საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87845

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კავკასიის მეფის მოადგილემ იასონ ჩიხლაძეს სასამართლოს მიერ მისჯილი სიკვდილით დასჯა 15 წლის კატორღით შეუცვალა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 ნოემბერს სასამართლო პალატას საშა, არტემ და გრიგოლ დუგლაძეების საქმე უნდა განეხილა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს შალვა მესხიშვილი ვექილად მუშაობდა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ იმერეთის ცნობით, კავკასიის სამხედრო სასამართლომ პლატონ მიქაბერიძეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. კავკასიის მეფის მოადგილემ სასჯელი 15 წლის კატორღით შეუცვალა და ქუთაისის ციხიდან ნიკოლაევის საკატორღო სატუსაღოში გაგზავნა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს გიორგი მატარაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის მოწვეული წევრი იყო.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სარატოვის საკატორღო საპყრობილეში პოლიტიკური ტუსაღი იასონ ჩიხლაძე გარდაიცვალა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის მარტში ქალაქ თელავის თვითმართველობაში მონაწილეობდა 15 ხმოსანი. მოურავი იყო მიხეილ თათუზოვი, მოურავის თანაშემწე – ბ. ა. ტერ-სარქისოვი.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს გრიგოლ პავლიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის წევრი იყო.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის ნოემბერში ოლქის სასამართლომ დათიკო ღულაძეს სამწლინახევრით ტუსაღთა გამოსასწორებელ რაზმში ყოფნა მიუსაჯა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის შემოდგომაზე თბილისის სატყეო მეურნეობის ხელმძღვანელმა, ვ. ი. ლისნევსკიმ თანამდებობა დატოვა.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის ნოემბერში ლიუბა პავლეს ასული გუნცაძე გარდაიცვალა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ თეოფილე ხუსკივაძემ გამოაქვეყნა ესკიზი „ზღვის პირას“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ დაიბეჭდა ჯაჯუ ჯორჯიკიას „პოეზია და პროზა“.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ჯორბენაძე გამსვენებელი კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ივანე სიმონის ძე შარაშიძის თაოსნობით ხონში სამოსწავლო სემინარია, ვაჟთა გიმნაზია და სახელოსნო სკოლა დაარსდა.

1897

ტიპი: ნასამართლეობა

1897 წლის 24 თებერვალს ე. Ახალაიას მატარებელში ჯიბიდან ქისის მოპარვის გამო ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილებით ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის 2 დეკემბერს ფცის მღვდელი, იოანე მასურიძე თანამდებობიდან გაანთავისუფლეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს პალმს თავისი გაზეთის, „ჩერნომორსკი ვესტნიკის“ ბათუმიდან ქუთაისში გადატანა სურდა, მაგრამ ქუთაისის გუბერნატორმა მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის ოქტომბერში თბილისის ქალაქის საბჭომ აირჩია მუდმივი საფინანსო კომისია, რომლის წევრები იყვნენ: პ. მ. არღუთაშვილი-მხარგრძელი, კ. მ. ალიხანოვი, ა. ს. ბაბოვი, ა. თ. ფრიდონოვი, ი. ა. თაიროვი, მ. ი. თამამშოვი და ა. ი. შახაზიზოვი-კამსარაკანი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 1-ელი მარტის „ცნობის ფურცლის“ რედაქცია იუწყება, რომ ბ. Ჩხარტიშვილმა განიზრახა მცხეთაში, სადგურის მახლობლად, გაემართა სასეირნო ადგილი, სადაც კვირაობით ცოცხალ მუსიკას დაუკრავდნენ.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 13 იანვარს დოესის ღვთისმშობლის ეკლესიის მედავითნე გრიგორი იაშვილი მეტეხის ღვთვისმშობლის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს გიორგი მატარაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატულ კომიტეტში ადმინისტრაციული საქმისმწარმოებელი იყო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ელენე ანდრონიკაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის მოწვეული წევრი იყო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს დავით თედეშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის სარეპერტუარო კომისიის წევრი იყო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს შალვა დადიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის მოწვეული წევრი იყო.