რეგისტრირებული ფაქტები82201
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1908
ტიპი: ორგანიზაცია
1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრებმა – ალექსი დიდებაშვილმა, ალექსანდრე დეკანოზიშვილმა, ნიკოლოზ დიასამიძემ, ფილიმონ დავიდენკომ, მიხეილ ვარსიმაშვილმა, გლახა ვარდაშევმა, იაკობ ზედგენიძემ და გიორგი კალანდარიშვილმა – საწევრო, 3 მანეთი, გადაიხადეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის ოქტომბერში ფოთში მასწავლებელ პეტრე ქუთათელაძის თაოსნობით აირჩიეს კომისია, რომელსაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლა უნდა დაეარსებინა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კალისტრატე ნიკოლოზ ძე ჩიკვაიძე ნაფიცი ვექილი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 ოქტომბერს საოლქო სასამართლომ ილარიონ ზაქარაიას საქმე განიხილა. მას 5 წლით კატორღა მიუსაჯეს.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თათარიშვილს გენერალ იგუმენოვის გაძარცვას აბრალებდნენ.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, რაჟდენ ვაჭრიძე უწინ გაზეთ „მნათობის“ რედაქტორი იყო.
1908
ტიპი: ორგანიზაცია
1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე ტიტე კახიძე იყო, 136 წევრი ჰყავდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ნოემბერს თბილისის სამოსამართლო პალატაში პეტრე ემუხვარის საქმე უნდა განეხილათ.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ძუკუ შავდიას 6 წელი კატორღა ჰქონდა მისჯილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 ოქტომბერს გრიგოლ გაჩავა ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან ბათუმის ციხეში გაგზავნეს. იქ მისი საქმე თბილისის სამოსამართლო პალატის სესიაზე უნდა განეხილათ.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის ზაფხულში ჭიათურაში გაიხსნა ტექნიკური კურსები, რომელსაც მარკოვსკი ხელმძღვანელობდა. მარკოვსკის ხელფასს შავი ქვის მრეწველთა საბჭო უხდიდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 28 ივნისს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა ერთი ნაწილი ბერლინის ფინანსისტების ჯგუფთან გაერთიანებას აპირებდა. ამ საქმის მეთაური დ. ბაქრაძე იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის ივლისში ბათუმის ქალაქის საბჭოში არჩევნების დროს მომხდარი დარღვევის გამო ქუთაისის გუბერნიის ქალაქის საქმეთა საკრებულომ სასამართლოს გადასცა ვოლსკი და ის ხმოსნები, რომლებმაც მისი თავმჯდომარეობით მონაწილეობა მიიღეს კენჭისყრაში.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 17 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ფურცლებზე სოლომონ მიქელაძემ განაცხადა, რომ მისი სახელი უნებართვოდ იყო ჩაწერილი სახელმწიფო სათათბიროს წევრთა ამომრჩევლების სიაში.
1908
ტიპი: ორგანიზაცია
1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრებმა – გაბრიელ კოკაშვილმა, დავით მოზდოკელოვმა, ივანე მრევლიშვილმა, ივანე ნადიბაიძემ, ალექსი ნავროზაშვილმა, დავით ნადიბაიძემ და გრიგოლ ვარდაშევმა – საწევრო, 3 მანეთი, გადაიხადეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ჩოხატაურის ბოქაულმა თანაშემწესა და ორმოცამდე დარაჯთან ერთად სოფ. ფარცხმაში ღამით ერთი მოსახლე გაჩხრიკეს. იქ ყაჩაღი ფ. ბერძენიშვილი ეგულებოდათ, მაგრამ ვერ შეასწრეს.
1879
ტიპი: გარდაცვალება
1879 წლის 7 მარტის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ბესარიონ ლევანის ძე ღოღობერიძისადმი მიძღვნილი ნეკროლოგი.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალ „ივერიის“ ცნობით თ. ნ. ჩოლოყაშვილი თელავის მაზრის უფროსი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 20 ოქტომბერს ქართულ თეატრში ალექსანდრე იმედაშვილის ნათარგმნი ორმოქმედებიანი პიესა „დრამა ტელეფონთან“ უნდა წარმოედგინათ.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, ივანე ბარაშვილი, ვლადიმერ ამაშუკელი და დავით ბენდელიანი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ირაკლი თოფურიძე სენაკის მაზრის საარჩევნო კრების თავმჯდომარე იყო.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, არტემ ახობაძე, ვასილ ახვლედიანი და ივანე აბაშიძე საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პეტრე ემუხვარს გენერალ იგუმენოვის გაძარცვას აბრალებდნენ.