რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი მზარდობით
1902
ტიპი: ავტორობა
1902 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ შექმნილი წიგნების გამომცემელი კომისიის პირველმა სხდომამ დაადგინა, გამოეცათ ილია ჭავჭავაძის შემდეგი ნაწარმოებები: „კაცია-ადამიანი?!“, „გლახის ნაამბობი“, „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ და „ოთარაანთ ქვრივი“.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 2 ნოემბერს სახალხო თეატრში წარმოადგინეს ალექსანდრე ცაგარლის 4-მოქმედებიანი კომედია „როგორც მოხვალ სვინაო, ისევ წახვალ შინაო" ნატო გაბუნია-ცაგარლის მონაწილეობით. რეჟისორი – ვიქტორ გამყრელიძე.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 3 ნოემბერს მოსკოვში ქართველ ღარიბ სტუდენტთა სასარგებლოდ გაიმართა ღონისძიება, რომელზეც, ს. წერეთლის ცნობით, 1500 მანეთი მოგროვდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 3 ნოემბერს მოსკოვში ქართველ ღარიბ სტუდენტთა დასახმარებლად გამართულ ღონისძიებაზე ალექსანდრე სუმბათაშვილმა (იუჟინმა) წაიკითხა ხახანაშვილის მიერ რუსულად ნათარგმნი ვაჟა-ფშაველას „მთის წყარო".
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 3 ნოემბერს მოსკოვში ღარიბი ქართველი სტუდენტების სასარგებლოდ გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა ხორო, რომლის ლოტბარი იყო ზაქარია ფალიაშვილი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს მეტეხის საპყრობილის მღვდელმა მიხეილ ჯავაშვილმა პატიმრებისათვის საკვირაო სკოლის გასახსნელად და სასკოლო წიგნების, ასევე სხვა მასალისთვის შეკრიბა თანხა. ამ საქმისთვის საგუბერნიო საპატიმროთა კომიტეტმა 120 მანეთი გაიღო. სკოლა 3 ნოემბრიდან შეუდგა პატიმართა სწავლებას.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 3 ნოემბერს მოსკოვში, კეთილშობილთა დარბაზში, ალექსანდრე სუმბათაშვილმა გამართა ქართველ სტუდენტთა საღამო.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 5 ნოემბერს გაიმართა ქალაქ ფოთის საბჭოს სხდომა. საბჭოს თავმჯდომარე იყო ნიკო ნიკოლაძე.
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1902 წლის 7 ნოემბერს ქუთაისის სასამართლომ განიხილა კონსტანტინე დადიანისა და გვაჯი ჩიქოვანის საქმე. მათ ბრალად ედებოდათ ციმბირიდან გამოქცეული გიდი ემუხვარის დამალვა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის ოქტომბერში სასამართლო პალატაში განსახილველად დანიშნული კონსტანტინე დადიანისა და გვაჯი ჩიქოვანის საქმე 7 ნოემბრამდე გადაიდო.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ანასტასია (ანა) ილიას ასული აგლაძე დაიბადა 1902 წლის 9 ნოემბერს ლენინაკანში, ახლანდელ გიუმრაში.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 10 ნოემბერს ქართული დრამატული დასი ნატო გაბუნია-ცაგარლის მონაწილეობით ჰენრიხ ზუდერმანის ოთხმოქმედებიან კომედიას „პატიოსნება“ წარმოადგენდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 9 ნოემბერს ქართველ თავად-აზნაურთა თეატრში ხარკოვის საოპერო დასმა ა. პ. ბონაჩიჩის მონაწილეობით ჯუზეპე ვერდის „ტრუბადური“ წარმოადგინა.

