რეგისტრირებული ფაქტები87845
სორტირება თარიღი მზარდობით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 1-ელ აგვისტოს საქართველოს ეგზარქოსმა ფლაბიანემ გორის ეპისკოპოს კირიონთან ერთად ალექსანდრეს ბაღში, წმ. ალექსანდრე ნეველის სამხედრო ეკლესიაში, გადაიხადა წირვა, მერე სამღვდელოება გაემგზავრა მადათოვის კუნძულზე, სადაც წყალკურთხევის რიტუალი შეასრულა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 1-ელ აგვისტოს თბილისის საბაღოსნო სკოლის შენობაში გამართულ კავკასიის საგამოფენო კრებას ესწრებოდნენ თბილისის პოლიცმაისტერი კოვალიოვი, საგუბერნიო ინჟინერი ბ. ბუტკევიჩი და ქალაქის ინჟინერი ამბარცუმ ენფიანჯიანცი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 1-ელ აგვისტოს თბილისის საბაღოსნო სკოლის შენობაში კავკასიის გამოფენის კომისრის, იოსებ ანდრონიკაშვილის განკარგულებით სხდომა ჩატარდა.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წლის აგვისტოს ბოლოს თბილისში კავკასიის გამოფენაზე დასასწრებად ჩამოვიდა მიწათმოქმედების დეპარტამენტის დირექტორი ხომიაკოვი.
1901
ტიპი: ორგანიზაცია
1901 წლის აგვისტოში ხონის ელენე ბახტაძის ქალთა პროგიმნაზიაში გამოცხადდა მიღება უმცროს და უფროს მოსწავლეთა მოსამზადებელ კურსებზე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის აგვისტოში თბილისის სახაზინო პალატამ დაადგინა, გადაახდევინოს ქალაქის თვითმმართველობის ზოგიერთ მსახურს კანონით დაწესებული გადასახადი თანამდებობაზე დანიშვნის დროს: მიხეილ არღუთინსკი-დოლგორუკოვს 335 მან., გამგეობის წევრ მ. ს. შესტაკოვს – 335 მან., გამგეობის წევრ ვასილ ნიკოლოზის ძე ჩერქეზიშვილს – 250 მანეთი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 2 აგვისტოს თბილისის გუბერნატორის თანამდებობის აღმასრულებლის განკარგულებით განსაკუთრებულმა კომისიამ გუბერნიის ინჟინერის ბუტკევიჩის, თბილისის პოლიცმაისტერის, ქალაქის ინჟინერისა და კავკასიის გამოფენის კომისარ ი. ზ. ანდრონიკაშვილის შემადგენლობით დაათვალიერა კავკასიის გამოფენის მთავარი პავილიონი იმის შესამოწმებლად, შენობა რამდენად მკვიდრად იყო ნაგები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 აგვისტოს თბილისში ჩამოვიდნენ ალექსანდრეს ინსტიტუტის პროფესორი ფონ ბრანკე და მისი ასისტენტი იოსებ ქურდიანი, რომლებიც შემდეგ კახეთში გაემგზავრნენ ტყეების დასათვალიერებლად.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 7 აგვისტოს მთავრობის გადაწყვეტილებით ახალციხის სამაზრო ხაზინის ბუღალტერის თანაშემწე სიმონ ღვთისავრიშვილს კოლეგიის რეგისტრატორის წოდება მიენიჭა.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წლის 9 აგვისტოს პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნდა თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი დავით ზაქარიას ძე მელიქიშვილი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 10 აგვისტოს თავად-აზნაურთა დეპუტატების საკრებულო დარბაზში გამართული თბილისის თავად-აზნაურთა კრების თავმჯდომარე იყო დავით ზაქარიას ძე მელიქიშვილი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 11 აგვისტოს თბილისის გუბერნატორის თანამდებობის აღმასრულებელი პოლკოვნიკი ივანე სვეჩინი საზღვარგარეთიდან დაბრუნდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 11 აგვისტოს კავკასიის მთავარმართებლის თანაშემწეს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრე ფრეზეს კავკასიის გამოფენაზე უმასპინძლეს მთავარმართებლის საბჭოს წევრმა სულთან კრიმ-გირეიმ, სამეურნეო ინსპექტორმა ვიქტორ გეევსკიმ და გამოფენის კომისარმა იოსებ ანდრონიკაშვილმა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 11 აგვისტოს კავკასიის მთავარმართებლის თანაშემწემ, გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრე ფრეზემ კავკასიის გამოფენა დაათვალიერა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 12 აგვისტოს ფინანსთა მინისტრმა დაამტკიცა პროექტი თბილისში სავაჭრო სკოლის დაარსების შესახებ. სკოლის დასაარსებლად ალექსანდრე მანთაშევმა 50 ათასი მანეთი გაიღო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 აგვისტოს დიმიტრი არაყიშვილი თელავში ჩავიდა ფონოგრაფით კახური სიმღერების შესაკრებად. ქიზიყსა და ქართლში მან 40-მდე სიმღერა ჩაწერა.
1901
ტიპი: გარდაცვალება
1901 წლის 13 აგვისტოს ლუთერანულ სასაფლაოზე დაკრძალეს 10 აგვისტოს გარდაცვლილი გ. ლ. ლეიტცინგერი, რომელიც 1891 წლიდან თბილისის რეალურ სასწავლებელში მათემატიკას ასწავლიდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 14 აგვისტოს თბილისის გუბერნიის სახელმწიფო ქონებათა გამგე ი. ს. ბეკი ბორჩალოში ჩავიდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 15 აგვისტოს თბილისში ჩამოვიდა გენერალ-ლეინტენანტი რიდიგერი, რომელმაც ჯარი დაათვალიერა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 15 აგვისტოს თბილისში დაბრუნდნენ მთავარმართებლის თანაშემწე გენერალი ალექსანდრე ფრეზე და თბილისის გუბერნატორი ივანე სვეჩინი.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ალექსეი გერასიმეს ძე მარტიროსიანი დაიბადა 1901 წლის 17 აგვისტოს ქ. თბილისში.

