზე მიხეილ ჯავახიშვილს შეხვდა.
1901
ტიპი: მფლობელობა
1901 წელს ილია ჭავჭავაძემ ბარბარე ღვინიაშვილისგან თბილისში, ანდრეევის ქ. №22-ში, მდებარე სახლი შეიძინა და გაარემონტა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის გაზაფხულზე ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიის“ გამოცემის უფლების ალექსანდრე სარაჯიშვილისთვის გადასაცემად შუამდგომლობისთვის კავკასიის ბეჭდვითი სიტყვის მთავარ სამმართველოს მიმართა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901-16 წლებში ილია ლეონტის ძე გიორგიძე სოფ. ალისმერეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901-11 წლებში სერაპიონ ნიკოლოზის ძე ჩიხლაძე სოფ. აჭარის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901-1903 წლებში ბიქტორ იოსების ძე ენუქიძე ველევის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: ორგანიზაცია
1901 წელს ნოე რამიშვილი სტუდენტობის პერიოდში (ტარტუს უნივერსიტეტი) სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში გაწევრიანდა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901-1902 წლებში ნესტორ იოსების ძე გვენცაძე ტბეთის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წელს პეტერბურგიდან კავკასიაში ჩამოვიდა კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი კირილე იანოვსკი.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს თბილისის მაზრის უფროსის თანაშემწე კოტოვიჩი ბორჩალოს მაზრის უფროსად დაინიშნა.
1901
ტიპი: გარდაცვალება
1901 წელს გარდაიცვალა ივანე ჯაჯანაშვილი, რომელიც მოღვაწეობდა ქართულ სცენაზე და „კავთელის" ფსევდონიმით წერდა გაზეთებში: „თეატრი", „ცნობის ფურცელი", „ივერია".
1901
ტიპი: თანამდებობა
კავკასიის მთავარმართებლის ბრძანებით, 1901 წელს ქალაქ სოხუმის პოლიციის ბოქაული რიაზანცევი სოხუმის ოლქის კოდორის ნაწილის უფროსად დაინიშნა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის განკარგულებით ყუბანის ოლქის განყოფილების გადასახადთა ინსპექტორი ვირსალაძე ერევნის გუბერნიის ალექსანდროპოლის განყოფილების გადასახადთა ინსპექტორად გადაიყვანეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის განკარგულებით ვიტებსკის ოლქის სასამართლო პროკურორი რუაძე კიევის პალატის სამოსამართლო პალატის პროკურორის თანაშემწედ დაინიშნა.

