რეგისტრირებული ფაქტები87845
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის 19 ოქტომბერს დაღესტნის სამხედრო გუბერნატორის თანაშემწე, გენერალ-მაიორი ტიხანოვი შავიზღვისპირეთის გუბერნატორად დაინიშნა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის ნოემბერში ჟურნალისტ ლევან ივანეს ძე ყიფიანს თბილისის საოლქო სასამართლომ 25 მანეთი ჯარიმა ან 5 დღით დატუსაღება მიუსაჯა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 ნოემბრიდან ნინო ჩხეიძისა და მიხეილ ქორელის ბენეფისები უნდა გაემართათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 ნოემბერს გალაქტიონ თედორაძე საგუბერნიო სატუსაღოდან თბილისში გაგზავნეს სამუშაოდ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11 ნოემბერს აკაკი წერეთელი ხონში აპირებდა წასვლას ივანე შარაშიძის დასაფლავებაზე დასასწრებად.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის კრებაზე განიხილეს 1916 წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა, რომლის მიხედვითაც შემოსავალი – 14620.28 მანეთი იქნებოდა, გასავალი — 14620.28 მანეთი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, წალენჯიხის ღარიბ ქალთა სამრევლო სასწავლებელს ალექსანდრე შენგელიამ და სოფიო გვასალიამ თითო მანეთი შესწირეს, ფარნა ფიჩხაიამ – 1. 10 მან., ვერა შავგულიძემ და კაკო ზაქარაიამ – 2-2 მან., მანანა მაღლაკელიძემ და ალექსანდრე ღონაძემ – 10-10 შაური.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წელს ალექს ჭიჭინაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობის წევრობა დატოვა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის ნოემბერში ეკატერინე ბახტაძისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 ნოემბერს ს. სარაპეტოვი ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან თბილისში გაგზავნეს სამუშაოდ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ნ. რუდოლფი მომავალი პოლიტექნიკუმის ხარჯთაღრიცხვის შესადგენად თბილისში უნდა ჩამოსულიყო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის 30 ოქტომბერს ეკატერინა პამპალოვის მოტაცების საქმის განხილვის დროს ვრაჟსკი სასამართლო პალატის თავმჯდომარე იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ 1916 წელს ბაქოს განყოფილება ჟურნალ-გაზეთებისა და წიგნების დასაკაზმად 650 მანეთს გამოყოფდა, საკანცელარიო ხაჯის დასაფარად — 250, სასკოლო თვალსაჩინოებათა შესაძენად კი — 100 მანეთს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქმეყნებული ვ. მამინაიშვილის წერილის მიხედვით, გურიის სახალხო სკოლების მასწავლებლები ჯამაგირს დროულად ვერ იღებდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, წალენჯიხის ღარიბ ქალთა სამრევლო სასწავლებელს ქიონია კედიამ, ლევან ჩიჩუამ, მატრონა კედიამ და მადიკო ჯიქიამ თითო მანეთი შესწირეს, მაგდანა ეხვაიამ, სოლომონ მიქაძემ და თეიმურაზ კაკაბაძემ – 10-10 შაური.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ნოემბერს გამოძიებაში მყოფი ჩ. კედია ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან გაგზავნეს ზუგდიდის სამაზრო სატუსაღოში, სადაც მისი საქმე ოლქის სასამართლოს უნდა განეხილა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ოტორინოლარინგოლოგი ი. ფ. პროტასევიჩი ნავასარდიანის კერძო კლინიკაში მუშაობდა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის 30 ოქტომბერს ეკატერინა პამპალოვის მოტაცების საქმის განხილვის დროს კოლბასინი და სტალინსკი სასამართლო პალატის წევრები იყვნენ.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846 წელს იმერეთის გუბერნიის სახაზინო პალატის თავმჯდომარე იყო საშტატო მრჩეველი ივანე ივანეს ძე ნაზოროვი.

