საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87845

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს მიხეილ გიორგაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს თონეთის სკოლის მასწავლებლად დანიშვნა სთხოვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ გადაწყვიტა, რომ ალექსანდრე როინაშვილის ქვრივ ელისაბედ როინაშვილს საზოგადოებისგან 10 თვის განმავლობაში 2 თუმანი მიეღო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ საზოგადოების მხრიდან გასაცემი ხარჯების გამოკვლევა დავით კარიჭაშვილს დაავალა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ანაიდა გრიქუროვს წიგნების ანგარიშში 37.60 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს ლავრენტი აგლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, სამსახურიდან წასვლის შემდეგაც მიეცათ ასმანეთიანი წლიური ხელფასი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ტარას მომცელიძეს 86.66 მანეთი გადასცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ გასცა განკარგულება, რომ ლავრენტი აგლაძისთვის ხელფასი შეეწყვიტათ, რადგან მან თონეთის სკოლა დატოვა და უკეთეს სამსახურში მოეწყო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 8 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელმოწერით დაადასტურა, რომ აგვისტოში თბილისის მეორე სამკითხველომ გამგის ჯამაგირისა და სხვა ხარჯების დასაფარად 27.31 მანეთი გასცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერში ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ერმალოზ სირბილაძეს 5 მანეთის ქართულენოვანი წიგნები გაუგზავნა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 8 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ განიხილა თბილისის პირველი სამკითხველოს შემოსავალი. გამგეობამ სამკითხველოს აგვისტოს ჯამაგირისა და სხვა ხარჯების დასაფარად 23.57 მანეთი გასცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს ერმალოზ სირბილაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ამცნო, რომ სკოლებისა და ბიბლიოთეკებისთვის 800 მანეთი გადადეს და 301.19 მანეთი დახარჯეს.

1901

ტიპი: განათლება

1901 წლის 8 სექტემბერს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, პარმენ გელაშვილმა თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 8 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ განიხილა თბილისის პირველი სამკითხველოს შემოსავალი. სამკითხველოს აგვისტოში 78.04 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს ისიდორე რამიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ბათუმის სკოლაში მესამე მასწავლებელის დამატება სთხოვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს პარმენ გელაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს თონეთის სკოლის მასწავლებლად დანიშვნა სთხოვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს ერასტი გორდელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, გომარეთის სკოლისთვის გაეგზავნათ 22.76 მანეთის ნივთები: 10-10 რუსული ანბანის რვეული და „ბუნების კარი“, 80 ქართულის რვეული, ორ-ორი ყუთი კალამი და ფანქარი, 120 ორხაზიანი რვეული, 4 შეკვრა საწერი ქაღალდი, 5 „დედა ენა“ და 3 რუსული ანბანი. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ფოტოგრაფიის დირექტორის თანამდებობაზე ბეგოიძე დანიშნა. მან ტარას მომცემლიძისა და ავალიშვილისგან ფოტოგრაფიის ქონება წესის მიხედვით ჩაიბარა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ისიდორე რამიშვილს აცნობა, რომ ბათუმის სკოლაში არსებული ვითარების შესახებ საზოგადოებასთან მუდმივი მიმოწერა ჰქონოდა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 8 სექტემბერს ტარას მომცელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ფოტოგრაფიის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს ექვთიმე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მიმართა, რომ ეწინააღმდეგებოდა ლავრენტი აგლაძისთვის შემწეობის გაუქმებას. მისი თქმით, აგლაძე გაწეული შრომის სანაცვლოდ ჯილდოს იმსახურებდა.

1901

ტიპი: განათლება

1901 წლის 8 სექტემბერს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, სამსონ ლიაძემ თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს ექვთიმე თაყაიშვილმა თონეთის სკოლის მასწავლებლად ქალის დანიშვნაზე უარი განაცხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ანასტასია ხოშტარიას წიგნებზე მუშაობისთვის 20 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს სამსონ ლიაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს თონეთის სკოლის მასწავლებლად დანიშვნა სთხოვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 26-ე სხდომას დაესწრნენ: ივანე რატიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გრიგოლ ყიფშიძე და ვლადიმერ ლორთქიფანიძე.