რეგისტრირებული ფაქტები87845
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის თებერვალში ექიმ ნავასარდიანის კლინიკაში შინაგან და ბავშვთა დაავადებებს მკურნალობდა ა. კარაპეტიანცი.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ლეონტი გოცირიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ქართული სკოლის ექიმი იყო.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის თებერვალში მიხა მებაღიშვილი მისმა შვილმა, რაჟდენ მებაღიშვილმა ჩამომხრჩვალი იპოვა. როგორც გაირკვა, იქამდე მიხა მებაღიშვილი უაქციზოდ არყის გამოხდაში გამოიჭირეს და აუკრძალეს. ვარაუდობდნენ, რომ ეს გახდა თვითმკვლელობის მიზეზი.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის თებერვალში ექიმ ნავასარდიანის კლინიკაში შინაგან, ნერვულ და ბავშვთა დაავადებებს მკურნალობდა ა. პუგინოვი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველმა კომიტეტმა მხატვარ გიორგი გაბაშვილს მიუნხენელ მოქანდაკეებთან დიმიტრი ყიფიანის ძეგლის გაკეთების თაობაზე მოლაპარაკებების წარმოება დაავალა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის თებერვალში ექიმ ნავასარდიანის კლინიკაში ქალთა და ბავშვთა დაავადებებს მკურნალობდა ა. დუნაევა-რუდენკო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის თებერვალში მთავრობის განკარგულებით ბათუმის სასწავლებლის ინსპექტორი მაჭავარიანი სტავროპოლის სასწავლებლის პედაგოგად დაინიშნა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის თებერვალში ექიმ ნავასარდიანის კლინიკაში ყელის, ცხვირისა და გულმკერდის დაავადებებს მკურნალობდა ი. პროტასევიჩი.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის 27 ოქტომბერს ნიკო ქადაგიშვილს მეუღლის მკვლელობისთვის სასამართლომ 2 წლითა და 4 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10-11 მაისს ილია გოგიას ორგანიზებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს ქართულ სკოლაში აკაკი წერეთლის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 5 ნოემბერს ხონის მოვაჭრეებმა ივანე სიმონის ძე შარაშიძის გარდაცვალების გამო ორი საათით მუშაობა შეაჩერეს.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 5 ნოემბერს ხონში საზოგადო მოღვაწე ივანე სიმონის ძე შარაშიძე გარდაიცვალა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის თებერვალში ყარამან ჩიქოვანი ექიმ ნავასარდიანის კლინიკაში თვალისა და ნერვების პრობლემებს მკურნალობდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბერში დუშეთის მაზრაში ვექილ შაიშმელოვის მკვლელობას ბოქაული შალიკაშვილი იძიებდა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 2 მარტიდან სინოდის დადგენილებით მღვდელ სიმონ გორდულაძეს ქუთაისის სამაზრო ხაზინიდან პენსია დაენიშნა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 28 ოქტომბრიდან სინოდის დადგენილებით ოქროსქედის ეკლესიის მღვდელს, ბესარიონ ჯინჭარაშვილს, ფოთის ხაზინიდან პენსია დაენიშნა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ვიქტორ გამყრელიძე ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმულ პიესაში „მე მინდა კნეინა გავხდე“ ბებერი თავადიშვილის როლს ასრულებდა, კოტე შათირიშვილი – ახალგაზრდა თავადიშვილისას.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 2 მარტიდან სინოდის დადგენილებით ღვთისმშობლის ეკლესიის მოძღვარს, სიმონ გორდულაძეს, ქუთაისის სამაზრო ხაზინიდან პენსია დაენიშნა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბრიდან წმინდა სინოდის დადგენილებით ქუთაისის ეკლესიების ბლაღოჩინის, ნესტორ ყუბანეიშვილის, წიგნი „სახელმძღვანელო საღვთო სჯულის შესასწავლად“ საქართველოს საეგზარქოსო ერთკლასიან სკოლებში საღვთო სჯულის დამხმარე სახელმძღვანელო გახდა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 24 მარტიდან სინოდის დადგენილებით მღვდელ გიორგი ლეკვეიშვილის ქვრივს, მაკრინეს, ქუთაისის სამაზრო ხაზინიდან პენსია, თვეში 65 მანეთი, დაენიშნა, ხოლო მის მცირეწლოვან შვილს, ვალერიანს კი – 25 მან.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 24 მარტიდან სინოდის დადგენილებით არგვეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდლის, სპირიდონ აბრამიშვილის ქვრივს, რუსუდანს, ქუთაისის სამაზრო ხაზინიდან დაენიშნა პენსია, თვეში 65 მანეთი.

