საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90472

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს რესტორან „ტილიპუჭურაში“ ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით ამიერკავკასიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონფერენცია გაიმართა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს იოსებ იმედაშვილმა გამოსცა ვ. გიუნაშვილის მიერ თარგმნილი მაქსიმ გორკის 12 მოთხრობა. გამოცემას ახლდა ვ. გომართელის ვრცელი კრიტიკული ბიოგრაფიული წერილი.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს საბებიო ინსტიტუტის დირექტორმა ა. რ. ფიშერმა კითხვით მიმართა კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველს, რა უფლებებით სარგებლობდნენ ქალთა საეპარქიო სასწავლებლისა და ქალთა გიმნაზიის მოსწავლეები.

1902

ტიპი: განათლება

1902 წელს ა. ვ. გიგინეიშვილი ფოთში მსურველებს იღებდა საბუღალტრო კურსებზე. ინფორმაცია მიღების პირობების შესახებ და პროგრამები მსურველებს ეგზავნებოდათ უფასოდ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს მეურნეობის ინსპექტორის, ვასილიევის თავმჯდომარეობით გამართულ ბაღების პატრონთა კრებაზე განიხილეს თბილისში მოსკოვის მევენახეთა და მეღვინეთა კომიტეტის განყოფილების დაარსების საკითხი. კომიტეტის მიზანი იყო მევენახეთა და მეღვინეთა საჭიროებებისათვის ხელი შეწყობა.

1902

ტიპი: განათლება

1902 წელს დაბა საჩხერეში მასწავლებელი სერგეი ჯინჭველაშვილი ქართულ გალობას ასწავლიდა ნოტების საშუალებით, მოსწავლეებს ამზადებდა საქალაქო სასწავლებლისათვის.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს სტეფანე დავითის ძე გაგუა ქალაქ ხონის საქალაქო სკოლის ინსპექტორი იყო

1902

ტიპი: თანამდებობა

1902-1916 წლებში ივანე ანდრონიკაშვილს ბათუმის ქალაქისთავის თანამდებობა ეკავა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 2 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „საქართველოს ახალი ეგზარხოსი“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 4-5 ნოემბერს ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტმა განიხილა ა. ე. ვუჩინოს მოხსენება სამეურნეო ცოდნის გავრცელების შესახებ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 6 იანვრის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ ცნობით, იტალიელმა აღმოსავლეთმცოდნე აურელიო პალმიერიმ სტამბოლში სასწავლებლად მყოფი ივანე გველესიანის დახმარებით ფრანგულად თარგმნა ილია ჭავჭავაძის ნარკვევი „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 6 იანვრისთვის თბილისის სათავადაზნაურო სკოლის დასახმარებლად დაგეგმილი ღონისძიების ხელმძღვანელი იყო ელისაბედ ირაკლის ასული ორბელიანისა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 7 იანვარს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით, ბათუმიდან შემოსული საწევრო გადასახადების თანხა ადგილობრივ სკოლას უნდა მოხმარებოდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 7 იანვარს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 7 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე კავკავის სკოლის გამგემ, პართენ გოთუამ მოხსენება გააკეთა სამზრუნველოს ერთ-ერთი წევრის მიერ უფლებამოსილების გადამეტების შესახებ.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 7 იანვარს, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით, ანასტასია ლომინაძე დროებით დაინიშნა ბათუმის სკოლის მასწავლებლად.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 9 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „დედათა განათლება ჩვენში“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის სექტემბერში კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების საბჭოს კრებაზე საბჭოს წევრმა ალექსანდრე ევანგულოვმა წაიკითხა მოხსენება იმის შესახებ, რომ საზოგადოებასთან უნდა დაარსებულიყო მეღვინეობისა და მევენახეობის განსაკუთრებული კომიტეტი.

1902

ტიპი: გარდაცვალება

1902 წლის 12 იანვარს კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი კირილე პეტრეს ძე იანოვსკი გარდაიცვალა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 15 იანვარს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით, კავკავის სკოლის პედაგიგი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 15 იანვარს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 27 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ფსევდონიმით ახალ-მოსულის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „გომართელის ფილოსოფია და არჩილ ჯორჯაძის ფსიხოლოგია“.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 30 იანვარს თბილისის საოლქო სასამართლომ განიხილა ზაალ გურამიშვილის საჩივარი ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ. საჩივარი წისქვილის მფლობელობას ეხებოდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 3 თებერვლიდან ივანე შატბერაშვილი მუშაობდა ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო სადეპუტატო საკრებულოში.