საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82201

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ ბაქოს განყოფილებაში ფუნქციონირებდა სამშენებლო ბიურო, სამეურნეო და სასკოლო კომისია, ასევე დრამატული და სამხედრო კომიტეტი.

1900

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1900 წელს მუშა მიხა ციცაგს ნიკო სოსაძის სამიკიტნოში ვალის სრულად გადაუხდელობის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 15 ივლისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ელიავას სტატია „ჩვენებური საქმიანობის ორი მაგალითი“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გაზეთ „კვალის“ ნომრები კ. მარტიროსიანცის სტამბაში იბეჭდებოდა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894-1899 წლებში გაზეთ „კვალის“ ნომრები იბეჭდებოდა მ. დ. როტინიანცის სტამბაში.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს კ. მარტიროსიანცის სტამბა ვანის დიდ ქუჩაზე მდებარეობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკიტა ოსიფის ძე ემინი იკვლევდა, სწავლობდა და ერთმანეთს ადარებდა ქართულ და სომხურ ისტორიულ წყაროებს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 16 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ 17 მარტს თბილისის ქალაქის საბჭოს ახალ კრებას უნდა განეხილა ხმოსან იოანესიანის მოსაზრება, რომ ქალაქის სამდივნოსთვის მიენდოთ რეპორტიორების ანგარიშის შესწორება საბჭოს კრების შესახებ.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თელავის შემნახველ–გამსესხებელი საზოგადოების მრჩეველი წევრი იყო დ. ნ. ქადაგიძე.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კ. ი. გლურჯიძე იყო თელავის შემნახველ–გამსესხებელი საზოგადოების გამგეობის წევრი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, აფხაზეთის დეკანოზი იყო დავით მაჭავარიანი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, საქართველოს ეპარქიის სამზრუნველოს მდივანი იყო სოლომონ გაბრიელის ძე ჩიტაძე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა საქართველოს ეპარქიის სამზრუნველოს განცხადება, რომ ვისაც სურდა დეკანოზ დავით მაჭავარიანის რუსულიდან ქართული თარგმანის „სასწავლებელი კეთილმსახურებისას“ შეძენა უნდა მიემართათ სოლომონ გაბრიელის ძე ჩიტაძისთვის.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა საქართველოს ეპარქიის სამზრუნველოს განცხადება, რომ დაიბეჭდა და სამ ნაწილად გამოიცა დეკანოზ დავით მაჭავარიანის მიერ რუსულიდან ქართულად თარგმნილი „სასწავლებელი კეთილმსახურებისა“. სამივე ნაწილის საფასური იყო ცხრამეტი შაური და ერთი კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ ხონში, ფოსტის პირდაპირ, ნესტორ იოსების ძე წერეთლის ახლად გახსნილ წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ყველანაირი ქართული, რუსული სახელმძღვანელოები და საკანცელარიო ნივთები.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის სხდომებს ვლადიმერ ახობაძე 22-ჯერ დაესწრო, კონსტანტინე ლორთქიფანიძე კი — 3-ჯერ. 

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის სხდომებს ევსევი ჩიხლაძე და რაჟდენ ნაცვლიშვილი 20-ჯერ დაესწრნენ.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წელს ლეონტი გრიგორაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის სხდომებს მიხეილ კალანდარიშვილი 16-ჯერ დაესწრო, ივანე თურქია კი — 23-ჯერ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის სხდომებს ვასილ ხუჭუა 26-ჯერ დაესწრო, ალექსანდრე გოცირიძე კი — 22-ჯერ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის სხდომებს სვიმონ კვიტაშვილი 26-ჯერ დაესწრო, დავით თედეშვილი — 24-ჯერ, პავლე ქარუმიძე კი — 13-ჯერ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, იასონ გაბილაიამ ლანჩხუთში ლექცია წაიკითხა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვლადიმერ მიქელაძის თანამოაზრეების მიერ დარიგებულ ბიულეტინებში ივლიანე ანჯაფარიძის სახელიც უნებართვოდ იყო მოხსენიებული.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წელს დავით ზაქარიას ძე ელერდოვი, ნიკოლოზ სვიმონის ძე ბაშარული, ზაქარია სვიმონის ძე მესხიევი, ალექსი გიორგის ძე დიდებაშვილი, ივანე ივანეს ძე ფიცხელაური, გიორგი ზაქარიას ძე სხირტლაძე, სპირიდონ პეტრეს ძე სხირტლაძე და ზაალ დავითის ძე მჭედლიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამარცელებელი საზოგადოების ვლადიკავკაზის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ. 

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წელს გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე და გრიგოლ მიხეილის ძე ბურდული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამარცელებელი საზოგადოების ვლადიკავკაზის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.