რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი მზარდობით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 15 მაისს პეტრე მირიანაშვილმა საზოგადოებას მოახსენა, რომ იმავე წლის პირველ მაისს ტირაჟში გამოვიდა სახელმწიფო საადგილმამულო-სათავადაზნაურო ბანკის მომგებიანი ფურცელი N8933/19.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 15 მაისის ოქმში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს პეტრე მირიანაშვილის მოხსენება საზოგადოების ხარჯთაღრიცხვის შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 15 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-19 სხდომას დაესწრნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი და ვალერიან ლორთქიფანიძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 15 მაისს ივანე რატიშვილსა და ვალერიან ლორთქიფანიძეს ბათუმის სკოლების შემოწმება დაევალათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 15 მაისს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ქუთაისის, ბათუმის, სენაკისა და ვლადიკავკაზის სკოლების შემოწმება სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 15 მაისს თონეთის სკოლის მასწავლებელმა ლავრენტი აგლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, სკოლისთვის უსასყიდლოდ მიეცათ 8.60 მანეთის ღირებულების საკანცელარიო ნივთები: 80-80 ცალი ქართულისა და რუსულის რვეულები, სახატავი რვეული, კალმები და შავი მელნის ფხვნილი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 15 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა მოსე ჯანაშვილს წიგნებზე მუშაობისთვის 34.62 მანეთი გადაუხადეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 15 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით თონეთის სკოლას 8.60 მანეთის ღირებულების საკანცელარიო ნივთები გაუგზავნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 15 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-19 სხდომას დაესწრნენ ივანე რატიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, დავით კარიჭაშვილი და გრიგოლ ყიფშიძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 15 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა რაფიელ ისარლიშვილის მოხსენებაზე საპასუხო წერილის დაწერა პეტრე მირიანაშვილსა და ექვთიმე თაყაიშვილს დაავალეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 19 მაისს ილია ჭავჭავაძე აღმოსავლეთ ქვეყნების შემსწავლელი საზოგადოების თბილისის განყოფილების კრებას დაესწრო.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
აბგარ არშაკის ძე არუთიუნოვი დაიბადა 1901 წლის 20 მაისს ქალაქ შულავერში, ბორჩალოს მაზრა, თბილისის გუბერნია.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა იაკობ გოგებაშვილს „დედა ენის“ გაყიდვით მიღებული 300 მანეთი გადასცეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ბეგოიძეს ჯამაგირი მოუმატეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა პეტრე მირიანაშვილს 75 მანეთი გადაუხადეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ალექსანდრე როინაშვილის ქვრივს, ელისაბედ როინაშვილს 20 მანეთი გადასცეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 22 მაისს გიორგი ჯავახიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, მისთვის ჟურნალ „ცისკრის“ რამდენიმე ნომერი ეთხოვებინათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა პეტრე მირიანაშვილს ქუთაისის სკოლების შემოწმებაზე გაწეული შრომისთვის 10 მანეთი გადაუხადეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის გამგის პედაგოგიური რჩევები განსახილველად იაკობ გოგებაშვილს გადასცეს და აზრის გამოთქმა სთხოვეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს ანასტასია წერეთლის მოხსენება მასწავლებელთა გადასამზადებელი კურსების გამართვის შესახებ.

