საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87845

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს გიორგი ვამეხის ძე დადიანოვი სამეგრელოს ოლქის ჯვრის მეორე კლასის მდივანბეგის დამხმარედ მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს პრაპორშიკი ვამეხ გიორგის ძე დადიანოვი სამეგრელოს ოლქის სოფელ სუჯუნის მეორე კლასის მდივანბეგი იყო.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს ანტონ ივანეს ძე ახვლედიანი სამეგრელოს ოლქის მარტვილის მეორე კლასის მდივანბეგი იყო.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს გიორგი ერისტოს ძე ფაღავა სამეგრელოს ოლქის მარტვილის მეორე კლასის მდივანბეგის დამხმარედ მუშაობდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ 1916 წელს ბაქოს განყოფილება ქონების დაზღვევისა და სატელეფონო ხარჯისთვისაც ას-ას მანეთს გაიღებდა, მოულოდნელი ხარჯისთვის კი — 500 მანეთს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ 1916 წელს ბაქოს განყოფილება მასწავლებელთა ჯამაგირისთვის 3420 მანეთს გაიღებდა, სკოლისთვის საჭირო ავეჯის შეძესაძენად კი — 1000 მანეთს.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს დერმატოლოგი და ვენეროლოგი ა. გ. გურკო ნავასარდიანის კერძო კლინიკაში მუშაობდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ 1916 წელს ბაქოს განყოფილება მთავარი გამგეობისთვის 954.68 მანეთს გამოყოფდა, ქართული წარმოდგენების მოსაწყობად კი — 1000 მანეთს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ 1916 წელს ბაქოს განყოფილება ომისაგან გამოწვეული სიძვირის გამო სკოლის მასწავლებელთა დასახმარებლად 400 მანეთს გამოყოფდა, სკოლის მსახურთათვის კი — 120 მანეთს.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს თერაპევტი და პედიატრი ა. პ. კარაპეტიანცი ნავასარდიანის კერძო კლინიკაში მუშაობდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ოფთალმოლოგი და თერაპევტი ყარამან მანუჩარის ძე ჩიქოვანი ნავასარდიანის კერძო კლინიკაში მუშაობდა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მიხაკო ახალაძეს, სანდრო ჩხეტიასა და მელიტონ გობეჩიას 4-4 წლის კატორღა ჰქონდათ მისჯილი.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს გინეკოლოგი და პედიატრი ა. ი. დუნაევა-რუდენკო ნავასარდიანის კერძო კლინიკაში მუშაობდა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 3 ნოემბერს ბრალდებულ რაჟდენ გიგაშვილს ნაფიცი ვექილი კ. ჩიკვაიძე იცავდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ჭიათურაში ნესტორ კიკალეიშვილის თაოსნობით ივანე შარაშიძის პანაშვიდი გადაიხადეს.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს თერაპევტი და პედიატრი ა. მ. პუგინოვი ნავასარდიანის კერძო კლინიკაში მუშაობდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს თერაპევტი და პედიატრი ა. პ. კარაპეტიანცი ნავასარდიანის კერძო კლინიკაში მუშაობდა.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წელს ერმალოზ კიწმარიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობის წევრობა დატოვა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს კუხის მეაბრეშუმეთა პირველი ამხანაგობის მეთაური ნესტორ წერეთელი იოსებ კაკაბაძის დახმარებით თავიანთი წარმოებული აბრეშუმის ექსპორტირებას ცდილობდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ნესტორ წერეთელი კუხის მეაბრეშუმეთა პირველი ამხანაგობის ხელმღვანელი იყო.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის ნოემბრის დასაწყისში პეტერბურგში გენერალი იაკობ ქაიხოსროს ძე ალხაზოვი გარდაიცვალა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ვალერიან შალიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატულ კომიტეტს ავანსის სახით მიღებული 100 მანეთი უკან დაუბრუნა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 11 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში გამართულ სპექტაკლს „მშვიდობით ოცნებავ და აშენდა საქართველო“ 280 კაცი დაესწრო. მოგება შეადგენდა 119.96 მანეთს. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ახალი სენაკის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწემ, დავით ალადაშვილმა ბერად აღკვეცა გადაწყვიტა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში გამართულ სპექტაკლს „ჯამბაზები“ 271 ადამიანი დაესწრო. მოგება შეადგენდა 103.36 მანეთს. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.