საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87845

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც თბილისის პირველ სახალხო ბიბლიოთეკას 1901 წლის მაისში სამკითხველოს გამგის ჯამაგირისთვის გაცემული ჰქონდა 20. 00 მანეთი, მსახურის ჯამაგირისთვის – 2. 00, წიგნებისთვის — 1.21, წვრილმანი ხარჯებისთვის კი – 1.34 მანეთი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც თბილისის მე-2 სახალხო ბიბლიოთეკას 1901 წლის მაისში ნაშთის სახით 28.45 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც თბილისის მე-2 სახალხო ბიბლიოთეკას 1901 წლის მაისში საზოგადოებისგან 15 მანეთი ჰქონდა მიღებული, მკითხველებისგან – 1. 10, ქალაქის გამგეობისგან კი – 100 მანეთი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც თბილისის მე-2 სახალხო ბიბლიოთეკას 1901 წლის მაისში სამკითხველოს ქირისთვის გაღებული ჰქონდა 10.00 მანეთი, გამგის ჯამაგირისთვის – 15, მსახურის ჯამაგირისთვის – 0.40, წვრილმანი ხარჯებისთვის კი – 0.61 მანეთი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ეკატერინე ვაჩნაძის ყულაბაში 3.19 მანეთი ნახეს. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს პეტრე მირიანაშვილის მოხსენება ეკატერინე ვაჩნაძის N147 ყულაბის გახსნის შესახებ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელმოწერით დაადასტურა, რომ თბილისის მე-2 სახალხო ბიბლიოთეკას 1901 წლის პირველ აპრილს გაღებული ჰქონდა სამკითხველოს ქირისთვის – 8 მანეთი, გამგის ჯამაგირისთვის – 15 და შესაწევრისთვის – 10, მსახურის ჯამაგირისთვის – 1.50, წვრილმანი ხარჯებისთვის კი – 1.09 მანეთი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს პეტრე მირიანაშვილის მიმართვა, კრების სექტემბერში გადადების მიუხედავად, მას და მის თანაშემწეს ყოველთვიური ჯამაგირი აეღოთ. მისი თხოვნა არ დაკმაყოფილდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 5 ივნისს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას განუცხადა, რომ იანვრიდან „დედა ენა“ განახლებული ტირაჟით დაიბეჭდებოდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით დიტიატკოვსკის ქაღალდის მაღაზიას 13.60 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 7 ივნისს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების სადგომში კავკასიის გამოფენის კომისრის, იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ სხდომაზე თავმჯდომარემ კომიტეტს გააცნო ინჟინერ რაგოლერის განცხადება გამოფენის პავილიონის ელექტრონით განათების შესახებ.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 7 ივნისს გაიმართა დრამატული საზოგადოების წევრთა კრება. საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე იყო ვასილ სულხანიშვილი.

1901

ტიპი: ნასამართლეობა

1901 წლის 7 ივნისს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის განყოფილებამ განიხილა ამიერკავკასიის რკინიგზის მოხელეების საქმე, რომელთა დაუდევრობით ძეგვის ხიდიდან გადავარდა ლოკომოტივი და მძიმედ დაშავდა დარაჯი პავლე იაძე.

1901

ტიპი: ნასამართლეობა

1901 წლის 7 ივნისს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის განყოფილებამ განიხილა ამიერკავკასიის რკინიგზის მოხელის, ზუგდიდის მაზრის სოფელ კირუხის მცხოვრებ კონსტანტინე გრიგოლის ძე სახურიას, ოქროპირ ჯავახიშვილისა და თევდორე ნაგელის საქმე, რომელთაც ბრალად ედებოდათ სამუშაოს არაკეთილსინდისიერი შესრულება, რის გამოც ძეგვის ხიდიდან ლოკომოტივი და ცამეტი ვაგონი გადაცვივდა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 10 ივნისს მოსე კალანდარიშვილი ვლადიკავკაზის სკოლის კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 11 ივნისის სხდომაზე გეოგრაფიული საზოგადოების კომიტეტმა გადაწყვიტა, გამოეცა ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს აღწერა". მისი თარგმნა მოსე ჯანაშვილს დაავალეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 23-ე სხდომას დაესწრნენ: პეტრე მირიანაშვილი, ივანე ზურაბიშვილი და კიტა აბაშიძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 23-ე სხდომას დაესწრნენ: ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი და იაკობ გოგებაშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 12 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, ალექსანდრე ჭყონიამ პეტრე მირიანაშვილს პირველ სექტემბრამდე კრილოვის არაკების 1200 ეგზემპლარის დაებეჭდვა დაავალა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 12 ივნისს ალექსანდრე ჭყონიამ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას. 5-დან 12 ივნისამდე საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის განსაზღვრული ჰქონდა 11446. 34 მან., სათადარიგოდ – 9605, წიგნებისთვის კი – 1458. 98 მანეთი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 23-ე სხდომას ალექსანდრე ჭყონია ხელმძღვანელობდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე როინაშვილის ქვრივის, ელისაბედის თხოვნა შესაწევრის გაზრდის თაობაზე.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს ხიზაბავრის კათოლიკური ეკლესიის მრევლის თხოვნა, ეზრუნათ ხიზაბავრაში სამკითხველოს გახსნაზე. ფაქტი ხელმოწერით ალექსანდრე ჭყონიამ დაადასტურა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 12 ივნისს ალექსანდრე ჭყონიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით გრიგოლ ნათაძეს ტელეგრამისთვის 0. 50 კაპიკი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს პეტრე მირიანაშვილის მოხსენება კრილოვის მოთხრობების გამოცემის თაობაზე. საზოგადოებას 20 წიგნი ჰქონდა დარჩენილი.