საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87845

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: გერასიმე დაშნელი, არხიპ დიდებულიძე, ბესარიონ დუნდუა და ზაქარია დედანაშვილი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს კიტა აბაშიძემ დროის უქონლობის გამო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამოსამართლო პალატამ ალექსი გაგუასა და ალექსი ხურცილავას საქმე დაამტკიცა. მათ ოლქის სასამართლოსგან სხვადასხვა ვადით კატორღა ჰქონდათ მისჯილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 ოქტომბერს ბანძაში იასონ გაბილაიას ლექციის შემდეგ გუბერნატორისთვის შეადგინეს თხოვნა სამომხმარებლო საზოგადოების დაარსების შესახებ და წესდების პროექტები.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს პეტერბუგელი და მოსკოველი წიგნის მაღაზიის მეპატროეების, სტასულევიჩის, ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძისა და ა. შ. მონაწილეობით კავკავში კერძო ბიბლიოთეკა-სამკითხველო იხსნებოდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ნინო წულუკიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობდა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს პაშა შოთაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის მოწვეული მსახიობი იყო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს მარგარიტა ქილარჯიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის მოწვეული მსახიობი იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს მარიამ ნაკაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობდა.

1896

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1896 წლის ოქტომბერში ეკატერინა პამპალოვისამ პროკურორს განუცხადა, რომ შიხი ტუსიშვილს ცოლად თავისი ნებით გაჰყვა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმული სპექტაკლების „ციმბირელი“ და „ცოლ-ქმრობის წინააღმდეგ“ რეჟისორი ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი იყო, ადმინისტრატორი – კ. შათირიშვილი.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 6 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა დადგა ოთხმოქმედებიანი კომედია „ციმბირელი“, რომელშიც მთავარ როლებს მაკო საფაროვა და ვასო აბაშიძე ასრულებდნენ.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ოპოჩინინი და ჩემესოვი ეკატერინა პამპალოვის მოტაცების საქმეზე დაკავებული შიხი ტუსიშვილის ადვოკატები იყვნენ.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის 30 ოქტომბერს სასამართლომ განიხილა შიხი ტუსიშვილის, ლევან აბელის ძე ანდრონიკაშვილის, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ბარათაშვილის, პაატა გედევანიშვილისა და მიხეილ კონსტანტინეს ძე მუხრანსკის საქმე. მათ ბრალად ეკატერინა პამპალოვის მოტაცება ედებოდათ.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამოსამართლო პალატამ ილია ლომთათიძის საქმე დაამტკიცა. მას ოცი წლის კატორღა ჰქონდა მისჯილი.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის სექტემბრიდან ვლადიმერ გეგეჭკორს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატულ კომიტეტში საბუღალტრო საქმის წარმოება ევალებოდა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამოსამართლო პალატამ ყარამან გუმბერიძისა და ფილიპე გიორგაძის საქმე დაამტკიცა. მათ ოლქის სასამართლოსგან სხვადასხვა ვადით კატორღა ჰქონდათ მისჯილი.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს ა. ცხვედაძემ ოდესის სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ივანე შარაშიძემ ნიკო ნიკოლაძესთან ერთად სარწყავი არხები გააყვანინა, რითაც დიდად დაეხმარა ხონსა და მის ახლომდებარე სოფლებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ოქტომბრის ბოლოს დანიშნული გრიგოლ კონსტანტინეს ძე აბაშიძისა და მკვლელობაში ბრალდებული მოდებაძის საქმე განსახილველად 7 იანვრისთვის გადაიდო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს თბილისის გუბერნიის ხაზინადრის ტიტულოვანი მრჩეველი იყო თავადი გიორგი შიოს ძე თუმანოვი.

1907

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1907 წელს სიმონ დოღონაძე იაზიკოვის განკარგულებით სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრობისთვის გაგზავნეს ციმბირში, საიდანაც თავისი ნებით დაბრუნდა და მალულად ქუთაისში განაგრძო ცხოვრება.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 4 ნოემბერს გამოძიებაში მყოფი ბიქტორ ლაზარია ქალაქის საგუბერნიო სატუსაღოდან ზუგდიდის სამაზრო სატუსაღოში გაგზავნეს.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს გენერალ-მაიორ ვასილ სიმონის ძე სოტნიკოვის დაქვემდებარებაში იყო კოლეგიის უფროსი მდივანი, თავადი იესე ადამის ძე ანდრონიკოვი.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს ლ. ცაგარელმა ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა.