რეგისტრირებული ფაქტები87845
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 25 ოქტომბერს ქუთაისის თეატრში გამართულ წარმოდგენაზე ქუთაისის ბავშვთა მზრუნველი საზოგადოების სასარგებლოდ ს. ე. ტერტეროვმა 3 მანეთი შესწირა, ს. ე. მაჩაბლისამ – 2 მან.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის ივლისში მთავრობის განკარგულებით კობიაშვილი პოდპოლკოვნიკად დაინიშნა, ამავე დროს ის თბილისის საოლქო არტილერიის სახელოსნოს უფროს თანაშემწედაც დაამტკიცეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ნიკო მასხარაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, პ. თავართქილაძემ სასკოლო ფონდს 1.50 მანეთი შესწირა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის შემოდგომაზე ვორონცოვის ქუჩაზე, პოლიციის მე-6 ნაწილის მახლობლად, დუქანი ქირავდებოდა. ქირაობის მსურველებს შუა ბაზარში ნიკოლოზ გილანოვისთვის უნდა მიემართათ.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წელს ემელიანე ივანეს ძე ცაგარეიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობის წევრობა დატოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიურ კრებაზე ვ. ჯიქიას დახმარების სახით 25 მანეთი გადასცეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის შემოდგომაზე ვორონცოვის ქუჩაზე, პოლიციის მე-6 ნაწილის მახლობლად, დუქანი ქირავდებოდა. ქირაობის მსურველებს შუა ბაზარში ნიკოლოზ გილანოვისთვის უნდა მიემართათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, წალენჯიხის ღარიბ ქალთა სამრევლო სასწავლებელს პეტრე კედიამ და ანტონ გეგელიამ 10-10 შაური შესწირეს, კოსტა კალანდიამ – 3 შაური, სოლომონ დგებუაძემ – 3 აბაზი, ნესტორ ცხონდიამ – 2 მანეთი, თეოფანე შენგელაიამ – 3 მან.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ნიკოლოზ ახაშნელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, წალენჯიხის ღარიბ ქალთა სამრევლო სასწავლებელს ტრიფონ თოხაძემ 1. 10 მანეთი შესწირა, მიხა მესხიამ, ლევან მხეიძემ და არტემ მიქელაძემ – 10-10 შაური, თომა ხვიტიამ და დავით კარტოზიამ – თითო მან.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს გრიგოლ ქებაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, იაკობ ნიკოლაძე თბილისის სამხატვრო სასწავლებელში მიიწვიეს ლექტორად.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 ნოემბერს ქუთაისში ქალთა წრის კრებაზე ელენე ბახტაძემ წაიკითხა რეფერატი „ქალთა მოძრაობა დასავლეთ ევროპაში“.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 13 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გაზეთ „ქართლის“ ცენზორად კავკასიის ნამესტნიკმა ზაქარია დიმიტრის ძე ქიტიაშვილი დაამტკიცა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილმა გორში სცენისმოყვარეთა ჯგუფის დაარსება გადაწყვიტა.

