რეგისტრირებული ფაქტები87845
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში საღამოს კურსების დაარსებისა და თეატრალური წარმოდგენების გამართვის მიზანი ბაქოელ ქართველებს შორის განათლების გავრცელება და ეროვნული ინტერესების განმტკიცება იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე აღნიშნეს, რომ ბაქოს განყოფილების გამგეობა საზოგადოების სკოლისა და სამკითხველოსთვის სამშენებლო ადგილის მოპოვებას ცდილობდა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, რაჟდენ კირცხალია სენაკის სამაზრო სატუსაღოში მოათავსეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოების ბაქოს განყოფილების სკოლა მოსწავლეებში ქართული ეროვნული ინტერესების განმტკიცებას ხუთი წლის მანძილზე ემსახურებოდა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის ოქტომბერში მ. არსენიძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს იოსებ დიდია ნახიჩევანის უმაღლესი პირველდაწყებითი სკოლის მასწავლებელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ნადეჟდა დავითის ასული ხიზანიშვილი ბათუმის მარინეს სახელობის გიმნაზიაში მასწავლებლად მუშაობდა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, იოსებ ცაბაძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბიქტორ კედიას ზუგდიდის სამაზრო საკრებულოში ყალბი საბუთების შედგენისთვის ორ წელიწად-ნახევრით გამოსასწორებელ რაზმში ყოფნა მიუსაჯეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის პირველ ივნისს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების კრებას საზოგადოების 70-მდე წევრი დაესწრო.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის პირველ ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში გამართულ კრებაზე ვლადიმერ ახობაძე გამგეობის მდივნად აირჩიეს.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, ნიკოლოზ მაჭავარიანი და გრიგოლ ყაზახაშვილი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე აღნიშნეს, რომ იაკობ მანსვეტაშვილმა ბაქოს განყოფილებაში საზოგადოების სკოლის მშენებლობას ჩაუყარა საძირკველი.
1849
ტიპი: თანამდებობა
1849 წელს პოდპოლკოვნიკი იოსებ გაბრიელის ძე გოლაძე კავკასიის გუბერნიაში გამშვები პუნქტის საკარანტინო ზონის განსაკუთრებულ საქმეთა მოხელედ მუშაობდა.
1849
ტიპი: თანამდებობა
1849 წელს უმცროსი მრჩეველი იური თეოდორეს ძე ახვერდოვი კავკასიის გუბერნიაში გამშვები პუნქტის საკარანტინო ზონის განსაკუთრებულ საქმეთა მოხელედ მუშაობდა.

