საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87847

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს მთის ინჟინერთა კორპუსის წარმომადგენელი, სასამართლოს მრჩეველი გერმანე ვილჰელმის ძე აბიხი კავკასიის გუბერნიის სამმართველოს თანამშრომელი იყო.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს სამხედრო საბჭოს წევრები: სერგეი ვიქტორის ძე კოჩუბეი, ალექსი თეოდორეს ძე კრუზენშტერნი და კოლეგიის მრჩეველი დიმიტრი დიმიტრის ძე რიზო კავკასიის გუბერნატორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოხელეებად მუშაობდნენ.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს ტიტულოვანი მრჩეველები: ვასილი პავლეს ძე ალექსანდროვსკი და სერგეი პეტრეს ძე სოკოვნინი კავკასიის გუბერნიის უმცროს მრჩევლებად მუშაობდნენ.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ევსევი ნიკოლაძე ქუთაისის საეპარქიო ქალთა სასწავლებელში მასწავლებლად მიიწვიეს.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს ევსევი ბარნაბას ძე ნიკოლაძემ პეტერბურგის აკადემია დაამთავრა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ეპისკოპოსმა დავითმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ სრული მოხსენება დაბეჭდა რუსულ ენაზე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 ოქტომბერს თეატრ „რადიუმში“ იასონ გაბილაიას უნდა წაეკითხა ლექცია „დანია, როგორც სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციების სამეფო“.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მეან-გინეკოლოგი იოსებ ნიკოლოზის ძე თუმანიშვილი მიხეილ გედევანიშვილის კერძო კლინიკაში მუშაობდა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ექიმი დავით ალექსანდრეს ძე გედევანიშვილი მიხეილ გედევანიშვილის კერძო კლინიკაში მუშაობდა. 

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვარლამ ლევანის ძე გელოვანი ნაფიცი ვექილი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 ოქტომბრის ქუთაისის არჩევნებში ლეო ნათაძემ კიტა აბაშიძეზე მეტი ხმა მიიღო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 ნოემბერს ქუთაისში თბილისის სამოსამართლო პალატის სესიას არტემ გვაზავას საქმე უნდა განეხილა. იგი თბილისის ნაფიც ვექილს, გიორგი გვაზავას უნდა დაეცვა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 30 ოქტომბერს კოჯალა ყოლბაია საგუბერნიო სატუსაღოდან ზუგდიდის სამაზრო სატუსაღოში უნდა გაეგზავნათ.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 19 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, რადიონ კოხრეიძეს სასამართლოს წევრების შეურაცხყოფა ედებოდა ბრალად. 

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ყელ-ყურის ექიმი ნ. ა. მულინი მიხეილ გედევანიშვილის კერძო კლინიკაში მუშაობდა. 

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს გასტროენტეროლოგი ა. ა. ბელოგოლოვი მიხეილ გედევანიშვილის კერძო კლინიკაში მუშაობდა. 

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, ალექსანდრე კანდელაკი, სვიმონ კვიტაშვილი და სევერიან კეთილაძე საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბენიამინ კონტრიძე, მეთოდე კაკაბაძე და ექვთიმე კვაჭაძე საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, არჩილ იაქაშვილი, ნესტორ იმნაიშვილი და ექვთიმე კობერიძე საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვალერიან შალიკაშვილის პიესის, „მოჭრილი მუხის“ კავკასიის სცენებზე დადგმის ნებართვა გასცეს.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, გიორგი თვალავაძე, პოლიკარპე თალაკვაძე და ისმაილ იაშვილი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, ალექსანდრე ვაშაკიძე, ვლადიმერ ვაშაკიძე და კოსტანტინე ვაშაკიძე საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 ოქტომბერს თეატრ „რადიუმში“ ალექსანდრე ჯანელიძეს ეროვნული შემოქმედებისა და ეროვნული ბრძოლის შესახებ ორი კვირის წინ დაწყებული ლექციის კითხვა უნდა დაესრულებინა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, ვლადიმერ თურქია, დავით თედეშვილი და სამსონ თოფურია საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 ოქტომბერს ქუთაისის საოლქო სასამართლომ კონსტანტინე ერისთავის საქმე განიხილა. მას ორი წლითა და რვა თვით გამოსასწორებელ რაზმში ყოფნა მიუსაჯეს.