რეგისტრირებული ფაქტები87823
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 1-ელი ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აკაკი წერეთლის ლექსები რუსულ ენაზე ითარგმნა და უახლოეს დღეებში დაიბეჭდებოდა.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფრიდმანს მოსკოვის ოლქის სასამართლომ ძვირფასი ქვების მოპარვისთვის პატიმრობა მიუსაჯა. ფრიდმანმა მათ თხოვნით მიმართა, რომ თავისი პატიმრობა ქალაქ გორში გაგრძელებულიყო და იგი გადაიყვანეს გორის საპყრობილეში.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 1-ელი ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფრიდმანი რუსეთში ძვირფასი ქვების ქურდობისთვის დააკავეს. აღმოჩნდა, რომ ის ქვებს ყლაპავდა და ისე ჩამოჰქონდა თბილისში გასაყიდად.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ სახელმწიფო ბანკი კერძო ბანკთან შედარებით უფრო დაბალ 0,25%-იან კრედიტს სთავაზობდა თავადაზნაურობას, რადგან სახელმწიფოს ხაზინაში ჰქონდა ფინანსური რესურსი ბანკის მართვა-გამგეობისთვის ცალკე გადაედო თანხა, ზარალისთვის – ცალკე და სათადარიგო თანხაც ჰქონოდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკს ყოველწლიურად 1,5% გარდა სხვა შემოსავალიც ჰქონდა, რომლის იმედად 1883 წელს ბანკის გამგეობამ კრებაზე ითხოვა კრედიტის 0,5%-ით გაიაფება, თუმცა თხოვნა არ დაკმაყოფილდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 სექტემბერს წმ. ნინოს სასწავლებლის აქტის წაკითხვის დროს ივანე ალექსის ძე ჩითახოვმა სასწავლებლის საქველმოქმედო საზოგადოების რჩევის განყოფილების თავმჯდომარეს განუცხადა, რომ ყოველწლიურად სასწავლებელს 100 მანეთს შესწირავდა, რისთვისაც ჩითახოვს მადლობა გადაუხადეს რჩევის წევრებმა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. მ. მირზოევის ბამბის ქარხანა დროებით არ მუშაობდა. მეპატრონე მუშებს ქალაქ ლოძიდან ელოდებოდა და როდესაც ისინი თბილისში ჩამოვიდოდნენ, ქარხანაში მუშაობა აღდგებოდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. მ. მირზოევის ბამბის ქარხანაში ნაჭერზე 160-მდე ადამიანი მუშაობდა, რომლებიც ეროვნებით იყვნენ ქართველები, სომხები და თათრები. უმეტესი მათგანი რამდენიმე წლის თანაშრომელი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. მ. მირზოევმა თავისი ბამბის ქარხნის მუშებს შესთავაზა 32-33 არშინ სიგრძესა და 16 გოჯ სიგანეზე ანაზღაურება 30 კაპიკის ნაცვლად 12 კაპიკი აეღოთ, 18-20 გოჯ სიგანეზე – 40-ის ნაცვლად 18 კაპიკი, 22 გოჯზე – 45-ის ნაცვლად 24 კაპიკი, 28 გოჯზე კი – 63-ის ნაცვლად 32 კაპიკი, რაზეც თანამშრომლებმა უარი განაცხადეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მაშინ, როცა ი. მ. მირზოევის ბამბის ქარხანა ი. ვ. რიშარს ჰქონდა იჯარით აღებული იგი თანამშრომლებს 32-33 არშინ სიგრძესა და 16 გოჯ სიგანეზე უხდიდა 30 კაპიკს, 18-20 გოჯ სიგანეზე – 40 კაპიკს, 22 გოჯზე – 45 კაპიკს, 28 გოჯზე კი – 63 კაპიკს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. მ. მირზოევის ბამბის ქარხანაში 400-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. მეპატრონემ ისინი 1-ლი აპრილიდან 20 აგვისტომდე გაათავისუფლა და 13 სექტემბერს აღადგინა სამუშაოდ ქარხანაში.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. მ. მირზოევის ბამბის ქარხანა ი. ვ. რიშარს 5 წლით იჯარით ჰქონდა აღებული. იჯარის დრო ამოიწურა და ქარხანა კვლავ დაუბრუნდა მეპატრონეს.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. მ. მირზოევი ფლობდა ბამბის ქარხანას.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გ. ს. აბესალომოვმა მამის სახსოვრად თბილისის სახელოსნო სასწავლებელს 5000 მანეთი შესწირა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გ. ს. აბესალომოვი იყო არქიტექტორი.

