რეგისტრირებული ფაქტები87823
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის თავადაზნაურობის სკოლის ინსპექტორად ვასილ როსტომის ძე ყიფიანის ნაცვლად იგეგმებოდა ალექსი ჭიჭინაძის მოწვევა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის თავადაზნაურობის სკოლის ინსპექტორმა ვასილ როსტომის ძე ყიფიანმა ავადმყოფობის გამო თანამდებობა დატოვა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვარლამ ივანეს ძე ჭილაძეს ქუთაისში თავისი ნაკვეთი სურდა თეატრის მოსაწყობად გამოეყენებინა, რაც შესთავაზა ქალაქის გამგეობას, თუმცა უარი მიიღო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჩატალბაშიანცი საქმის მწარმოებლის თანამდებობაზე დანიშნეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მანსვეტოვი თბილისის გუბერნატორის კანცელარიის თარჯიმნად დანიშნეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მანსვეტოვი იყო თბილისი საგუბერნიო სამმრთველოს თანამშრომელი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გედევანოვი იმიერკასპიის საავადმყოფოში N 2 ზედამხედველად დანიშნეს.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვარლამ ივანეს ძე ჭილაძე ქუთაისში ფლობდა ნაკვეთს, რომელსაც ყოველწლიურად 100 მანეთად ქირაობდნენ პირუტყვის დასაკლავად.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვარლამ ივანეს ძე ჭილაძეს სურდა ქუთაისის თეატრის შენობის რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობის პასუხისმგებლობის აღება.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ გიორგის ძე ერისთავი თონეთის სამაზრო მმართველობის მე-9 კლასის შტატგარეშე მოხელედ დანიშნეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის გუბერნიის სამხედრო გუბერნატორი იყო ბ. სმეკალოვი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტეფანე სტეფანეს ძე ჟუკოვსკი საშინაო საქმეების გამო დაითხოვეს სამსახურიდან.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კარგარეთელი იმიერკასპიის საავადმყოფოში N 1 მწერლად დანიშნეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტეფანე სტეფანეს ძე ჟუკოვსკის ჰქონდა პოდპორუჩიკის წოდება.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვოიტეხოვიჩი სამსახურიდან დაითხოვეს შტაბ-კაპიტნის ჩინით, მუნდირითა და ხელფასის ორი მესამედი ოდენობის პენსიით.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფოსტის გაძარცვაში ბრალდებულებმა მურტუზ ოზიევმა და ალდემირ დოლოხოვმა სამხედრო სასამართლოს მიერ მისჯილი პატიმრობა გააპროტესტეს, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა და ჩამოხრჩობა მიუსაჯა მათ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 1-ელი ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფრიდმანს რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან ძვირფასი ქვები ჩამოჰქონდა გასაყიდად.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ სახელმწიფო ბანკს შემოსავალი რუსეთის იმპერიის მასშტაბით ჰქონდა და თუკი იგი 500-600 მილიონს სესხად გასცემდა, 0,25%-იანი კრედიტით წლიურად 1 250 000 ან 1 500 000 მანეთი ექნებოდა მოგება, რაც სრულიად საკმარისი იყო ხარჯების დასაფარად. ამ მონაცემებით სახელმწიფო ბანკის კერძოსთან შედარება არც შეიძლებოდა.

